>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში 19.64 კვ.მ ფართი, საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28269BNT103509524   
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 1035095
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
19/11/2024 17:00 - 26/11/2024 16:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
42 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 9800 e
ვაჭრობის ბიჯი: 200 e
საგარანტიო თანხა: 11760 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 11.02.2027
ტელეფონი: 599151908; 595796226
თვისებები
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გათბობააივანი
ლოჯიTV
ცხელი წყალიკვადრატულობა(მ²)19.64
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
ბრძანების ნომერი#106 19.11.24საკადასტრო კოდი34.02.62.434
Rs რუკის მხარდაჭერაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიქუჩა(დასახელება/ნომერი)სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსოგადახდის ბოლო ვადა26.12.2024
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა805სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელი
ტელეფონის ნომერი599151908; 595796226
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ: 2487353, 599151908; 595796226; Email: auctions@airports.ge

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობა N6-ში მდებარე 19.64 კვ.მ ფართობი, საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით. 
პირობა

v  აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზია - ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა. ასევე, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან.

v  მეწარმე სუბიექტს უნდა გააჩნდეს საბანკო საქმიანობის გამოცდილება, კერძოდ უნდა ფლობდეს არანაკლებ 10 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულის დადასტურება მოხდება ბანკის კორპორატიული ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მეშვეობით.

v  აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებლად აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც დაასტურებს, საქართველოში საბანკო საქმიანობის მიმართულებით ფუნქციონირებას.

v  დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადაცემის ვადა - 2 (ორი) წელი. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 1 (ერთი) წლით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში „აეროპორტი“ უფლებამოსილია საბაზრო პირობების გათვალისწინებით, განსაზღვროს საიჯარო ქირის სხვა ოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო თანხაზე ნაკლები.  

v  საწყისი სააუქციონო ყოველთვიური ღირებულება: 9800 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

v  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა - საწყისი წლიური ფასის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას.

v  ბიჯის ოდენობა: 200 ლარი.

v  აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხეშეკრულების ვადას არანაკლებ 30 დღით. იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილია საბანკო გარანტია ხელშეკრულების მოქმედების არასრულ ვადაზე და გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ მოხდება განახლებული/ახალი ვადით საბანკო გარანტიის წარმოდგენა ან შესაბამისი ოდენობის დეპონირება აეროპორტის საბანკო ანგარიშზე, აეროპორტი გაანაღდებს მოქმედ საბანკო გარანტიას, რომელიც განთავსდება მის ანგარიშზე და ჩაითვლება ამ პუნქტის ფარგლებში თანხის დეპონირებად.

v  უზრუნველყოს იჯარით აღებული ფართის მოწყობა, აეროპორტთან წინასწარ შეთანხმებული დიზაინით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  დიზაინი აეროპორტთან უნდა შეთანხმდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე.

v  სარემონტო სამუშაოები აუქციონში გამარჯვებულმა უნდა აწარმოოს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს აეროპორტს ოპერირებაში.

v  დაუშვებელია მოიჯარის მიერ საიჯარო ფართში, მათ შორის შეთანხმებულ განლაგებასა და დიზაინში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება (მათ შორის ნებისმიერი სახის კონსტრუქციის, აბრის, განათების ან სხვა მოწყობილობის განთავსება) აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შეინარჩუნოს შეთანხმებული განლაგება და დიზაინი.

v  ობიექტებმა ოპერირება უნდა დაიწყოს   ობიექტების მოწყობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია აღნიშნული ვადის ცვლილება.

v  მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტის მუშაობა ყოველ დღე 24 საათიან რეჟიმში (მათ შორის უქმე დღეებში). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ აეროპორტის წინასწარი თანხმობით.

v  საიჯარო თანხა მოიცავს ელექტროენერგიის გადასახდს.

v  საიჯარო ფასი არ მოიცავს ინტერნეტის გადასახადს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინტერნეტთან დაკავშირებული ყველა საფასურის გადახდა.

v  მოიჯარე, საიჯარო ფართში ისარგებლებს აეროპორტის ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით. ცენტრალური გათბობა-გაგრილების სიტემის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება აეროპორტს. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარის საქმიანობისთვის არ არის საკმარისი აეროპორტში არსებული ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემის სიმძლავრე, იგი უფლებამოსილია, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, თავად მოახდინოს საიჯარო ფართის გათბობა-გაგრილებით დამატებითი უზრუნველყოფა.

v  გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

v  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ნებართვა.

v  ხელშეკრულების დასრულების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ მოწყობილი უძრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული საიჯარო ქონებასთან რჩება აეროპორტის საკუთრებაში მოიჯარისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე. მოძრავი ინფრასტრუქტურის/ინვენტარის საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით;

v  მოიჯარე ვალდებულია ოპერირების დაწყებისთვის განათავსოს ობიექტის შესახებ ინფორმაცია კორპორატიულ ვებ-გვერდზე ან/და ფეისბუქ გვერდზე ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე. ინფორმაციის განთავსება უნდა მოხდეს იმავე სახით რა სახითაც მისი სხვა ფილიალებია მოცემული ვებ-გვერდზე.

v  მოიჯარე უფლებამოსილია აღნიშნულ ფართში განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო  მომსახურებები, მათ შორის ფულადი გზავნილები. ობიექტიდან დაუშვებელია სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება, აღნიშნული არ გულისხმობს საბანკო ტრანზაქციას. 

v  მოიჯარე ვალდებულია, თავად მიიღოს ზომები მის სარგებლობაში არსებული ფართის და შესაბამისი ინვენტარის დაცვასთან დაკავშირებით. აეროპორტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, საიჯარო ფართის ან ინვენტარის მესამე პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფის შემთხვევაში.

v  აეროპორტი არ არის ვალდებული, მოახდინოს საიჯარო ფართის დამოუკიდებელი ელექტრო ენერგიის სარეზერვო ხაზით ან გენერატორით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში და მისი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თავად მოახდინოს საიჯარო ფართში არსებული მისი ტექნიკური მოწყობილობების, ელექტრო ენერგიის უწყვეტი კვების წყაროთი (UPS) უზრუნველყოფა.

v  მოიჯარის მიერ ტერმინალის სივრცეში პირადი უსადენო ქსელის(WiFi) მოწყობის შემთხვევაში, ვალდებულია უსადენო ქსელის პარამეტრები წინასწარ შეათანხმოს ადგილობრივ IT სამსახურთან.

v  მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტში მის საქმიანობასთან დაკავშირებული PR ან სარეკლამო აქტივობები, წინასწარ აცნობოს აეროპორტს და აწარმოოს ისინი  აეროპორტთან წინასწარი კოორდინაციითა და შეთანხმებით.

v  მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის, მუდმივად გაწმენდილ/დასუფთავებულ/დალაგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საკუთარი ხარჯით.

v  ობიექტის თანამშრომლები სასაუბრო დონეზე უნდა ფლობდნენ ინგლისურ და ქართულ ენებს.

v  მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს.

v  მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს.

v  აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე  უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა.

v  ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.

v  მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები.

v  მეიჯარე უფლებამოსილია, აეროპორტის აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს საიჯარო ლოკაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. 

v  დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს.

v  საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები.

v  იჯარით გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

v  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის გადაცემის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება.

v  თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

v  გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას).

v  აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

v  აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავის ბიუჯეტში:

v  დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;

v  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;

v  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. 

v  აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

v  ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.