>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL67069220   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 670692
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
15/08/2020 12:00 - 25/08/2020 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
650 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1.00 %
საგარანტიო თანხა: 5000.00 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილიქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)5600.00საკადასტრო კოდი63.07.51.028
გადახდის ბოლო ვადა26.08.2020ტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 
მოკლე აღწერილობა
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში ახალქალაქის რაიონში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ((უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი 63.07.51.028) 5600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) დასასვენებელი კომპელექსის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია არ შემოიფარგლებოდეს) ნავმისადგომს, ვიზიტორთა ცენტრს, კაფეტერიას, სველ წერტილს) მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად და აღნიშნული ინფრასტრუქტურით ტურისტული მომსახურების გაწევა უსაფრთხოების ნორმების დაცვით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 2 (ორი) ერთეული ელექტრო ძრავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალების (პონტონი, ნავი და ა.შ.) შეძენა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (500 000 (ხუთასი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება.

2. პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იქნას სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;

4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა გადაცემულ ქონებაზე ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის 5%-ის ოდენობით (ბრუნვა - ტურისტული მომსახურების გაწევისას მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, დამატებით, გადაიხადოს 1150 (ათას ას ორმოცდაათი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით);

5. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 46 (ორმოცდაექვსი) ლარი);

6. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1%-ის ოდენობით;

7.ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლების გადაცემის ვადად განისაზვრა 20 (ოცი) წელი.