>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თუშეთისა და ფშავ ხევსურეთის ეროვნულ პარკებში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL67069320   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 670693
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
15/08/2020 12:00 - 25/08/2020 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
758 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1 %
საგარანტიო თანხა: 1000 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თუშეთისა და ხევსურეთის ეროვნული პარკებიქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)2550საკადასტრო კოდი71.65.78.672; 50.02.33.288
გადახდის ბოლო ვადა26.08.2020ტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა
თუშეთისა და ფშავ ხევსურეთის ეროვნულ პარკებში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
მოკლე აღწერილობა
თუშეთისა და ფშავ ხევსურეთის ეროვნულ პარკებში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს თუშეთისა და ფშავ ხევსურეთის ეროვნული პარკების დამაკავშირებულ საფეხმავლო ბილიკზე (სოფელი ომალო - სოფელი დართლო - სოფელი გირევი - ადგილი ქვახიდი - უღელტეხილი აწუნთა - ხიდიტანის ქედი - სოფელი მუცო - სოფელი შატილი) ტურისტული მომსახურების გაწევა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, დამცავი ბაგირებისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა „ტექნიკური რეგლამენტის - „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის N475 დადგენილებისა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად და მართვის უფლების ვადით საფეხმავლო ბილიკის მოვლა-პატრონობა (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შენახვა და ტრანსპორტირება);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს დუშეთის რაიონში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ((უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი 71.65.78.672) 1000 კვ.მ (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) და ახმეტის რაიონში, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ((უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი 50.02.33.288) 1550 კვ.მ (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანზე გათვლილი 2 (ორი) საბანაკე ადგილის (თითო საბანაკე ადგილზე 20 (ოცი) საკარვე ადგილის) (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია არ შემოიფარგლებოდეს) ღამისთევის სერვისის შეთავაზებას, თითო საბანაკე ადგილზე 2 (ორი) სველ წერტილის, თითო საბანაკე ადგილზე 2 (ორი) მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობელის (ფანჩატური), საპიკნიკე მაგიდების, სამზარეულოს, ელ. ენერგიის გამომუშავებისათვის მზის პანელების განთავსებას) მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იქნას სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;

4. მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოწყობის შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის უფლებით მიმღები არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს მართვის უფლებით გამცემს გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

5. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა გადაცემულ ქონებაზე ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის 5%-ის ოდენობით (ბრუნვა - ტურისტული მომსახურების გაწევისას მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, დამატებით, გადაიხადოს 400 (ოთხასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით);

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 1 000 (ათასი) ლარით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 16 (თექვსმეტი) ლარი);

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1%-ის ოდენობით;

8. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლების გადაცემის ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) წელი.