>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი"-ს ავტობუსებზე გარე ფასადზე - არაუმეტეს 4482 კვ.მ-ის იჯარით გაცემა 30 წლის ვადით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 52666EYX67092720   
აუქციონის #: 52666
ლოტის #: 670927
რაოდენობა
4482 კვადრატული მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
05/08/2020 14:00 - 14/08/2020 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
572 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 4000000 e
ვაჭრობის ბიჯი: 100000 e
საგარანტიო თანხა: 1200000 e
ტელეფონი: 555524752
თვისებები
განმკარგავი: შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი
ქალაქიბათუმიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სულხან-საბა ორბელიანის 13რაოდენობა4482
გადახდის ბოლო ვადა19.10.2020შეფასების თანხა1451267
სარგებლობაში გადაცემის ვადა30 წელიზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი555524752
აღწერილობა
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი" აცხადებს ელექტრონული აუქციონის ფორმით ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემას მუნიციპალური ავტობუსების გარე ფასადზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე არაუმეტეს 4482,3მ2 და ასევე მუნიციპალური ავტობუსების დამატების შემთხვევაში დამატებით არაუმეტეს 672 კვ.მ-ზე  რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას, რაც მოიცავს ავტობუსების მარჯვენა, მარცხენა და უკანა საქარე მინებს, წინა საქარე მინის გარდა და ავტობუსის მთელ კონსტრუქციას. 
პირობა

შპსბათუმისავტოტრანსპორტისავტობუსებზერეკლამისგანთავსებისვადიანი, სასყიდლიანი უფლებისგადაცემისპირობები

1.    ელექტრონული აუქციონის ფორმით ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემის საგანია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ (შემდგომში - „უფლების გამცემი“) მუნიციპალური ავტობუსების გარე ფასადზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე საერთო ფართით არაუმეტეს 4482,3მ2 და ასევე მუნიციპალური ავტობუსების დამატების შემთხვევაში დამატებით არაუმეტეს 672 მ.2 . რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება (შემდგომში - „განთავსების უფლება“), რაც მოიცავს ავტობუსების მარჯვენა, მარცხენა და უკანა საქარე მინებსა, მთელ კონსტრუქციას, წინა საქარე მინის გარდა. 

2.   უფლების მიმღები  ურთერთშეთანხმების საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე უფლების გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის ან/და სოციალური რეკლამის ან/და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე უფლების გამცემის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემსს საერთო სარეკლამო ფართიდან, მსგავსი რეკლამის განთავსებისათვის საჭირო ფართს და უზრუნველყოფს მსგავსი რეკლამის განთავსებას.

3.    ამ სააუქციონო პირობებით გათვალისწინებული განთავსების უფლება გავრცელდება უფლების გამცემის მუნიციპალურ ავტობუსებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე - საერთო ფართით 4482.3 კვ.მ. და ასევე მუნიციპალური ავტობუსების დამატების შემთხვევაში დამატებით არაუმეტეს 672 მ.2    ამასთან, უფლების მიმღები თავად განსაზღვრავს რა პროპორციით აითვისებს აღნიშნული ოდენობის სარეკლამოფართს ავტობუსების გარე ფასადზე.

4.    განთავსების უფლების გადაცემის მოქმედების ვადაა 30 (ოცდაათი) წელი.

5.    განთავსების უფლების საწყისი საფასურიშეადგენს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარს,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისჩათვლით (შემდგომში -  „საფასური“).

6.    სავაჭრო ბიჯი შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს.

7.    ამ აუქციონის შედეგად დადგენილი საფასური გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 45 სამუშაო დღისა.

8.      აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულიაბე-ს სახით გადაიხადოს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, რომელიც უფლების მიმღებს ჩაეთვლება განთავსების უფლების საფასურში.

9.    უფლების გამცემი უფლებამოსილია დაიტოვოს ბე და არ დაუბრუნოს იგი აუქციონში გამარჯვებულს, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულიპირის მიზეზით არ გაფორმდა ხელშეკრულება  ან/და

ბ) ხელშეკრულება ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი უფლების გამცემის მიერ ამ პირობების 15.1.3. პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

10. უფლების მიმღებს უფლება აქვს,უფლების გამცემის თანხმობით გაასხვისოს რეკლამის განთავსებისექსკლუზიურიუფლებამხოლოდიგივე პერიოდით და იგივე შეზღუდვებისგათვალისწინებით, რომლებიც მოქმედებს მის მიმართ.

11. უფლების მიმღები უფლებამოსილია რეკლამისგანთავსების მიზნით საკუთარი ხარჯით დაამონტაჟს, შეცვალოს(გააუმჯობესოს) ან მოხსნას ავტობუსებზე რეკლამის განთავსების ადგილას არსებული შესაბამისი სარეკლამო საშუალება/კონსტრუქცია/მექანიზმი (ასეთი არსებობის ან საჭიროების შემთხვევაში)უფლებისგამცემის უფლებამოსილი სამსახურების/თანამშრომლების თანხმობით და მეთვალყურეობის ქვეშ.

12. უფლების მიმღებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალური ავტობუსებისმიმართ, მათი მწყობრიდან გამოსვლის თუ სხვა ტექნიკური მიზეზების გამოპერიოდულად საჭიროტექნიკური/სარემონტო მომსახურების სამუშაოების ჩატარება,რა დროსაც უფლების გამცემი ვალდებულია სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოს გონივრულვადაში, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავ­ლობაში სარეკლამო საშუალების მოცდენა, უფლების გამცემის ბრალის მიუხედავად, არ ნიშნავს უფლების გამცემის მი­ერ ხელშ­ე­კ­რულებით ნაკისრი რომელიმე ვა­ლდებულების დარღვევას და არ იწ­ვ­ევს იმ შედეგებს, რაც საქ­ა­რ­თ­ვ­ე­ლოს კანონმდებლობით ან წინამ­­ე­ბ­ა­რე ხელშეკრულებით გა­თ­ვ­ალისწინებულია;ასევე უფლების მიმღებისათვის ცნობილია, რომ  მუნიციპალური ავტობუსები ნაწილი მათი  ექსპლუატაციის გამო  დროთა განმავლობაში შესაძლებელია გამოვიდეს მწყობრიდან და უვარგისი გახდეს ექსპლუატაციისათვის,  რა დროსაც უფლების გამცემი უზრუნველყოფს მათი ჩანაცველება შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლით  გონივრულვადაში, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავ­ლობაში სარეკლამო საშუალების მოცდენა (რეკლემის განთავსებისათვის დადგენილი ფართის კლება), უფლების გამცემის ბრალის მიუხედავად, არ ნიშნავს უფლების გამცემის მი­ერ ხელშ­ე­კ­რულებით ნაკისრი რომელიმე ვა­ლდებულების დარღვევას და არ იწ­ვ­ევს იმ შედეგებს, რაც საქ­ა­რ­თ­ვ­ე­ლოს კანონმდებლობით ან წინამ­­ე­ბ­ა­რე ხელშეკრულებით გა­თ­ვ­ალისწინებულია;

13. უფლების გამცემი ვალდებულია, წინასწარი წერილობითი და/ან ზეპირი გაფრთხილებიდან 02 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს უფლების მიმღების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამის ადგილას, რეკლამის განთავსების/დემონტაჟის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

14. ავტობუსებზე განთავსებული სარეკლამო მასალის შინაარსს განსაზღვრავს უფლების მიმღები და იგი არ საჭიროებს უფლების გამცემთან შეთანხმებას. უფლების მიმღები თავად უზრუნველყოფს მის შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და ასევე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებარ­თ­ვის, ლიცენზიის ან თანხმობის მოპოვებას.

15. უფლების მიმღებსა და უფლების გამცემს შორის ამ სააუქციონო პირობების საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებაშეიძლებაშეწყდეს:

15.1 მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით. დაუშვებელია უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა უფლების გამცემის თანხმობის გარეშე, გა­რ­და ამ პუნქტის 15.1.4. ქვეპუნქტით გათვალის­წინებული შემთხვევისა;

15.1.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღ­ვე­ვის შედეგად ამ პუნქტის 15.1.3. და 15.1.4. პუნქტების შესაბამისად;  

15.1.3. უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოი­შა­ლოს (შეწყდეს):  

15.1.3.1. თუკი უფლების მიმღები მიზნობრივად არ იყენებს რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას;

15.1.3.2. თუკი რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლების გამოყენებით ირ­ღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

15.1.3.3. უფლების მიმღები უფლების გამცემის გაფრთხილების მიუხე­და­ვად, არ აღმოფღვრის დარღვევას და  ასევე  მნიშვნელოვნად აზიანებს ქონებას ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ სა­ში­შ­რო­ებას;

15.1.3.4. უფლების მიმღების მიერ სახელშეკრულებო საზღაურის დადგენილ ვადაში გადაუხდე­ლობის შემთხვევაში;

15.1.3.5. უფლების მიმღები პირის მიერ გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში;

15.1.3.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

15.1.4. უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვა­და­მდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):

15.1.4.1. არ მოხდა უფლების გამცემის მიერ უფლების მიმღები პირისათვის უფ­ლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემა და უფლების გამცემი ვერ შესძლებს ამ ნაკლის გამოსწორებას გო­ნი­ვ­რულ ვადაში;

15.2. სახელშეკრულებო  ვადის გასვლის გამო.

16.   მხარეთაპასუხისმგებლობახელშეკრულებისპირობებისშეუსრულებლობისათვის:

   16.1. ნებისმიერისახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას, მიუხედავად იმისა შეწყდა თუ არა ხელშეკრულება, უფლების მიმღებს უფლების გამცემის  სასარ­გებ­ლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

16.2. ხელშეკრულების უფლების მიმღების ბრალით შეწყვეტისას, უფლების მიმღებს, 16.1 პუნქტით გათვალისწინებული პირ­გა­სა­მტეხლოს გარდა, უფლების გამცემის სასარგებლოდ ასევე პირგასამტეხლოს სახით დამა­ტე­ბით დაეკისრება, მთლიანი სახელშეკრულებო საზღაურის 5%-ის გა­დახდა.  

17. მხარეები გამოყოფენ უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომელიც უზრუნველყოფენ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულებას/კონტროლს.

18.  თუ უფლების გამცემის ავტობუსებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე, აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, უფლების გამცემის მიერ მესამე პირ(ებ)თან გაფორმებულია რეკლამის განთავსებისმომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, ხელშეკრულების გაფორმებით უფლების მიმ­ღები ხდება უფლების გამცემის უფლებამონაცვლე და მასგადაეცემა აღნიშნული ხელშეკ­რულე­ბებით უფლების გამცემის მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობები, ამასთან, ფინანსური მოთხოვნები გადაეცემა მხოლოდ დარჩენილი პერიოდისპროპორციულადხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 დღის ვადაში.

19. უფლების   მიმღები   ვალდებულია   დაიცვას   შპს   „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური, სახანძრო   უსაფრთხოებისა   და   ექსპლუატაციის   წესები.   ამას­თან,   უფლების მიმღებმა რეკლამის განთავსებისას, ასევე მისი გავრცელების მთელი პერიოდის გან­მავ­­ლობაში უნდა უზრუნველყოს ქონებით იმგვარი სარგებლობა, რომელიც არ გამოიწვევს უფლების გამცემის ქონების დაზიანებას, სანიტარულ-ჰიგიენური, სახანძრო    უსაფრთხოების, საწარმოს ტექ­ნიკური უსაფრთხოების ნორმების, უფლების გამცემის და უფლების გამცემის ქონებით კანონიერი უფ­ლების მიმღები პირის უფლებების და კანონიერი ინტერსების დარღვევას.

20. უფლების გამცემი პასუხს არ აგებს მესამე პირის მიერ უფლების მიმღებისათვის მიყენებულ ზიანზე, მათ შორის, რეკლამის ან/და რეკლამის გავრცელების საშუალებების დაზიანების შემთხვევაში.

21. მხარეებს შორის აუქციონის შედეგების შესაბამისად დადებული ხელშეკრულება სააუქციონოპირობებთან ერთად შეიძლება შეიცავდეს დამატებით დებულებებს, რომელიც არ გამოიწვევსუფლებისგამცემის და უფლებისმიმღების წინამდებარე პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალის­წინებული მდგომარეობის გაუარესებას(ვალდებულებების გაზრდას და/ან დამძიმებას).

22. უფლების მიმღები ვალდებულია წინასწარ, 2 (ორი) სამუშაო დღით ადრეწერილობითდა/ან ზეპირადაცნობოს უფლების გამცემს ობიექტზე რეკლამის განთავსების თაობაზე, რათა უფლების გამცემმა უზრუნველყოს უფლების მიმღების უფლებამოსილი პირის მიერ რეკლამის განთავსება და რეკლამის განთავსების პროცესის მეთვალყურეობა უფლების გამცემის უფლებამოსილი თანამშრომლის მეშვეობით.

23. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაშშეწყვეტისას უფლების მიმღებს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება.

24. თუ რეკლამის გავრცელების შედეგად დაზიანდა ქონება/უფლების   გამცემის მოძრავი ქონება, ან რეკლამის დემონტაჟმა გამოიწვია მისი ვიზუალის დარღვევა, უფლების მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მათ შორის ავტობუსის საღებავის საფარის აღდგენა).

25. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების სახით, რომელსაც ექნება იგივე იურიდიული ძალა რაც წინამდებარე ხელშეკრულებას.

26. მხარეებს შორის სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი კომუნიკაცია წარიმართებაწერილობითი ფორმით, მატერიალური ან ელექტრონული სახით (ელ-ფოსტითან შეტყობინების სხვა ტექნიკური საშუალებით), სახელმწიფოენაზე. ამასთან, მატერიალური წერილობითი შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს საფოსტოგზავნილით, უშუალო გადაცემით და ტექნიკური საშუალებებით (ელექტრონული ფოსტა, ფაქსი დასხვ.).ეს პუნქტი ვრცელდება მხარეთა შორის კომუნიკაციის ამ საუქციონო პირობებით გათვალისწინებულ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის წერილობით ფორმას.

27. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. ურთიერთმოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები დავის გადაჭრის მიზნით მიმართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

 

 

 



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.