>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ.

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 599BG121   
აუქციონის #: 599
ლოტის #: 1
რაოდენობა
1
დაწყება/დასრულება
5/7/2021 17:0 - 4/8/2021 17:0
ნახვა:
1156 ჯერ
საწყისი ფასი: 11078188.0000 e
ვაჭრობის ბიჯი: 553910.0000 e
საგარანტიო თანხა: 1107820.0000 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 07.08.2021
ტელეფონი: 971-322378299
თვისებები
განმკარგავი: ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)-, ––––––––––––––––––––––––––––––ბრძანების ნომერიქ.თბილისის მუნიციპალიტეტი
ტელეფონის ნომერი971-322378299ბუნებრივი გაზი
წყალი და კანალიზაციამიწის ფართობი(მ²)1
რაოდენობა1საკადასტრო კოდი-
Rs რუკის მხარდაჭერასაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.08.2021 16:58:00
მოკლე ინფორმაცია აუქციონის შესახებ (აუქციონის შესახებ სრული ინფორმაცია იხ. თანდართულ პირობებში. ამ ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციასა და აუქციონის პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში,  უპირატესობა ენიჭება აუქციონის პირობებს):

ქონების ტიპი:    არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

ქონება:      ნებართვა

§  აუქციონი ითვალისწინებს გამარჯვებული პირისათვის გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური ნებართვის გადაცემას 15 წლის ვადით, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე, აუქციონის პირობების დანართი №1-ში მოცემულ ადგილებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პარამეტრების გარე რეკლამების განთავსების მიზნით (შემდგომში - „არსებული ობიექტები“).  (იხ. თანდართული აუქციონის პირობები);
§  აუქციონის სრული საფასური გადახდილ უნდა იქნას ერთჯერადი, წინასწარი გადახდის გზით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ;
§  გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის მცირე საშუალებები აუქციონის პირობებში მითითებული ოდენობებითა და წესით;
§  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულ პირს სურს, ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე  მოიპოვოს გარე რეკლამის განთავსების უფლება არსებული ობიექტებისგან განსხვავებულ (დამატებით) ადგილებზე ან/და მეტ ფართობზე, ასევე, მცირე საშუალებების აუქციონი პირობებით განსაზღვრულზე მეტ რაოდენობაზე (შემდგომში - „ახალი ობიექტები“), ახალი ობიექტის განთავსების ნებართვის მოპოვების სანაცვლოდ, მან მუნიციპალიტეტს დამატებით უნდა გადაუხადოს ამგვარი ცვლილებით გამოწვეული გაუმჯობესების შესაბამისი საბაზრო ღირებულება;
§  აუქციონის პირობების დანართი N3-ში მითითებული ობიექტები განკუთვნილია ზე და ასევე, სხვა ნებისმიერ ადგილზე, საკუთარი შეხედულებისამებრ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, შეუზღუდავად განათავსოს ნებისმიერი სახის სარეკლამო ინფრასტრუქტურა და გაავრცელოს მასზე ისეთი სახის რეკლამა, რომელიც ემსახურება საზოგადოების (მისი ნაწილის) ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე. გამარჯვებული პირი ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მუდმივად უზრუნველყოს  პირობების დანართი N3-ში მითითებულ ადგილებზე ამავე დანართში მოცემული პარამეტრების სარეკლამო ინფრასტრუქტურის განთავსება, ასევე, მათი მოვლა-პატრონობა, რემონტი/განახლება (საჭიროებისამებრ), მათი თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ი) მიერ მიწოდებული გარე რეკლამის გავრცელება და ამ მიზნით, სხვა შესაბამისი სამუშაოების გაწევა/ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი ხარჯებით;
§  აუქციონის სრული საფასურის (ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულებით დადგენილ ან/და ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში გადახდის დღიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუადრეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა) გაიცემა სანებართვო მოწმობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებები და სააგენტოს ბრძანება იხილეთ აქ:
აუქციონის პირობები:
აუქციონის პირობები იხილეთ აქ
დანართი N1 - არსებული ობიექტები; იხილეთ აქ
დანართი N2 - არსებული ობიექტისა და დანართი N3-ით გათვალისწინებული ობიექტების ელექტრონული რუკა (ბმული); იხილეთ აქ
დანართი N3 - მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი გარე რეკლამის ობიექტები;იხილეთ აქ
დანართი N4 - საბანკო გარანტიის ფორმა. იხილეთ აქ
აუქციონის პირობების 2.11 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:
აღწერილობა
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
პირობა
1.სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური აუქციონში გამარჯვებული პირისთვის შეადგენს 0 ლარს;
2.აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა (წარმოდგენილი აუქციონატორის მიერ) და აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
3. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების, შესაბამისი ხელშეკრულების დადების (ხელმოწერის), აუქციონის სრული საფასურის გადახდის (მათ შორის, საფასურის  სრულად/ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა გადაიხადოს ბე, არანაკლებ, 1 107 820 (ერთი მილიონ ასშვიდი ათას რვაას ოცი) ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მითითებული ვადის გასვლიდან ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 წუთისა, ბეს გადახდა აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია მხოლოდ ბილინგის სისტემით ან  ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე, არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, აუქციონის მსურველმა პირმა წერილობითი ფორმით (მისამართზე: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ., N7, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო) უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია , არანაკლებ, 1 107 820 (ერთი მილიონ ასშვიდი ათას რვაას ოცი) ლარის ოდენობით (არსებითად აუქციონის პირობების დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმით);
4.აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გადახდილ უნდა იქნას ზემოაღნიშნული ბე ან წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი საბანკო გარანტია. განსაზღვრულ ვადაში ბეს გადაუხდელობის ან/და საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პირი არ დაიშვება აუქციონზე. 
5.ბეს ბილინგ სისტემით გადახდა: ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ვებგვერდზე განთავსებული ინვოისის შესაბამისად ხორციელდება სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში თანხის ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).