>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შუახევის სატყეო ადმინისტრაცია, შუახევის სატყეოს კვარტალი N6, 120 კვ.მ ფართობის, (ს/კ № 24.11.31.009) ტყით სპეციალური სარგებლობისათვის (იჯარა) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ელექტრონული აუქციონის ფორმით 20 (ოცი) წლის ვადით გაცემის შესახებ

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 40733DJU72458221   
აუქციონის #: 40733
ლოტის #: 724582
საქმის ნომერი
01-43/03
რაოდენობა
120 კვადრატული მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
22/07/2021 12:00 - 02/08/2021 14:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
191 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 118 e
ვაჭრობის ბიჯი: 20 e
საგარანტიო თანხა: 24 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 03.10.2021
ტელეფონი: 571101836
თვისებები
განმკარგავი: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
ქვეყანასაქართველოქალაქიშუახევი
რაოდენობა120ქუჩა(დასახელება/ნომერი)შუახევის სატყეო ადმინისტრაცია, შუახევის სატყეოს კვარტალი N6
საქმის ნომერი01-43/03ბრძანების ნომერი79
ტელეფონის ნომერი571101836გადახდის ბოლო ვადა01.09.2021
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60შეფასების თანხა118
სარგებლობაში გადაცემის ვადა20 წელიზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
აღწერილობა
აღწერილობა

          საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის  შესახებ N221 დადგენილების მე-9, მე-12 , 33-36-ე, 79-ე, 82-88-ე მუხლების  საფუძველზე, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფართობის, მდებარე: აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფართობის, მდებარე:შუახევის სატყეო ადმინისტრაცია, შუახევის სატყეოს კვარტალი N6-ში,ლიტერ 42-ში მდებარე 120 კვ.მ. ფართობი (საკადასტო კოდი:№24.11.31.009)გაიცეს ელექტრონული აუქციონის ფორმით 20 (ოცი)წლის ვადით,, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის (იჯარა).                          

          საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის  შესახებ N221 დადგენილებისა და  სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის N79 ბრძანების შესაბამისად::

1.       ტყითმოსარგებლეს უფლება ეძლევა დასვენების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და სხვა მსგავსი მიზნებისთვის ტყის ფართობი გამოიყენოს აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტებისა და დამხმარე სათავსების აშენებისათვის, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟებით, სასეირნო ბილიკებისა და გადასახედების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის.

2.     ტყითმოსარგებლე ვალდებულია, აუქციონის გამარჯვებიდან ერთი წლის ვადაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში წარმოადგინოს  ტერიტორიის განვითარების კონკრეტული გეგმა-გრაფიკი, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხეების დაზიანება, შენარჩუნებული უნდა იქნეს ბუნებრივი ლანდშაფტი, ცხოველთა და მცენარეული სამყაროს ობიექტები, ზედაპირული წყლის ობიექტები;

3.         ტყითმოსარგებლემ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ;

4.       სსიპაჭარისსატყეოსააგენტოსთან შეთანხმებით რეკრეაციული        ტყითსარგებლობის მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრის უფლების მინიჭება არაუმეტეს 1 ჰექტარზე 40 3 ოდენობით;

5.       დაუშვებელია რეკრეაციული მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმა-გრაფიკის სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას;

6.       ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, პროექტის დასრულების შედეგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა სამართავად გადაეცეს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს;

          საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №357036 კორესპონდენციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოქცეულიასახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში.

          შუახევის სატყეო ადმინისტრაციის მიერ შესწავლილია აღნიშნული ფართობი და 16.10.2019. №13/236 კორესპონდენციით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად ადგილზე არ გხვდება ხე-მცენარეები და ტურისტული კოტეჯის მოწყობა არ საჭიროებს ხე-ტყის ჭრას, ასევე ადმინისტრაცია არაა წინააღმდეგი ზემო აღნიშნული ტერიტორიის 20  (ოცი) წლის ვადით სარგებლობის უფლების უფლების მინიჭებაზე.

          სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო 2020 წლის 28 იანვრის №5/5508 კორესპონდენციის შესაბამისად, არ არის წინააღმდეგი შუახევის სატყეო ადმინისტრაციის, შუახევის სატყეოს კვარტალი №6-ის ლიტერ 42-ში მდებარე 120 კვ.. მიწის ნაკვეთზე (/ №24.11.31.009) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წერილში დასმული საკითხი განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

            საფუძველი: მოქალაქე ილია თურმანიძე (პ/ნ 61002003310) 08.10.2019 წ; N1771/09 და 30.01.2020წ. N154/09 განცხადებები; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის  28 იანვრის  N5/5508  წერილი; სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის უფროსის N78-09 მოხსენებითი ბარათი (31.01.2020წ).სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  2020 წლის 20 ივლისის  წერილით გამოგზავნილი N004154620 დასკვნა; სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2021 წლის 14 ივლისის N79 ბრძანება.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

შუახევის სატყეო ადმინისტრაცია, შუახევის სატყეოს კვარტალი N6-ში, ლიტერ 42-ში მდებარე 120 კვ.მ. ფართობი (საკადასტო კოდი: №24.11.31.009 გაიცეს ელექტრონული აუქციონის ფორმით 20 (ოცი) წლის ვადით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:  ბათუმიფრიდონ ხალვაშის გამზირი N 51 სსიპ"აჭარის სატყეო სააგენტო"

საკონტაქტო ტელეფონი

თემურ ბოლქვაძე - 571 101836

პირობა

         ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოო დაფიქსირებული თანხა წარმოადგენს ერთი წლის იჯარის თანხას.

         აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება პირი, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

          ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი ბე განისაზღვროს 24 (ოცდაოთხი ) ლარის ოდენობით;

          ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

          თუ აუქციონის ჩატარების ინიციატორი დაინტერესებული პირი ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას აუქციონში გამარჯვებულისაგან აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში

აუნაზღაურდება აუქციონის გამოცხადებისათვის (აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის) საჭირო, მის მიერ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების შექმნისათვის გაწეული ხარჯი (ამ შემთხვევაში ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება).

          ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (მიმღები: ხაზინის

ერთიანი ანგარიშის N740397019 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდიTRESGE22) უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა (ბე-ს გამოკლებით), რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს;

       აუქციონზე დასახელებული საბოლოო/შეთავაზებული ფასის (ბე-ს გამოკლებით), გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში

გამარჯვებულთან ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება;

           ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლებისბვტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებულიბსაბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე

ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში;

          ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;

          ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პრინციპები, წინამდებარე წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების პრინციპები ასევე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის წესებსა და პრინციპებს;

           თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში. 

       ელექტრონულ აუქციონშიგამარჯვებულიპირი, შემდგომში,,ტყითმოსარგებლევალდებულია:

) გამოიყენოს ქონება მხოლოდ სპეციალური მიზნით, რეკრეაციული დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის.

)  ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი კალენდარული) დღის ვადაში  შუახევის სატყეო ადმინისტრაციასთან გააფორმოს მითითებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტი.

) ტყითსარგებლობა განახორციელოს მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა დაბიოწარმოების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. ასევე, იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.

) ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე აღნიშნული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.

)  უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, არ გადასცეს ქონება სხვა პირს

) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, გამართულ მდგომარეობაში ქონდეს ხანძართან ბრძოლის პირველადი საშუალებები, ხოლო ხანძრის შემთხვევაში მიიღოს ყველა ზომა მის სალიკვიდაციოდ.

) თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებულ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს.

) ქონება არ გამოიყენოს ისეთი მიზნებისათვის, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.

) სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე.

) ტყითსარგებლობისას, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის უკონტროლო და სააგენტოსთან შეუთანხმებელი, უნებართვო მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების  თვითნებური აღდგენა და .).

) აანაზღაუროს თავისი არამართლზომიერი, ბრალეული ქმედებით ქონებაზე მიყენებული ზიანი.

) სამუშაოების წარმოებისას, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია,  იმოქმედოსკულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტყითმოსარგებლეს  უფლება არ აქვს: განკარგოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს ქონება.

ო) საქმიანობა აწარმოოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის  შესახებ N221 დადგენილების   მოთხოვნების დაცვით.

              სააგენტოუფლებამოსილია:

) აღკვეთოს ტყითმოსარგებლის ყველა არამართლზომიერი, ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო ქმედება.

)  მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ხელშეკრულების პირობების დაცვა.

) უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს სატყეო ტერიტორიიდან ტყითმოსარგებლის კუთვნილი ქონების დემონტაჟი-გატანა, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ  ტყითმოსარგებლე არაჯეროვნად ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს ან/და უხეშად და ბრალეულად არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან/და განზრახ, დაუდევრობით ან გულგრილობით აზიანებს გადაცემულ ქონებას, ან ქმნის  ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ასევე ბრალეულად არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი


 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები

გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)


წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.