>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქი გორი, სტალინის ქ.N15 (შპს ,,საქართველოს ფოსტის" შენობა-ნაგებობის ეზოში)

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 12345BU134021   
აუქციონის #: 12345
ლოტის #: 1340
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
20/07/2021 16:00 - 04/08/2021 16:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
322 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 665 e
ვაჭრობის ბიჯი: 50.00 e
საგარანტიო თანხა: 800 e
ტელეფონი: 2 649 649 (156)
თვისებები
განმკარგავი: ,,საქართველოს ფოსტა”
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიგორიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქუჩა(დასახელება/ნომერი)სტალინის ქ. N15
მიწის ფართობი(მ²)10საკადასტრო კოდი66.45.18.145
Rs რუკის მხარდაჭერაგადახდის ბოლო ვადა20.09.2021
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელიტელეფონის ნომერი2 649 649 (156)
აღწერილობა
აღწერილობა

იჯარით გასაცემ ფართზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს ყოველთვიურ (თვის)  იჯარის თანხას.  აუქციონში გამარჯვებულს,  გადახდილი  საგარანტიო თანხა (,,ბე“) თანხა ეთვლება საიჯარო ქირაში, რომელიც გათვალისწინებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის (ან ვადაზე ადრე შეწყვეტის) პერიოდში, ბოლო თვეების შესაბამისად.

მოკლე აღწერილობა
ფართი განთავსებული შპს ,,საქართველოს ფოსტის" საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის (ადმ. შენობის) ეზოში
პირობა
ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების  შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011 წლის  №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული პირობებით.
ელექტრონული აუქციონში გამარჯვებული  საიჯარო  ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს  შპს  ,,საქართველოს ფოსტის“ ქონების  მართვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, ვაგზლის მ. N2, მე-3 სართ. ოთახი N328) და  წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინდ. მეწარმის შემთხვევაში -  დამატებით - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
• იურიდიული პირის შემთხვევაში -  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი წარმოდგენილია სხვა პირის მიერ. 
დამატებითი პირობები:
•ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.
•იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დასაშვები იქნება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ან  მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების საწარმოოს კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ ხელშეკრილების შეწყვეტის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძველით შეწყვეტის ვადა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში.
• ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე არ ეწეოდეს იჯარით აღებულ ფართში იმავე საქმიანობას რასაც ახორციელებს მეიჯარე. 
•  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია  იჯარასთან დაკავშირებით წარმოშობილი უფლება ვალდებულებები  დაარეგისტრიროს საჯარო  რეესტრში, თავისი ხარჯებით.
• ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მის მიერ იჯარით აღებული ფართის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი შეათანხმოს შპს ,,საქართველოს ფოსტასთან".-
• ყოველთვიურ  საიჯარო თანხას გამარჯვებული პრეტენდენტი გადაიხდის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში  შპს ”საქართველოს ფოსტის“  მითითებულ ანგარიშზე.
• აუქციონში გამარჯვებულს აუქციონში გადახდილი ,,ბე“-ს თანხა ეთვლება საიჯარო ქირაში, რომელიც გათვალისწინებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის (ან ვადაზე ადრე შეწყვეტის) პერიოდში, ბოლო თვეების შესაბამისად.
•აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ხელშეკრულებაზე  ხელის  მოწერაზე  უარი  განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ანგარიშზე და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
 •საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
• საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს /ქონების გასხვისებამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები). 
• ქონების მესაკუთრე იტოვებს უფლებას საიჯარო ქირის ყოველწლიური გადახედვის შესახებ.


ინფორმაცია გადახდის პროცესების შესახებ

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.  


ელექტრონული აუქციონების სისტემა ,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:
1. ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი);
2. საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი;
3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი;
5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი;


1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)
ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ნებისმიერ ფილიალაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.
 გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირისდასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).
საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულაუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდაგანხორციელებული:
• აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარანტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

• აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.
სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულიაგადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოსგანცხადებით განმკარგავ ორგანიზაციას.

2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა.ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია : თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვა ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.
საკრედიტო ბარათით გადახდის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებსგადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნებამის ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
•  გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.
•  დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმხარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიცდადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
აღნიშნული საკომისიო  მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხისგანბლოკვის საკომისიო.

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი
ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულისმეშვეობით.
eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს   eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
eMoney გადახდის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილიიქნება მის eMoney ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
•  მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება  გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•  მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებსთანხების დაბრუნებას)
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერდადგენილი ტარიფების შესაბამისად.
 
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი
ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვისსისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოსმომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 10:00-19:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა). 
გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვისდანიშნულებაში.
მას შემდეგ რაც  დასრულდება აუქციონი:
• აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარანტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

• აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები
გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი
ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკოგარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას,გადადის აჭერს ღილაკს –"აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგისტრაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაცმომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.
მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:
•  გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავიორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•  დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

ელექტრონული    აუქციონის ჩატარების პირობები იხილეთ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011 წლის  №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.” მე-3 მუხლი. 
იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1206501