>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: 1) შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს" მფლობელობაში არსებული M3 კატეგორია, 10,80 მეტრი სიგრძის დიზელზე მომუშავე დაბალიატაკიანი, მარკა: OTOKAR, მოდელი: KENT C 40 ერთეულ ავტობუსებზე გარე ფასადზე - საერთო ჯამში არაუმეტეს 952,8 კვ.მ-ის იჯარით გაცემა 4 წლის ვადით.

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 109208PSU72650821   
აუქციონის #: 109208
ლოტის #: 726508
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
30/07/2021 14:00 - 09/08/2021 15:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
155 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 303895.50 e
ვაჭრობის ბიჯი: 6150 e
საგარანტიო თანხა: 30400 e
ტელეფონი: 577931350
თვისებები
განმკარგავი: შპს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო
ქალაქირუსთავიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გაგრინის #18გადახდის ბოლო ვადა08.09.2021
შეფასების თანხა405194სარგებლობაში გადაცემის ვადა4 წელი
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი577931350
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო" აცხადებს ელექტრონული აუქციონის ფორმით ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემას შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს" მფლობელობაში არსებული M3 კატეგორია, 10,80 მეტრი სიგრძის დიზელზე მომუშავე დაბალიატაკიანი, მარკა: OTOKAR, მოდელი: KENT C 40 ერთეულ ავტობუსებზე გარე ფასადზე - საერთო ჯამში არაუმეტეს 952,80 კვ.-ის იჯარით გაცემა 4 წლის ვადით.

პირობა

შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო"ავტობუსებზე რეკლამის განთავსების ვადიანი,სასყიდლიანი უფლების გადაცემის პირობები

1.   ელექტრონული აუქციონის ფორმით ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემის საგანია:

1.1.    შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო" (შემდგომში „უფლების გამცემი“) მფლობელობაში არსებული M3 კატეგორია, 10,80 მეტრი სიგრძის დიზელზე მომუშავე დაბალიატაკიანი, მარკა: OTOKAR, მოდელი: KENT C 40 ერთეულ ავტობუსებზე გარე ფასადზე - საერთო ჯამში არაუმეტეს 952,80 კვ.-ის იჯარით გაცემა 4 წლის ვადით;

1.2.   რაც მოიცავს წინა საქარე მინის, მძღოლის კაბინის გვერდითი მინებისდა წინა კარების გარდა ავტობუსების მარჯვენა, მარცხენა და უკანა საქარე მინებს და ავტობუსის ძარაზე გვერდებიდან და უკან განთავსებულ სარეკლამო ადგილებს.

2.        უფლების მიმღები რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე უფლების გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის ან/და სოციალური რეკლამის ან/ა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის

სევე  უფლების  გამცემის  საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემსს საერთო სარეკლამო ფართიდან, მსგავსი რეკლამის განთავსებისათვის საჭირო ფართს და უზრუნველყოფს მსგავსი რეკლამის განთავსებას.

3.       ამ  სააუქციონო  პირობებით  გათვალისწინებული  განთავსების  უფლება  გავრცელდება უფლების გამცემი მფლობელობაში არსებული 1) M3 კატეგორია, 10,80 მეტრი სიგრძის დიზელზე მომუშავე დაბალიატაკიანი, მარკა: OTOKAR, მოდელი: KENT C 40 ერთეულ ავტობუსებზე გარე ფასადზე - საერთო ჯამში არაუმეტეს 952,8 კვ.მ . ამასთან, უფლების მიმღები   თავად   განსაზღვრავს   რა   პროპორციით   აითვისებს   აღნიშნული   ოდენობის   სარეკლამ ფართს.

4.    განთავსების უფლების გადაცემის მოქმედების ვადაა 4 (ოთხი) წელი.

5.    განთავსების უფლების საწყისი საფასური შეადგენს 303 895 (სამას სამი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი)  ლარს და 50 თეთრს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები ჩათვლით  (შემდგომში  - საფასური). 40 ერთეული ავტობუსის 952.80 კვ. სარეკლამო სივრცის სარგებლობის უფლების (იჯარა) 4 წლით გადაცემის საწყისი სააუქციონე ღირებულება შეადგენს 303 895 (სამას სამი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს და 50 თეთრს დღგ-ის ჩათვლით.

6.    სავაჭრო ბიჯი შეადგენს 6150 (ექვსი ათასს ასორმოცდაათი) ლარს.

7.    ამ აუქციონის შედეგად დადგენილი საფასური გადახდილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

8.         აუქციონში  მონაწილეობის  მსურველი  ვალდებულიბე- სახით  გადაიხადოს 30400 (ოცდაათი ათასს ოთხასი) ლარი, რომელიც უფლების მიმღებს ჩაეთვლება განთავსების უფლების საფასურშ.

9.    უფლების გამცემი უფლებამოსილია დაიტოვოს ბე და არ დაუბრუნოს იგი აუქციონში გამარჯვებულს, თუ:

) აუქციონში გამარჯვებულ პირის მიზეზით არ გაფორმდა ხელშეკრულება  ან/და

) ხელშეკრულება  ცალმხრივად  იქნა  შეწყვეტილი  უფლების  გამცემის  მიერ  ამ  პირობების 15.2. პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

10.   უფლების   მიმღებს   უფლება   აქვ უფლების   გამცემის   თანხმობით   გაასხვისოს   რეკლამის   განთავსების ექსკლუზიური   უფლება მხოლოდ იგივე   პერიოდით   და   იგივე   შეზღუდვები გათვალისწინებით,  რომლებიც მოქმედებს მის მიმართ.

11. უფლების მიმღები უფლებამოსილია რეკლამის განთავსების მიზნით საკუთარი ხარჯით დაამონტაოს (დაანსტალიროს), შეცვალოს (გააუმჯობესოს) ან  მოხსნას  ავტობუსებზე   რეკლამის  განთავსების ადგილას არსებული შესაბამისი სარეკლამო საშუალება / კონსტრუქცია / მექანიზმი / პროგრამა (ასეთი არსებობის ან საჭიროების შემთხვევაში) უფლების გამცემის უფლებამოსილი სამსახურების/თანამშრომლების თანხმობით და მეთვალყურეობის ქვეშ.

12. უფლების მიმღებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალური ავტობუსების , მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ( ავტობუსები საწარმოს ტერიტორიაზე მორიგეობს და იცვლებიან როტაციის პრინციპით ყოველ დღე), მწყობრიდან გამოსვლის თუ სხვა ტექნიკური მიზეზების გამ პერიოდულად საჭირო არის ტექნიკური / სარემონტო მომსახურების სამუშაოების ჩატარება, რა დროსაც უფლების გამცემი ვალდებულია სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოს გონივრუ ვადაში, ხოლო  აღნიშნული  პერიოდის  განმავლობაში  სარეკლამო  საშუალების  მოცდენა, უფლების  გამცემის  ბრალის მიუხედავად,  არ  ნიშნავს  უფლების  გამცემის  მიერ  ხელშეკრულებით  ნაკისრი  რომელიმე  ვალდებულების დარღვევას და არ იწვევს იმ შედეგებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით ან წინამებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია. ასევე, უფლების მიმღებისათვის ცნობილია, რომ  მუნიციპალური ავტობუსები ნაწილი მათი ექსპლუატაციის  გამო დროთა განმავლობაში შესაძლებელია  გამოვიდეს მწყობრიდან  და  უვარგისი გახდეს ექსპლუატაციისათვის, რა დროსაც  უფლების გამცემი უზრუნველყოფს   მათ    ჩანაცველება    შესაბამისი საკანონმდებლო  პროცედურების  გავლით გონივრულ ვადაში, ხოლო  აღნიშნული  პერიოდის  განმავლობაში სარეკლამო   საშუალების   მოცდენა  (რეკლემის   განთავსებისათვის   დადგენილი   ფართის   კლება), უფლების გამცემის ბრალის მიუხედავად, არ ნიშნავს უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების  დარღვევას  და  არ  იწვევს  იმ  შედეგებს, რაც  საქართველოს  კანონმდებლობით  ან  წინამებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია;

13. უფლების გამცემი ვალდებულია, წინასწარი წერილობითი და/ან ზეპირი გაფრთხილებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს უფლების მიმღების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამის ადგილას, რეკლამის განთავსების/დემონტაჟის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

14. ავტობუსებზე განსათავსებელი სარეკლამო მასალის შინაარსი და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონს „რეკლამის შესახებ“, რომლის შესაბამისობას თავად უზრუნველყოფს უფლების მიმღები. ასევე, ეს უკანასკნელი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის, ლიცენზიის ან თანხმობის მოპოვებას.

15.  უფლების  მიმღებსა  და  უფლების  გამცემს  შორის  ამ  სააუქციონო  პირობების  საფუძველზე  გაფორმებულ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

15.1. მხარეთა  ორმხრივი  შეთანხმებით - დაუშვებელია  უფლების  მიმღების  მიერ  ხელშეკრულების  შეწყვეტა უფლების გამცემის თანხმობის გარეშე, გარდა ამ პუნქტის 15.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

15.2. უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):

15.2.1. თუკი უფლების მიმღები მიზნობრივად არ იყენებს რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას;

15.2.2. თუკი   რეკლამის   განთავსების   ექსკლუზიურ   უფლების   გამოყენებით   ირღვევა   საქართველოს კანონმდებლობა;

15.2.3. უფლების მიმღები უფლების გამცემის გაფრთხილების მიუხედავად, არ აღმოფღვრის დარღვევას და ასევე  მნიშვნელოვნად აზიანებს ქონებას ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;

15.2.4. უფლების  მიმღების  მიერ  სახელშეკრულებო  საზღაურის  დადგენილ  ვადაში   გადაუხდელობის შემთხვევაში;

15.2.5. უფლების   მიმღები   პირის   მიერ   გაფრთხილების   მიუხედავად   ხელშეკრულების   პირობების შეუსრულებლობის    განმეორებით    გამოვლენის    შემთხვევაში    და/ან    დაწესებულ    ვადაში    პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში;

15.2.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

15.3. უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):

15.3.1. არ მოხდა უფლების გამცემის მიერ უფლების მიმღები პირისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემა და უფლების გამცემი ვერ შესძლებს ამ ნაკლის გამოსწორებას გონივრულ ვადაში;

15.4. სახელშეკრულებო  ვადის გასვლის გამო.

16.   მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულები პირობების შეუსრულებლობისათვის:

16.1.   ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას, მიუხედავად იმისა, ძალაშია თუ არა ხელშეკრულება, უფლების  მიმღებს  უფლების გამცემის სასარგებლოდ დაეკისრება     პირგასამტეხლო ყოველდღიურად 10(თი) ლარის ოდენობით;

16.2.  უფლების მიმღების მხრიდან არამართლზომიერად ხელშეკრულების შეწყვეტისას,  უფლების   მიმღებს, გარდა პირგასამტეხლოსი, უფლების გამცემის მიმართ დაეკისრება მთლიანი სახელშეკრულებო საზღაურის 5%-ის გადახდა.

17. მხარეები  გამოყოფენ  უფლებამოსილ  თანამშრომლებს, რომელიც  უზრუნველყოფენ  წინამდებარე  პირობებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულებას/კონტროლს.

18.   თუ უფლების გამცემის ავტობუსებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზ, აუქციონში  გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, უფლების   გამცემის   მიერ   მესამე   პირ(ებ)თან   გაფორმებულია   რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, ხელშეკრულების გაფორმებით უფლების მიმღები ხდება უფლების  გამცემის  უფლებამონაცვლე  და  მა გადაეცემა  აღნიშნული  ხელშეკრულებებით  უფლების  გამცემის მიერ  ნაკისრი  უფლებ-მოვალეობები,  ამასთან, ფინანსური მოთხოვნები გადაეცემა მხოლოდ დარჩენილი პერიოდის პროპორციულა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 დღის ვადაში.

19. უფლების   მიმღები   ვალდებულია   დაიცვას შპს "რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო " მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური, სახანძრო      უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები. ამასთან, უფლების მიმღებმა რეკლამის განთავსებისას, ასევე მისი გავრცელების მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქონებით იმგვარი სარგებლობა, რომელიც არ გამოიწვევს უფლების გამცემის ქონების დაზიანებას, სანიტარულ-ჰიგიენური, სახანძროსაფრთხოების, საწარმოს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების, უფლების გამცემის და უფლების გამცემის ქონებით კანონიერი უფლების მიმღები პირის უფლებების და კანონიერი ინტერსების დარღვევას.

20. უფლების გამცემი პასუხს არ აგებს მესამე პირის მიერ უფლების მიმღებისათვის მიყენებულ ზიანზე, მათ შორის, რეკლამის ან/და რეკლამის გავრცელების საშუალებების დაზიანების შემთხვევაში.

21.  მხარეებს  შორის  აუქციონის  შედეგების  შესაბამისად  დადებული  ხელშეკრულება  სააუქციონ პირობებთან ერთად  შეიძლება  შეიცავდეს  დამატებით  დებულებებს, რომელიც  არ  გამოიწვევს   უფლების გამცემის და უფლების მიმღების წინამდებარე პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მდგომარეობის გაუარესება (ვალდებულებების გაზრდას და/ან დამძიმება).

22. უფლების მიმღები ვალდებულია წინასწარ, 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე წერილობითდა/ან ზეპირა აცნობოს უფლების   გამცემს   ობიექტზე   რეკლამის   განთავსების   თაობაზე, რათა   უფლების   გამცემმა   უზრუნველყოს უფლების მიმღების უფლებამოსილი პირის მიერ რეკლამის განთავსება და რეკლამის განთავსების პროცესის მეთვალყურეობა უფლების გამცემის უფლებამოსილი თანამშრომლის მეშვეობით.

23. ხელშეკრულების  ვადამდე  შეწყვეტის  შემთხვევა შეწყვეტისას  უფლების  მიმღებს  გადახდილი  საფასური  არ დაუბრუნდება.

24. თუ  რეკლამის  გავრცელების  შედეგად  დაზიანდა  ქონება/უფლების     გამცემის  მოძრავი  ქონება, ან  რეკლამის დემონტაჟმა  გამოიწვია  მისი  ვიზუალის  დარღვევა, უფლების  მიმღები  ვალდებულია  დაუყოვნებლივ უზრუნველყოს  აღნიშნული  ქონების  პირვანდელ  მდგომარეობაში  მოყვანა (მათ  შორის  ავტობუსის  საღებავის საფარის აღდგენა).

25. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა  შეთანხმების  საფუძველზე, ხელშეკრულების  დამატებითი  შეთანხმების  სახით, რომელსაც ექნება იგივე იურიდიული ძალა რაც წინამდებარე ხელშეკრულება.

26. მხარეებს შორის სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი კომუნიკაცია წარიმართებ წერილობითი ფორმით, მატერიალური   ან   ელექტრონული   სახით  (ელ-ფოსტით ან   შეტყობინების   სხვა   ტექნიკური   საშუალები), სახელმწიფოენაზე ამასთან მატერიალური       წერილობითი       შეტყობინება       შეიძლება       გაიგზავნოს საფოსტოგზავნილით, უშუალო  გადაცემით  და  ტექნიკური  საშუალებებით (ელექტრონული  ფოსტა, ფაქსი დასხვ.).ეს  პუნქტი  ვრცელდება  მხარეთა  შორის  კომუნიკაციის  ამ  საუქციონო  პირობებით  გათვალისწინებულ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის წერილობით ფორმას.

27. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების  გზით. ურთიერთმოლაპარაკების  გზით  შეთანხმების  მიუღწევლობის  შემთხვევაში, მხარეები დავის გადაჭრის მიზნით მიმართავენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

28. რეკლამის ვიზუალის შეთანხმება უნდა მოხდეს დამკვეთთან,

4 ავტობუსს პერიუდულად მოუწევს მუნიციპალურ  ავტოსადგომზე  სარეზერვო დგომა. (სარეზერვო დგომა  კონკურსის პიობების შეცვლას არ გამოიწვევს)





ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი


 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები

გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)


წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.