>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობაში მდებარე 30,36 კვ.მ ფართი აფთიაქის მოწყობის მიზნით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28269BNT73325521   
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 733255
რაოდენობა
30.36 კვადრატული მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
09/09/2021 15:00 - 23/09/2021 15:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
336 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 4750 e
ვაჭრობის ბიჯი: 250 e
საგარანტიო თანხა: 17100 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 15.11.2024
ტელეფონი: 599151908; 595796226
თვისებები
განმკარგავი: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
სართული1ლოჯი
TVცხელი წყალი
გათბობაწყალი და კანალიზაცია
ტელეფონიაივანი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
კვადრატულობა(მ²)30.36ბუნებრივი გაზი
ელექტრო მომარაგებაRs რუკის მხარდაჭერა
საკადასტრო კოდი34.02.62.434ბრძანების ნომერი#64 30.08.2021წ.
სათავსოსარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1147საკადასტრო რუკაბმული
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანშენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულიტელეფონის ნომერი599151908; 595796226
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრირაოდენობა30.36
გადახდის ბოლო ვადა25.10.2021ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. დიდი ჯიხაიში
ქალაქისამტრედიაქვეყანასაქართველო
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ:  +995599151908, +995595796226

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

პირობა

სარგებლობის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წელი. მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) წლით

საბოლოო თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრება, მოიჯარის მიერ ყოველთვიური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ღირებულებისა.

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან. იჯარის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს:

საქართველოს ბაზარზე აფთიაქის, ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება, უწყვეტად ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე (ჩაითვლება 2018, 2019, 2020 ან/და 2021 წლებიდან რომელიმე სამი ერთმანეთს მიყოლებული წელი.

აუქციონში გამარჯვებისას უნდა გააჩნდეს  ამავე სავაჭრო სახელითა და ნიშნით აფთიაქები, საქართველოს მინიმუმ სამ რეგიონში, მათ შორის იმერეთში.

ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე (ჩაითვლება 2018, 2019, 2020 ან/და 2021 წლებიდან რომელიმე სამი ერთმანეთს მიყოლებული წელი) ცალ-ცალკე თითოეულ წელს, უნდა გააჩნდეს ბრუნვა არანაკლებ 3,000,000 (სამი მილიონი) ლარისა ან მეტი. ბრუნვა გულისხმობს შემოსავალს დღგ-ს გარეშე.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა აეროპორტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოუდგინოს შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია რითიც დადასტურება ზემოაღნიშნული მოთხოვნებთან შესაბამისობა:

ა) ასეთი შეიძლება იყოს შესაბამისი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რითიც დასტურება შესაბამისი უძრავი ქონების/ფართის ფლობა/სარგებლობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძებელია წარმოდგენილი იქნას იჯარის ხელშეკრულებები, რომელიც მოიცავს შესაბამის ინფორმაციას ან სხვა.

ბ)  ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით, უწყვეტად ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე (ჩაითვლება 2018, 2019, 2020 ან/და 2021 წლებიდან რომელიმე სამი ერთმანეთს მიყოლებული წელი) ოპერირების გამოცდილებას. ასევე, დაადასტურებს იმავე სავაჭრო სახელითა და ნიშნით, საქართველოს მინიმუმ სამ რეგიონში, მათ შორის იმერეთში აფთიაქის ოპერირებას.

გ) ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების დადასტურება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე კომერციული ბანკის ოფიციალური წერილის ან სხვა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე.

იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში, მოიჯარე განახორციელებს აუქციონზე დაფიქსირებული საიჯარო თანხის შესაბამისად,  აეროპორტისთვის გადასახდელი მიმდინარე  საიჯარო თანხის 6 (ექვსი) თვის შესაბამისი ოდენობის წინასწარ ჩარიცხვას. ყოველგვარი ბუნდოვანების გამოსარიცხად, აღნიშნული წინასწარი ანგარიშსწორების პირობა, არ ცვლის წინამდებარე აუქციონით განსაზღვრულ სტანდარტულ ანგარიშსწორების პირობას და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება წინასწარ ჩარიცხული თანხის კორექტირება, მოიჯარის მიერ ყოველთვიურად, პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის შესაბამისი თანხის ოდენობით.

აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია 28500 ლარის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 7 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია  (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას 7 დღით.

იჯარის საფასურის გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

ინტერნეტით სარგებლობის საფასური, ისევე როგორც ელექტროენერგიით სარგებლობის საფასური წარმოადგენს მოიჯარის ხარჯს. ელ. ენერგიის მრიცხველი მეიჯარის მიერ დამონტაჟებულია ობიექტისთვის.

ობიექტმა ოპერირება უნდა დაიწყოს საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდის ბოლო დღის მომდევნო კალენდარულ დღეს.

მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად მოაწყოს ობიექტი ოპერირებისთვის. ხელშეკრულების გაფორმებიდან ამ ვადის ამოწურვამდე პერიოდი სრულად, ითვლება საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდად. ამავე ვადის დასრულებისას, მოიჯარე ვალდებულია დაიწყოს ობიექტის ოპერირება ამ აუქციონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად (შემდგომში - საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდი). აღნიშნული ვადა ცალმხრივი შეტყობინებით შესაძლებელია გადაიდოს აეროპორტის მიერ არაუმეტეს ორი თვის ვადით.

საიჯარო ფართის მოწყობის პერიოდში თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრება 1070 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

აეროპორტში ობიექტის ოპერირება მოახდინოს იმ სავაჭრო ნიშნით, რომლითაც მოხდება მოთხოვნილი გამოცდილების დადასტურება. მოიჯარე ვალდებულია არ შეცვალოს ობიექტის სავაჭრო სახელი აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

აუქციონის დასრულებიდან ხელშეკრულების გაფორმებდამდე მოამზადოს და აეროპორტთან შეათანხმოს ობიექტის შიდა განლაგება და დიზაინი. შეთანხმების მიზნით აუქციონში გამარჯვებულმა აეროპორტს უნდა წარუდგინოს ობიექტის რენდერები, ზომების, მასალებისა და ფერების მითითებით. აეროპორტის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს დამატებითი ინფორმაცია.

გაითვალისწინოს აეროპორტის შენიშვნები ობიექტის შიდა განლაგებისა და დიზაინის (მათ შორის ფერის, მასალის, ზომების) თაობაზე. აეროპორტთან შეთანხმებული განლაგება და დიზაინი თან დაერთვება ხელშეკრულებას. დაუშვებელია მოიჯარის მიერ საიჯარო ფართში, მათ შორის შეთანხმებულ განლაგებასა და დიზაინში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება (მათ შორის ნებისმიერი სახის კონსტრუქციის, აბრის, განათების ან სხვა მოწყობილობის განთავსება) აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შეინარჩუნოს შეთანხმებული განლაგება და დიზაინი.

აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, საკუთარი სახსრებით მოაწყოს საიჯარო ფართი, აღჭურვოს ყველა საჭირო ინვენტარითა და ავეჯით, ასევე ოპერირებისთვის აუცილებელი დანადგარებით, აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი/სტანდარტი.

უზრუნველყოს ობიექტის მუშაობა ყოველ 24 საათიან რეჟიმში (მათ შორის უქმე დღეებში). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ აეროპორტის წინასწარი თანხმობით ავიარეისების განრიგის გათვალისწინებით.

უზრუნველყოს ობიექტის, მუდმივად გაწმენდილ/დასუფთავებულ/დალაგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საკუთარი ხარჯით.

უზრუნველყოს ობიექტის მომსახურე პერსონალი სპეციალური სამოსით, რომლის დიზაინიც წინასწარ უნდა შეუთანხმდეს აეროპორტს, ოპერირების დაწყებამდე.

ობიექტიდან საქონლის რეალიზაციისას, ასეთი საქონლის შეფუთვის შემთხვევაში, შეფუთვისას გამოიყენოს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლოგოთი იდენტიფიცირებული შეფუთვა (დიზაინი აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით).

თავად მიიღოს ზომები მის სარგებლობაში არსებული ფართის და შესაბამისი ინვენტარის დაცვასთან დაკავშირებით. აეროპორტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, საიჯარო ფართის ან ინვენტარის მესამე პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფის შემთხვევაში.

ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული ანგარიში, მის მიერ ობიექტიდან ყოველდღიურად გაყიდული ყველა პროდუქციიდან მიღებული შემოსავლის შესახებ. ყოველთვიური ანგარიში, სხვა ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს საანგარიშო თვის განმავლობაში ყოველღიური ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ ზეტ ანგარიშის ასლებს, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ - ტერმინალიდან ამონაწერების ასლებს. ყოველ კალენდარულ წელს, არაუგვიანეს 30 ივნისისა, მოიჯარე ვალდებულია წარუდგინოს მეიჯარეს ამონაწერი წინა საიჯარო წელს ობიექტზე მოიჯარის წლიური ბრუნვის (თვეების მიხედვით) შესახებ აუდირებული დასკვნიდან. დასაშვებია ცალკე აუდიტოული დასკვნის წარმოდგენაც ობიექტზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აეროპორტი უფლებას იტოვებს დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების შესრულების გარანტიას/ბეს ვადა ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე გასდის, მოიჯარე ვალდებულია გაუგრძელოს ასეთ გარანტიას მოქმედების ვადა, ან აუდირებული დასკვნა წარმოადგინოს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე. თუ საგარანტიო თანხა/ბე დეპონირებულია აეროპორტის ანგარიშზე, აეროპორტი უფლებამოსილია არ დააბრუნოს საგარანტიო თანხა/ბე, აუდირებული დასკვნის წარმოდგენამდე.

აეროპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში წარუდგინოს მას სტატისტიკური ინფორმაცია ობიექტის რეალიზაციების შესახებ მოთხოვნილი პერიოდისთვის, თარიღების, საათების, სარეალიზაციო ფასების, პროდუქციის კატეგორიების, სასაქონლო ჯგუფებისა და სახეობების მითითებით.

აეროპორტში მის საქმიანობასთან დაკავშირებული PR ან მარკეტინგული აქტივობები, წინასწარ აცნობოს აეროპორტს და აწარმოოს ისინი  აეროპორტთან წინასწარი კოორდინაციითა და შეთანხმებით.

ობიექტი უნდა პასუხობდეს აეროპორტში წარმოდგენილი მგზავრების ყველა სეგმენტის მოთხოვნებს.

ობიექტში წარმოდგენილი სერვისის/პროდუქციის სარეალიზაციო ფასი შესაბამისი/შესადარი უნდა იყოს მათ საბაზრო ღირებულებასთან.

ობიექტის მომსახურე პერსონალი სასაუბრო დონეზე უნდა  ფლობდნენ ინგლისურ და ქართულ ენებს.

ობიექტში, მომხმარებელზე გათვლილი ნებისმიერი ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ ქართულ და ინგლისურ ენებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ობიექტში შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისევე პლასტიკური ბარათით (მათ შორის VISA, MasterCard), უკონტაქტოდ. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დეტალური ჩეკის, ინვოისის ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის გაცემა.

ობიექტის მიერ, მკაცრად უნდა იყოს დაცული სანიტარული ნორმები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს სანიტარურლი ნორმების მუდმივ რეჟიმში დაცვის სათანადო კონტროლი.

ობიექტიდან  დასაშვებია მხოლოდ აეროპორტთან წინასწარ შეთანხმებული კატეგორიის/სასაქონლო ჯგუფების  პროდუქციის რეალიზაცია. აეროპორტი იტოვებს უფლებას უარი უთხრას ობიექტს ნებისმიერი შემოთავაზებული კატეგორიის/სასაქონლო ჯგუფის პროდუქტის რეალიზაციაზე. ამასთან, ობიექტში აუცილებლად უნდა გაიყიდოს შემდეგი ტიპის პროდუქცია:

-სამგზავრო ზომის პროდუქცია (მათ შორის სადეცინფექციო ხსნარი, თმის მოვლის საშუალებები, სახის მოვლის საშუალებები, ხელის და ტანის მოვლის საშუალებები, დეოდორანტი, კბილის ჯაგრისი და პასტა);

-პირბადეები;

-სამგზავრო ბოქსი (travel kit);

-პირველადი დახმარების ბოქსი (first aid kit).

დათქმა დანართებთან დაკავშირებით: დანართში იჯარით გადასაცემი ფართობი მონიშნულია. წარწერები, აღნიშვნები და სხვა ინფორმაცია, რომელიც დატანილია დანართზე, გარდა მოფრენა-გაფრენის დარბაზების ტერმინალში განლაგებისა და იჯარით გადასაცემი ფართობისა, მითითებულია მხოლოდ ინფორმაციის სახით. აეროპორტი არ კისრულობს დანართში მოცემული სხვა ინფორმაციის უცვლელი სახით შენარჩუნების ვალდებულებას. აეროპორტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეცვალოს იგი.

ხელშეკრულების მოქმედების ვადის არამეტეს 2 (ორი) წლით გაგრძელებამდე, მეიჯარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გადახედვა. ასეთ შემთხვევაში, ახალი ფასი უნდა განისაზღვროს იმ დროისთვის არსებული საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო თანხისა.

ხელშეკრულების დასრულების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ მოწყობილი უძრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული საიჯარო ქონებასთან რჩება აეროპორტის საკუთრებაში მოიჯარისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე. მოძრავი ინფრასტრუქტურის/ინვენტარის საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით.

რეისების შემცირებისას, გადახდის განსხვავებული წესის შეთანხმება:

იმ შემთხვევაში, თუკი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა 39 (ოცდაცხრამეტი) ან ნაკლები საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისი, თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრება, მოიჯარის მიერ ობიექტიდან ყოველთვიური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1070 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), მიუხედავად წლის მანძილზე დაგეგმილი მგზავრთნაკადის საპროგნოზო ოდენობისა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენის განრიგის მიხედვით, საანგარიშო კალენდარული თვის განმავლობაში 40 (ორმოცი) ან მეტი საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისის განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი თვიდან მოქმედებს იჯარის ყოველთვიური ღირებულებისა და მისი გადახდის სტანდარტული წესი.

რეისების გაუქმებისას, ხელშეკრულებით დროებით შეჩერების პირობა:

მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან ნებისმიერ ეტაპზე, მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, აეროპორტიდან არ იგეგმება საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეისების განხორციელება ხელშეკრულების მოქმედება დროებით შეჩერდება და მოიჯარე განთავისუფლდება იჯარის ყოველთვიური ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან, ასეთი თუნდაც ერთი რეისის განახლებამდე ვადით. საერთაშორისო რეგულარული ან/და საერთაშორისო რეგულარული ჩარტერული სამგზავრო რეის(ებ)ის განახლებისთანავე, განახლდება ხელშეკრულების მოქმედება და ობიექტის ოპერირება. ასეთ დროს, ხელშეკრულების მთლიანი მოქმედების პერიოდი რჩება უცვლელი. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პირობით სარგებლობის მიზნით, მოიჯარემ წერილობით უნდა მიმართოს აეროპორტს, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აეროპორტი ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, დაუდასტუროს მოიჯარეს, ხელშეკრულების დროებით შეჩერების პუნქტის ამოქმედების საკითხი, ამ აუქციონის პირობების სრული დაცვით.

ტექნიკური დეტალები:

ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოვატს. საჭიროების შემთვევაში, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია აღნიშნული მოცულობის გაზრდა აეროპორტის ინფრასტრუქტურისა და ელ. მომარაგების შესაძლებლობის გათვალისწინებით. აეროპორტი უფლებამოსილია უარი თქვას მოთხოვნილი სიმძლავრის გაზრდაზე.

ობიექტამდე მიყვანილია ქსელური ინფრასტრურა.

მოიჯარე საიჯარო ფართში ისარგებლებს აეროპორტის ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით, რომლის საფასურსაც მოიცავს საიჯარო ქირა. ობიექტზე  გათბობა-გაგრილება უზრუნველყოფილია ცენტრალური სისტემით, მხოლოდ ღია სივრცეებში. გათბობა-გაგრილებასთან დაკავშირებული, განსხვავებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია აღნიშნული მოაწყოს აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საკუთარი ხარჯით, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით.

აეროპორტი არ არის ვალდებული, მოახდინოს საიჯარო ფართის დამოუკიდებელი ელექტრო ენერგიის სარეზერვო ხაზით ან გენერატორით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში და მისი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თავად მოახდინოს საიჯარო ფართში არსებული მისი ტექნიკური მოწყობილობების, ელექტრო ენერგიის უწყვეტი კვების წყაროთი (UPS) უზრუნველყოფა.

აეროპორტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელოს ობიექტის მდგომარეობისა და პროდუქციის/მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და დასაბუთებული შენიშვნები წარუდგინოს მოიჯარეს, რის შემდეგაც აეროპორტი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორებისათვის კონკრეტულ ვადას, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები.

აეროპორტი იტოვებს უფლებას, თავად ან მესამე პირების მეშვეობით განახორციელოს სარეკლამო მომსახურების გაწევა ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაუშებელია ობიექტში მესამე პირების, მათი საქმიანობის ან/და პროდუქციის სარეკლამო მასალის ნებისმიერი სახითა და ფორმით გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოიჯარე ობიექტში უკეთებს აღნიშნულ პროდუქციას რეალიცაზიას.

ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს ობიექტის ოპერირების დაწყებამდე, მოიჯარემ აეროპორტს უნდა წარმოუდგინოს ობიექტის მესამე პირების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მოქმედი პოლისი (GTPL). ასეთი დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს ობიექტის ოპერირების სრული პერიოდის მანძილზე. სადაზღვევო პოლისში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მითითებული უნდა იყოს როგორც დამატებით დაზღვეული.

მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს.

მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს.

აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე  უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა.

საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას.

მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები.

დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს.

საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უფლებამოსილია, განსაზღვროს რეისებზე ან/და მგზავრთნაკადზე მორგებული ოპერირების, ხელშეკრულების მოქმედებისა და გადახდის განსხვავებული პირობები, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები აუდიტის მიერ დადგენილ ოდენობაზე. ასევე, აეროპორტი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათალისწინებული პირობების არსებობისას.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია იჯარის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება.

გამარჯვებულ პირს ბე-ს თანხა ეთვლება  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების ღირებულებაში. წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.(აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას).

თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში:

დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში;

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს მოიჯარე.

მოკლე აღწერილობა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობა N6-ში 30.36 კვ.მ ფართობი, დანართი N1-ის შესაბამისად. ობიექტის განშლა დანართი N2-ის შესაბამისად.

მიზნობრიობა: იჯარით გადაცემულ ფართში უნდა მოეწყოს აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) (შემდგომში - ობიექტი).




ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.