>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბაკურიანში, დიდველზე მდებარე 7900 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარა - მასზე პარკინგის (ავტოსადგომის) მოწყობისა და ფუნქციონირების მიზნით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 47517EIA74732421   
აუქციონის #: 47517
ლოტის #: 747324
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
25/10/2021 18:00 - 04/11/2021 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
475 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 6000 e
ვაჭრობის ბიჯი: 600 e
საგარანტიო თანხა: 12000 e
ტელეფონი: 599881687
თვისებები
განმკარგავი: შპს ემ თი ეი
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბაკურიანი, დიდველიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებამიწის ფართობი(მ²)7900
საკადასტრო კოდი64.30.13.237; 64.30.04.786Rs რუკის მხარდაჭერა
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელი - მხოლოდ ზამთრის სამთო-სათხილამურო და ზაფხულის სეზონებიტელეფონის ნომერი599881687
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

შპს „ემ თი ეი“ (ძველი სახელწოდება: შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია") აცხადებს აუქციონს დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“ მდებარე 7900 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის (საიდანაც 4400 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს 64.30.13.237 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს, ხოლო 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 64.30.04.786 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს) იჯარით გაცემის თაობაზე მასზე პარკინგის (ავტოსადგომის) მოწყობისა და ფუნქციონირების მიზნით.

პირობა

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.

საიჯარო ვადა განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში მხოლოდ კომპანიის მართვაში არსებულ სპორტულ-რეკრეაციულ არეალებში ზამთრის სამთო-სათხილამურო და ზაფხულის სეზონების განმავლობაში. აღნიშნული სეზონების გახსნისა და დახურვის ზუსტი პერიოდი და თარიღები განისაზღვრება კომპანიის მიერ. მოიჯარეს არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია და მას არ წარმოეშობა არანაირი მოთხოვნის უფლება კომპანიის მიერ განსაზღვრულ ზამთრის სამთო-სათხილამურო და ზაფხულის სეზონების ვადის ხანგრძლივობასთან ან/და მათ პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით ვერ მოხდება სეზონების გახსნა.

აუქციონზე გასატანი ქონების ზამთრის სეზონის ყოველთვიური საიჯარო ქირის საწყისი ოდენობა განისაზღვრება 6 000 ლარის ოდენობით, ხოლო ზაფხულის სეზონის ყოველთვიური საიჯარო ქირის ფიქსირებული ოდენობა - 600 ლარის ოდენობით. (აღსანიშნავია, რომ აუქციონზე ვაჭრობა განორციელდება ზამთრის ქირით, ხოლო ზაფხულის ქირა იქნება ფიქსირებული).

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ყოველთვიური საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს წინასწარ, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 2 რიცხვისა, ხოლო თუ სეზონი გაიხსნა თვის 2 რიცხვის შემდეგ - საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნას არაუგვიანეს სეზონის გახსნიდან მე-3 კალენდარულ დღეს. ამასთან, პირველი თვის ქირა გადახდილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 5 დეკემბრისა.

მოიჯარე ქირას გადაიხდის საიჯარო ვადის პროპორციულად. ამასთან, შესაბამის სეზონზე საიჯარო ვადის გასვლისას, საბოლოო ანგარიშწორებისას გათვალისწინებული იქნება უამინდობის მიზეზით გაჩერებული საბაგიროს გამო მოცდენილი დღეები, რომელიც არ ჩაითვლება საიჯარო ვადაში და ამ დღეებზე ქირა არ გადაიხდევინება.

ყურადღება: აუქცინზე გადახდილი საგარანტიო/ბეს თანხა (12 000 ლარი) მოიჯარეს ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. ამასთან, ეს თანხა გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია:

   1. არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში საიჯარო ფართზე უზრუნველყოს მეიჯარესთან შეთანხმებული:

1.       სათანადო სტანდარტების მქონე პარკინგის (ავტოსადგომის) მოწყობა;

2.       საპარკინგე სივრცეზე მოძრაობის მოწესრიგება;

3.       ავტოსადგომზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სპეციალური საპარკინგე ადგილების გამოყოფა;

4.       ავტოსადგომზე განათების მოწყობა;

5.       ავტოსადგომზე დამცავი ბარიერების მოწყობა;

6.       ვიდეო კონტროლის კამერების მონტაჟი;

7.       საჭირო რაოდენობის ცეცხლმაქრების განთავსება;

8.       ავტოსადგომზე საჭირო რაოდენობის სანაგვე ურნების განთავსება.

2.                   საიჯარო პერიოდის განმავლობაში საიჯარო ფართზე აფუნქციონიროს პარკინგი (ავტოსადგომი) და შეინარჩუნოს 1-ლი პუნქტით დადგენილი პირობები;

3.                   თუ მისი ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია სპეციალური ნებართვების მოპოვებასთან, თავად უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოებისგან/პირებისგან საჭირო ნებართვების მოპოვება;

4.                   მეიჯარის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტოსადგომზე უზრუნველყოს მეიჯარის გამშვები სისტემების (SKI DATA) გამოყენება და განთავსება, რომელიც ჩართული იქნება მეიჯარის გამშვები სისტემების ერთიან ქსელში;

5.                   მეიჯარის მოთხოვნის შემთხვევაში, კურორტზე საერთაშორისო დონის შეჯიბრების/ღონისძიების გამართვისას, შეჯიბრების/ღონისძიების მთელი პერიოდის განმავლობაში უსასყიდლოდ დაუთმოს მეიჯარეს საპარკინგე სივრცე. ამ შემთხვევაში, მოიჯარე გათავისუფლდება მეიჯარისთვის საპარკინგე სივრცის დათმობის პერიოდის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან;

6.                   განახორციელოს იჯარით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, გასწიოს საჭირო ხარჯები მის შენახვაზე და იზრუნოს ვიზუალური მხარის მოწესრიგებაზე;

7.                   საიჯარო პერიოდის განმავლობაში საიჯარო ქონება შეინარჩუნოს მინიმუმ იმ მდგომარეობაში, როგორც იგი მას გადაეცა და არ დაუშვას მისი მდგომარეობის (ტექნიკური, ფუნქციური და ხარისხობრივი) გაუარესება. ამასთან, მან უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების დაცვა ნებისმიერი ზიანისაგან, ზარალისა და მოთხოვნისაგან, რომელიც კი შესაძლოა მომდინარეობდეს მისი დაქირავებული პერსონალის ან მისთვის გადაცემულ საიჯარო ქონებაზე მყოფი/მოსარგებლე სხვა ნებისმიერი პირის ქმედებისაგან (მოქმედება/უმოქმედობა), თუკი ამგვარი პრეტენზია არ გამომდინარეობს მისთვის საიჯარო ქონების გადაცემამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობიდან;

8.                   საიჯარო ქონებაზე/პარკინგზე უზრუნველყოს ეკოლოგიური და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა;

9.                   გადაცემული ქონება გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და საიჯარო საგნით სარგებლობის მიზნებიდან გამომდინარე მიიღოს/ჰქონდეს ყველა საჭირო თანხმობა/ნებართვა;

10.                მოახდინოს საიჯარო ქონების/პარკინგის სისტემატიური დალაგება-დასუფთავება და ნარჩენების/ნაგვის დროული გატანა;

11.                არ ისარგებლებს ქონებით ისე, რომ გაზარდოს მისი დაზიანების რისკი;

12.                დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ტერიტორიაზე ან/და მასთან დაკავშირებით მომხმარებლებმა ან სხვა ვიზიტორებმა, პერსონალმა მიიღეს რაიმე სახის ზიანი, ამის შესახებ აიღოს სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე;

13.                იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით დარეგისტრირდეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში (საჭიროების არსებობისას) და გადაიხადოს საიჯარო ქონების გადაცემის დღიდან წარმოშობილი ყველა სახის კომუნალური და მომსახურების გადასახადი (მათი არსებობის შემთხვევაში);

14.                მეიჯარის მოთხოვნისთავანე, მაგრამ არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს მას წერილობითი ინფორმაცია (ანგარიში) ხელშეკრულების პირობების/ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამასთან, მან ხელი უნდა შეუწყოს მეიჯარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტალური და ვიზუალური ინსპექტირების განხორციელებაში;

15.                იჯარის ვადის გასვლის შემდგომ ქონება დაუბრუნოს მეიჯარეს პირვანდელ მდგომარეობაში გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს იჯარის ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში;

16.                მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება გონივრულ, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

17.                უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის გადაიხადოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო ხარჯები და უზრუნველყოს უძრავ ნივთზე სარგებლობის უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია;

18.                აუქციონში გამარჯვებულ პირს მეიჯარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე არ ექნება უფლება გადაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით, სხვაგვარად დატვირთოს ან განკარგოს.

ყურადღება:

კომპანიის (შპს „ემ თი ეი“) ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში კომპანიის/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს აუქციონის ფარგლებში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რაც ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ამ შემთხვევაში, მოიჯარის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება;

იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვები იქნება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების საწარმოს კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა უნდა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ოდენობით. ამ შემთხვევაში, მოიჯარის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება;

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში კანონით დადგენილი წესით უნდა გააფორმოს მეიჯარესთან იჯარის ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დაუბრუნდება აუქციონის ფარგლებსი გადახდილი საგარანტიო/ბეს თანხა.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით599881687.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.