>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებული 24 130 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ნივთის ს/კ 41.12.37.043 და ს/კ 41.12.37.048) და მარტვილის რაიონში, სოფ. ინჩხურში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3324 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ: 41.13.31.346) იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი

რეიტინგი:
  (1 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL82280722   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 822807
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
23/09/2022 12:00 - 03/10/2022 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
816 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5 %
ვაჭრობის ბიჯი: 1 %
საგარანტიო თანხა: 5000 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მარტვილის მუნიციპალიტეტი სოფელი ბალდაგადახდის ბოლო ვადა04.10.2022
ქვეყანასაქართველოტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა
ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე არსებული 24 130 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ნივთის ს/კ 41.12.37.043 და ს/კ 41.12.37.048) და მარტვილის რაიონში, სოფ. ინჩხურში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3324 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ: 41.13.31.346) იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნების
ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ 24 130 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე
((41.12.37.043 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 14142 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 41.12.37.048 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან 9988 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად)) ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ
შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო
და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის
როლერის ატრაქციას - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გადაცემული
არქიტექტურული პროექტის შესაბამისად (არქიტექტურული პროექტი აუქციონში
გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში);

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს
მარტვილის რაიონში, სოფ. ინჩხურში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3324 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების)
საკადასტრო კოდი N41.13.31.346) პარკინგის მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების
სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების
შესრულების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი)
ლარის ინვესტიცია;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების
შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი)
თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი
საინვესტიციო თანხის (2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს
საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას.
2. ტურისტული მომსახურების მიმღები სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
შეთანხმებით უფლებამოსილია:
ა) სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს დამატებითი ინფრასტრუქტურა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ხარჯით შეიტანოს ცვლილებები გადაცემულ
არქიტექტურულ პროექტში.
3. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან ტურისტული მომსახურების მიმღების
ბრალეული ქმედებით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე
ინვესტიციის ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა
და კომპენსაციის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.
4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას
ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ტურისტული
მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი
(დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან,
ტურისტული მომსახურების მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის
გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, იჯარით გადაცემული ქონების
სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 8 800 (რვაათას რვაასი) ლარი დღგ-ს გარეშე.

5. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 352 ლარი). (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული მომსახურების გადაცემის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მიღება).

6. პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე.

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1% ოდენობით.

8. ტურისტული მომსახურების გადაცემის ვადა განისაზღვრა 40 (ორმოცი) წლით.