ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 02:19:21
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ, ხევშაში მდებარე 275 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა
განაცხადის #:30367AZS100047824
აუქციონის #: 30367
ლოტის #: 1000478
დაწყება/დასრულება: 05/07/2024 12:00 - 22/07/2024 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300GEL
მიმდინარე ფასი : 1860 GEL
საწყისი ფასი: 1860 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი თემი - დუშეთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: დუშეთის რაიონში / სტალინის #27
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)275
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ბრძანების ნომერიბ132.132241861საკადასტრო კოდი71.54.09.391
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიდუშეთიქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ, ხევშა
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა2 წელი
ტელეფონის ნომერი551511999
;
აღწერილობა
აღწერილობა

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი დგება აუქციონის დასრულებისთანავე; ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების იჯარით გაცემის ძირითად პირობებს, რომლის შემდგომ ფორმდება საიჯარო ხელშეკრულება.

 მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი საიჯარო ქირის საზღაურის ოდენობაში.

აღნიშნული საწყისი თანხა წარმოადგენს წლიური საიჯარო ქირის ოდენობას და არა სრული, 2 (ორი)  წლის საიჯარო ქირას. საწყისი საიჯარო ქირის ზრდის შესაბამისად გაიზრდება წლიური საიჯარო ქირაც.

  

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს იჯარის ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღით.

 თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

დუშეთის მუნიციპალიტეტი აცხადებს აუქციონს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ, ხევშაში მდებარე 275 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის იჯარით გადაცემის მიზნით.უძრავი ქონების ს/კ 71.54.09.391. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საკალმაზე აუზები.

    იჯარის ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელს.

აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს, რომელსაც აქვს ნებისმიერი სახის ფინანსური დავალიანება დუშეთის მუნიციპალიტეტის წინაშე არ გაუფორმდება საიჯარო ხელშეკრულება.

პირობა
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) საკუთარი ხარჯებით დაარეგისტრიროს სარგებლობის უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე;
 ბ) გადაიხადოს წლიური საიჯარო ქირა, არაუგვიანეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღისა;
 გ) უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და ნირმების დაცვით, ეკოლოგიურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებთან შასაბამისობაში;
 დ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გადაცემული ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები.  სამუშაოების ჩატარების თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს  მუნიციპალიტეტს და წერილობით შეათანხმოს სამუშაოების პროექტი და ჩატარების გრაფიკი;
 ე) გადაიხადოს ქონების კომუნალური მომსახურების გადასახადები დადგენილი ტარიფისა და წესის მიხედვით, რისთვისაც ცალკე გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციებთან. საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს აბონენტად რეგისტრაცია;
 ვ) იჯარის ვადის გასვლის შემდგომ დააბრუნოს ქონება გამართულ მდგომარეობაში;
 ზ) გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით არ გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად;
 თ) არ განათავსოს რეკლამა (თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამის გარდა) გადაცემულ ქონებაზე მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე;
 ი) ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში სრულად გადაიხადოს პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და პირობებით;
 კ) წარუდგინოს მუნიციპალიტეტს წერილობითი ინფორმაცია მოთხოვნისთანავე ხელშეკრულების პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
 ლ) შეუწყოს ხელი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის და სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში;
 მ) სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ განხორციელებული ყველა გაუმჯობესება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას;
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
;