ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 02:27:16
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოცხნარაში მდებარე 5454.00 კვ.მ. და 5802.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
განაცხადის #:2000BV124
აუქციონის #: 2000
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024070579673
დაწყება/დასრულება: 05/07/2024 17:00 - 02/08/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 320000GEL
მიმდინარე ფასი : 3200000 GEL
საწყისი ფასი: 3200000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცოცხნარაქვეყანასაქართველო
ქალაქიხაშურისაქმის ნომერი2024070579673
ბრძანების ნომერი1/1-3695საკადასტრო კოდი69.10.54.725; 69.10.54.726
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი75საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა90
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

   69.10.54.725

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFITPGqs7ArGnRpFUb7[VdCAajHBc7prpq4a1HCBoQNzl

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFF42xMfPI1O6wsO4kLWJutmzOPHEHpaq]73AadK5KfxS

   69.10.54.726

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMm]1jQnVgaG2wnDQA5EbK113edtkCohwlOtNlIPwaGL

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBHKRzhhk73T67YI770zkv8Xx24[Tp2sK]9HXCXv5[ri

 

შენიშვნა: 

ა) გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის ღირებულების საკონპენსაციო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი-TRESGE22; ანგარიშის ნომერი- 200122900; სახაზინო კოდი- 302003282 

ბ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი (ს.კ. N69.10.54.725) შედის სურამი-ოძისის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს კონტურში. 

გ) საპრივატიზებო უძრავი ქონება მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

დ) საპრივატიზებო ობიექტზე (ს.კ. N69.10.54.725) განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

 

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

 

მოკლე აღწერილობა5454.00 კვ.მ. და 5802.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 
პირობაქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
 
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან (შემდგომში - საავტომობილო გზების დეპარტამენტი) და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) №69.10.54.725 და №69.10.54.726 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ჯამურად არანაკლებ 141 (ას ორმოცდაერთი) ერთეული სავაჭრო სივრცის (მათ შორის, არანაკლებ 112 (ას თორმეტი) თონე/ნაზუქის სავაჭრო სივრცე და 29 (ოცდაცხრა) ჰამაკის სავაჭრო სივრცე), ასევე, თითოეულ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ერთდროულად არანაკლებ 5 (ხუთი) ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის,  არანაკლებ ორი ერთეული სამ კაბინიანი სველი წერტილის ((3  (სამი) - ქალის და 3 (სამი) - მამაკაცის), რომელიც ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და თითოეული მოიცავდეს ბავშვთა მოსაწესრიგებელ/გამოსაცვლელ ოთახს) მოწყობას) და ამავე ვადაში ამავე პუნქტით გათვალისწინებული სავაჭრო სივრცეების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პირებისათვის და პირობებით, 1 (ერთი) ლარად, არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით, იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემა;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, საერთაშორისო მნიშვნელობის - თბილისი-სენაკი-ლესელიძის E-60 ავტომაგისტრალის 121-128 კმ შორის არსებული გზის/ავტობანის მონაკვეთის მომიჯნავედ/მიმდებარედ, 2 (ორი) ერთეული მიწის ნაკვეთის (ერთი - ჩრდილოეთით, ხოლო მეორე  - სამხრეთით, თითოეული არანაკლებ 2.5 ჰა ფართობის მქონე) ამავე საავტომობილო გზასთან დაერთების პროექტის შეთანხმება  საავტომობილო გზების დეპარტამენტთან;

დ) „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში,  პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თითოეული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) თითოეულ უძრავ ქონებაზე: ერთდროულად არანაკლებ 40 (ორმოცი) ავტომობილის (მათ შორის, არანაკლებ 20 (ოცი) მსუბუქი ავტომობილი, არანაკლებ 5 (ხუთი) ავტობუსი, არანაკლებ 10 (ათი) მიკრო ავტობუსი, არანაკლებ 5 (ხუთი) მისაბმელიანი ავტომატარებელი (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება)) გაჩერებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას, ISO 9001-2008 სტანდარტის შესაბამის ავტოგასამართ სადგურს, აგრეთვე, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სივრცეს, ერთდროულად არანაკლებ 60 (სამოცი) ადამიანის მომსახურების შესაძლებლობის მქონე სწრაფი კვების ობიექტ(ებ)ს, სუპერმარკეტ(ებ)ს, ბავშვთა გასართობ კუთხეს, ATM ავტომატ(ებ)ის და სწრაფი გადახდის ტერმინალ(ებ)ის სივრცეს, ტურისტული საინფორმაციო ბუკლეტების განსათავსებელ და მგზავრთა საინფორმაციო სივრცეს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტ(ებ)ისა და ხელნაკეთი ნივთების სარეალიზაციო სივრცეს, აფთიაქს,  არანაკლებ 2 (ორი) ერთეულ ათ კაბინიან სველ წერტილს (10 (ათი) - ქალის და 10 (ათი) - მამაკაცის), რომელიც ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და თითოეული მოიცავდეს ბავშვთა მოსაწესრიგებელ/გამოსაცვლელ ოთახს), შესაბამისი შენობა-ნაგებობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და ავტოსადგომის, ავტოგასამართი სადგურის, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სივრცის, კვების ობიექტ(ებ)ის, სუპერმარკეტ(ებ)ის, ბავშვთა გასართობი კუთხის,  ATM ავტომატ(ებ)ის და სწრაფი გადახდის ტერმინალ(ებ)ის სივრცის, ტურისტული საინფორმაციო ბუკლეტების განსათავსებელი და მგზავრთა საინფორმაციო სივრცის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტ(ებ)ისა და ხელნაკეთი ნივთების სარეალიზაციო სივრცის, აფთიაქისა  და სველი წერტილების ფუნქციონირების დაწყება;

ე) „ბ-დ“ პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე)  განხორციელება;

ვ)  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის, მეშვეობით გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის - 98 208 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ორას რვა) ლარის გადახდა შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.


 საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში  (მიმაგრებულ ფაილებში ).

მყიდველი ვალდებულია - შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ,,ე“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის  თანხის  არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და  გამოუხმობი  საბანკო  გარანტია, რომლის ვადაც ,,დ" პუნქტით გათვალისწინებული  ვალდებულების  შესრულების ვადას  უნდა  აღემატებოდეს  არანაკლებ  4 (ოთხი )  თვით და რომელიც  მისი  მოქმედების პერიოდში უნდა უზრუნველყოფდეს ,,ა“-,,ე“ პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის მათი შეუსრულებლობიათვის შესაბამისი ხელშეკრულების  საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს  გადახდას).

;