ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:45:44
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს `საქაერონავიგაციის” ბალანსიდან ჩამოწერილი წყალტუბოს რაიონში, კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომზე (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 222 082 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ # 29.11.35.064) განთავსებული 16 ერთეული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და სამშენებლო ნაგავის ტერიტორიიდან გატანის მიზნით მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვა (პირობებით)
განაცხადის #:45989BQ100097824
აუქციონის #: 45989
ლოტის #: 1000978
დაწყება/დასრულება: 11/07/2024 14:00 - 22/07/2024 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5958GEL
მიმდინარე ფასი : 19860 GEL
საწყისი ფასი: 19860 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 993 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქაერონავიგაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი; 0158
ტელეფონი: 995-322744212
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომიქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიმიწის ფართობი(მ²)222082
საკადასტრო კოდი29.11.35.064Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანშეფასების თანხა19860
ტელეფონის ნომერი577114445; 577223311
;
აღწერილობა
აღწერილობა
წყალტუბოს რაიონში, კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომზე (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 222 082 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ # 29.11.35.064) განთავსებული 16 ერთეული შენობა-ნაგებობა (8 ერთეული ანგარი და 8 ერთეული ანგარის მცირე დამხმარე ნაგებობა) წარმოადგენს გასულ საუკუნეში აშენებულ სამხედრო-თავდაცვითი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს. შენობა ნაგებობები მეტ ნაკლებად ერთმანეთის მსგავსია. ანგარის ძირითადი (თაღოვანი) ნაწილის ზომები 10.95x24 მეტრია, სიმაღლე +/-6 მ. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რკინა-ბეტონის თაღები, თითოეულ მხარეს 24 ერთეული, რომლის სიგანეც +/-1 მეტრია. ანგარის კარი წარმოადგენს რელსებზე მოძრავ ლითონის მასიურ კონსტრუქციას, რომლის სიგანეც დაახლოებით 0.80 მეტრია. ლითონის კედლებს შორის შევსება განხორციელებულია ქვიშით. ანგარის მეორე მხარეს კედლები ამოშენებულია ასევე რკინა-ბეტონის ბლოკებით. შენობა ნაგებობები ათწლეულებია არ ფუნქციონირებს, შეინიშნება ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების კვალი, ნაწილობრივ ჩამოშლილია კედლები, ამოსულია ხე-მცენარეები. ტერიტორია ასევე თითქმის მთლიანად დაფარულია ხე-მცენარეებით.
ორფრთიანი კარი დამზადებულია 10 მმ. სისქის ლითონის ფურცლისგან, სიგანე დაახლოებით 0.8 მ. ლითონის კედლებს შორის შევსება განხორციელებულია ქვიშით.
ანგარის თაღოვანი (ძირითადი) ნაწილის სიგრძე 24 მეტრია. საორიენტაციოდ 48 ერთეული არკა, სიგანით დაახლოებით +/-1 მ. არკის სიგრძე დაახლოებით 9 მეტრია.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობაშპს `საქაერონავიგაციის”  ბალანსიდან ჩამოწერილი წყალტუბოს რაიონში, კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომზე (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 222 082 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ # 29.11.35.064) განთავსებული 16 ერთეული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და სამშენებლო ნაგავის ტერიტორიიდან გატანის მიზნით მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვა პირობებით
პირობა
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს გადახდილი საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს ’საქაერონავიგაციის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს.
ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადში.
გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი საგარანტიო  თანხა არ უბრუნდება.
თუ აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის აუქციონში მის მიერ დასახელებულ თანხას, მას ერთმევა  გამარჯვებულის სტატუსი, ხოლო საგარანტიო სახით გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.
ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულების  შემდეგ.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს დემონტაჟის პროექტი (დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი - გრაფიკით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შენობის შემოღობვის, სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით).
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს 16 ერთეული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ტერიტორიის დასუფთავება და მოსწორება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დემონტაჟის ნებართვის გაცემიდან, ნებართვით დადგენილ ვადებში.
სააუქციონო პირობებისა და დემონტაჟის ნებართვით დადგენილი ვადების დარღვევის შემთვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება ჯარიმა, ყოველ გადაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;