ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:21:26
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 20961.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:2002BV124
აუქციონის #: 2002
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024070479666
დაწყება/დასრულება: 09/07/2024 11:15 - 23/07/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 2 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 475000GEL
მიმდინარე ფასი : 956000.0000 GEL
საწყისი ფასი: 950000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფიქვეყანასაქართველო
ქალაქიგარდაბანისაქმის ნომერი2024070479666
ბრძანების ნომერი1/1-3714საკადასტრო კოდი81.10.39.749
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი45ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEuaNFQzpeCmIoDI]5E7xgbivFrYH7hHo60kAsT0iF5Bსაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა:

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ხვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებებისგან შემზღუდველი კონუსური ზედაპირის გავრცელების ფარგლებში და ადზ-დან დაშორების გათვალისწინებით მასზე დასაშვებია ისეთი შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა  აბსოლუტური სიმაღლე საშუალო ზღვის დონიდან არ აღემატება +528.2 მეტრს. მიწის ნაკვეთების მომავალი მესაკუთრე ან/და მფლობელი რაიმე სახის ობიექტის განთავსებამდე, ვალდებული იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატანტთან შეათანხმოს ობიექტის  დასაშვები სიმაღლეები.

 

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

 

 
მოკლე აღწერილობა20961.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პირობა

ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა)საპრივატიზებო თანხის  გადახდა შესაბამისი  ხელშეკრულების გაფორმებიდან  45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის  ვადაში;

ბ)შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას) მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე)  განხორციელება.

 საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში  (მიმაგრებულ ფაილებში ).

 

მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს  ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

;