ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:18:44
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:უძრავი ქონება, მდებ. ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩა N 255
განაცხადის #:12345BU160224
აუქციონის #: 12345
ლოტის #: 1602
დაწყება/დასრულება: 10/07/2024 16:00 - 25/07/2024 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 100000GEL
მიმდინარე ფასი : 308000.0000 GEL
საწყისი ფასი: 306000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ,,საქართველოს ფოსტა”
მისამართი: ვაგზლის მოედანი 2
ტელეფონი: 971-32340735
თვისებები
კვადრატულობა(მ²)332.86ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის ქ. N255
კონდიციონერი-საკადასტრო კოდი44.01.31.615.01.501
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
TV-ქვეყანასაქართველო
ქალაქისენაკიცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ტელეფონის ნომერი2 24 09 09 (156)
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილზე.

მოკლე აღწერილობა

მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა N1, სადაც განთავსებულია გასაყიდი შენობა ნაგებობის ფართი (332.86 კვმ) თანასაკუთრებაშია. გასაყიდი ფართი შეადგენს  332.86 კვ.მ-ს (მათ შორის: 1 სართული - 153.08 კვმ და მე-2 სართულზე - 179.78 კვ.მ) შპს ,,საქართველოს ფოსტის"საკუთრებაში არსებული 435.08 კვმ ფართიდან.

პირობა

ელექტრონული აუქციონის ჩატარების პირობები იხილეთ  ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას  ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების  შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011 წლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებულ წესში.  

ელექტრონული აუქციონში  გამარჯვებული  ნასყიდობის  ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს  შპს ,,საქართველოს ფოსტის” ქონების მართვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, სადგურის მოედანი N2, მე-4 სართული, ოთახი N 477)  და  წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინდ. მეწარმის შემთხვევაში -  დამატებით - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

• იურიდიული პირის შემთხვევაში -  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი წარმოდგენილია სხვა პირის მიერ.

დამატებითი პირობები:

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა,  თანხის  გადახდის  ვადები და სანქციები:

ელექტრონულ  აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის  ორგანოს  მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.        

შპს ,,საქართველოს ფოსტის“ საკუთრებაში არსებული, ელექტრონულ აუქციონზე დასახელებული ქონების გაყიდვისას  გამყიდველსა (ქონების მესაკუთრე)  და მყიდველს (აუქციონში გამარჯვებული) შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ნასყიდობის საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის  იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თავისი ხარჯებით მოახდინოს აუქციონში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

•აუქციონში გამარჯვებულმა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ საკუთრებაში არსებული, ელექტრონულ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო საფასური სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან  -  30  კალენდარული  დღის  ვადაში, ვებ-გვერდზე მითითებულ შესაბამის ანგარიშზე, ამავე ვადაში წარმოუდგინოს გამყიდველს შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.  წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შპს "საქართველოს ფოსტის" ანგარიშზე და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

•აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე  ხელის  მოწერაზე  უარი  განაცხადა.  აღნიშნულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ანგარიშზე და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

.ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებისა და მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად.

;