ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:24:43
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზესტაფონი, ზედა საქარის საბავშვო ბაღის ამორტიზირებული შენობა-ნაგებობები #02 და #03
განაცხადის #:44229DTH100337824
აუქციონის #: 44229
ლოტის #: 1003378
დაწყება/დასრულება: 12/07/2024 14:00 - 10/08/2024 11:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 42GEL
მიმდინარე ფასი : 415.00 GEL
საწყისი ფასი: 415.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 21 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თვითმმართველი ერთეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ზესტაფონის რაიონში / წერეთლის 11
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზედა საქარაქვეყანასაქართველო
ქალაქიზესტაფონისაკადასტრო კოდი32.09.38.010
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი30
ტელეფონის ნომერი0492250764
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
პირობა

აუქციონში  მონაწილეობის  მიღება  შეუძლიათ:

საქართველოს  ან   უცხო  ქვეყნის    ფიზიკურ   ან  იმ იურიდიულ  პირებს, რომელთა  ქონებაშიც   საქართველოს   სახელმწიფოს    ან     ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოს    მონაწილეობის  წილი25 %-ზე ნაკლებია. აუქციონის    დასრულებამდე    ქონების   დათვალიერება   შესაძლებელია    პრივატიზების     განმახორცილებელ  ორგანოსთან  შეთანხმებით,    ზესტაფონის    მუნიციპალიტეტის  მერია  (მისამართი: წერეთლის#11, ზესტაფონის    მუნიციპალიტეტის  მერიის    შენობა,   მე-2 სართული)

 აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს:  შენობა-ნაგებობების  დემონტაჟი,  შესაბამისი თანხმობის მიღებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მეორადი მასალების, სამშენებლო ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან და მის მოწესრიგება/დასუფთავება. ინტერნეტ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო სრული ღირებულება, გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან  არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში. (ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის დასრულების დღიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში).  ქონების საბოლოო სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, გამარჯვებულ პირს არ მიეცემა სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებაზე თანხმობა.

საპრივატიზებო თანხის, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობით, აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი „ბე“ უკან არ უბრუნდება.  განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების (პირობების) შეუსრულებლობისათვის, აუქციონში გამარჯვებულს დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე  ქონების საბოლოო სრული ღირებულების 0,05 % - ის ოდენობით.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის, საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;