ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:29:51
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბუშერას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილიდან მიწისქვეშა მტკნარი წყლის (ჩამოსხმის მიზნით) მოპოვება (კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 100 მ3/წელიწადში).
განაცხადის #:587OTH224
აუქციონის #: 587
ლოტის #: 2
დაწყება/დასრულება: 15/08/2024 12:00 - 15/08/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1200GEL
მიმდინარე ფასი : 10000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი2950030
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაბუშერას მიმდებარე ტერიტორია
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/სადენტიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ: (+995) 32  950 030 ან 1420
მოკლე აღწერილობა

პირობა
საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.
სარგებლობის ლიცენზიის ვადა 2027 წლის 27 თებერვლამდე.
ა) ლიცენზიის მფლობელს, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საწარმოს სტატუსი;
ბ) ლიცენზიის მფლობელმა, ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის კანონმდებლობით დაადგენილი წესით გადაცემა განახორციელოს სპეციალური სტატუსის საწარმოს მქონე პირზე;
გ) სპეციალური საწარმოს სტატუსის გაუქმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შედგენილობაზე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექსპლუატაციის პერიოდში განახორციელოს მუდმივი ჰიდროქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში შეადგინოს წყლის მარაგების ჰიდროგეოლოგიური კვლევების ანგარიში და უზრუნველყოს მისი შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სანიტარული ზონების დაცვა;
თ) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ი) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
კ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
ლ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
მ)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა  რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე ხორციელდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ;
ო) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);
ნ) დაცული იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, „წიაღის შესახებ“, „წყლის შესახებ“ და ”ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, ასევე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

 

;