ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:37:44
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დაბა ბაკურიანში, პარკის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბურთების აპარატის განსათავსებლად
განაცხადის #:163419ZMN100441024
აუქციონის #: 163419
ლოტის #: 1004410
დაწყება/დასრულება: 16/07/2024 17:30 - 21/07/2024 17:30
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1200.00GEL
მიმდინარე ფასი : 1500.00 GEL
საწყისი ფასი: 1500.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 75.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბაკურიანის განვითარების სააგენტო"
მისამართი: ბორჯომის რაიონი / დაბა ბაკურიანი თამარ მეფის ქ. N1
ტელეფონი: 971-
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბორჯომი
კვადრატულობა(მ²)1წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დაბა ბაკურიანი, პარკის ტერიტორიამიწის ფართობი(მ²)1
საკადასტრო კოდი64.30.17.145Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა9 თვეტელეფონის ნომერი595857957
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

დაბა ბაკურიანში, პარკის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბურთების აპარატის განსათავსებლად    

პირობა

პირობები:

1.იჯარის ვადა  განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე;

2.აუქციონში გამარჯვებულმა „იჯარის საგანი“ გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას „იჯარის საგნის“ ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;

3.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში საჭიროებისამებრ დარეგისტრირდეს კომუნალური გადასახდელების გადამხდელ შესაბამის ორგანიზაციებში/უწყებებში;

4.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, ასევე საჭიროებისამებრ საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი და კომუნალური  გადასახადი;

5.მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა–პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება,ასევე მოიჯარე  ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური ექსპლუატაციის, სანიტარულ-ჰიგიენური და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარ საწინააღმდეგო) წესების და ნორმების დაცვა;

6.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოში’’ შესათანხმებლად წარმოადგინოს ატრაქციონის/ობიექტის ფოტოსურათი ვიზულური მხარის შესათანხმებლად. ექსპლუატაციაში გაშვებამდე ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილ ფოტოსურათს. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა ან/და სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’ მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას ან/და ხელშეკრულების  ცალმხრივად შეწყვეტას;

7.მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, განათავსოს ტექნიკურად გამართული, ვიზუალურად მოწესრიგებული, ახალი და უსაფრთხო ატრაქციონი;

8.აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ობიექტის მოწყობისას და შემდგომში საიჯარო ვადის განმავლობაში ოპერირებისას დაიცვას კანონით დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და მოაწყოს ისინი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ტერიტორიაზე სტუმარი (ატრაქციონით მოსარგებლე) მიიღებს რაიმე სახის ტრავმას ან/და სხვა ზიანს, აუქციონში გამარჯვებული პირი ამის შესახებ იღებს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე;

9.მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

10.მოიჯარეს ეკრძალება ობიექტის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და  დამატებითი ობიექტის განთავსება;

11.აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

12.აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს იჯარის საგანი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გასცეს) იპოთეკით ან სხვა რაიმე ფორმით დატვირთოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან’’  წინასწარი შეთანხმების გარეშე;

13.აუქციონზე, ვაჭრობის შედეგად საწყისი საიჯარო ფასის 100%-ით და მეტი თანხით მატების შემთხვევაში, გამარჯვებული ვალდებულია საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე;

14.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ იმ პირს, რომელსაც სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’  მიმართ აქვს გასული წლების საიჯარო ქირის დავალიანება, არ გაუფორმდება იჯარის ხელშეკრულება;

15.იჯარის ვადის გასვლის შემდეგ 5 (ხუთი) დღის ვადაში სრულად მოახდინოს საიჯარო ფართის გამოთავისუფლება;

16.აუქციონზე გამარჯვებულს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის ბოლო თვის/წლის ანგარიშსწორებისას;

17.საიჯარო ქირის არაჯეროვნად გადახდის შემთხვევაში მეიჯარის მიერ შეწყდება ხელშეკრულება და გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები;

18.მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’   ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ყველა ნორმატიულ აქტს;

19.საწყისი თანხა  1500 ლარი შეადგენს 9 თვით სარგებლობაში გადაცემის საფასურს;

20.საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს გრაფიკის შესაბამისად, ხოლო პირველი საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

21.ელექტრონული აუქციონის ხანგრძლივობა (დაწყება/დასრულება) განისაზღვროს აუქციონის გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში;

22.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში  სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან’’  გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება.

აუქციონში  მონაწილეობის მიღებით აუქციონის  მონაწილე  ადასტურებს,  რომ  ის იღებს  ვალდებულებას  გამარჯვების  შემთხვევაში  სრულიად    დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  აუქციონის  პირობები.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.

;