ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 02:33:38
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სუვენირების სარეალიზაციო ჯიხურის სარგებლობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH100443224
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1004432
დაწყება/დასრულება: 16/07/2024 17:30 - 22/07/2024 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 9600GEL
მიმდინარე ფასი : 12000 GEL
საწყისი ფასი: 12000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 360 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)8წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში რესტორან ახალი გემის მიმდებარედბრძანების ნომერი01-02/282
მიწის ფართობი(მ²)8Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2029 წლის 1 იანვრამდეტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 0422 27 88 08 
მოკლე აღწერილობა
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება მეხუთე საიჯარო წლის ბოლო ეტაპად, პირველი წლის სარგებლობის საფასური გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად, ხოლო დანარჩენი თანხა გამარჯვებულმა თანაბარწილად უნდა გადაიხადოს ყოველი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე;

2. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

3. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა წარმოადგენს წლიური სარგებლობის საფასურს;

4. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

7. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

8. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

9. მოიჯარეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები, სსიპ „ბათუმის ბულვართან“ შეთანხმებით;

10. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე) გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე) უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება. დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, საკუთარი ხარჯებით;

12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე) უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

13. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

14. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება (სუვენირების სარეალიზაციო ჯიხური) დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

15. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

16. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

17. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება, სუვენირების ჯიხურისა და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება (მაგ: მოლბერტების, ბრენდირებული/სარეკლამო ქოლგების და ა.შ.)

;