ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 22:19:47
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №5) 2.00 კვ.მ მიწის (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით (ფოტო მომსახურების კუთხის მოწყობა) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:31IMF324
აუქციონის #: 31
ლოტის #: 3
დაწყება/დასრულება: 18/07/2024 16:00 - 26/07/2024 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1188GEL
მიმდინარე ფასი : 2376 GEL
საწყისი ფასი: 2376 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 75 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ცენტრალური პარკი
ბრძანების ნომერიბ14. 14242007მიწის ფართობი(მ²)2
Rs რუკის მხარდაჭერა-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMQIfkMcEwX5X6]FZzfmOq[iVyTaxVVjOoeFEVYoaoJ9სარგებლობაში გადაცემის ვადა365
ტელეფონის ნომერი577 925224
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქ. ბათუმში, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №5)  2.00 კვ.მ მიწის  (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით (ფოტო მომსახურების კუთხის მოწყობა) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა

სარგებლობაში გადაცემის ვადა: 01 (ერთი) წელი

1 (ერთი) წლის  საწყისი სარგებლობის საფასური : 2376,0 ლარი

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის დადების მიზნით. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 05 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის  სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

ქ. ბათუმში, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №5)  2.00 კვ.მ მიწის  (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით (ფოტო მომსახურების კუთხის მოწყობა) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა

პირობა

სააუქციონო პირობები: 

  1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 50 %-ის ოდენობით.
  2.  აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
  3.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობის საფასურის  სრულად გადახდა განახორციელოს შემდეგ ვადაში:  )  გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან პირველი 25%-ის გადახდა 2024 წლის 01 ოქტომბრამდე;  ბ) გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან მეორე 25%-ის გადახდა 2024 წლის 30 დეკემბრამდე.
  4. სარგებლობის ვადა:   1 (ერთი) წელი
  5.  ბათუმის ცენტრალურ პარკში და მომიჯნავე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდება შემდეგი კომერციული  საქმიანობების განხორციელების მიზნით: ა.   ბრენდირებული  ქართული და უცხოური ყავის, ნაყინის  (მათ შორის ჩამოსასხმელის), მინერალური, სასმელი წყლის და  გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების  სარეალიზაციო ობიექტების განთავსების მიზნით;.  საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი ნივთების სარეალიზაციოდ ობიექტების განთავსების მიზნით;.   ყავი, ნაყინისა და ბატი-ბუტის სარეალიზაციო ობიექტის განთავსების მიზნით;.  ფოტო მომსახურების კუთხის სივრცის მოწყობის მიზნით
  6.  თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელები.
  7. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოფს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების  ან/და სხვა უფლებების მოპოვებას;
  8. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;
  9. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული  ვალდებულია განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის  მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.
  10. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;
  11.  ლოტის შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის გამოყენებისას სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში დაიცვას უსაფრთხოების ნორმები - სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების  ან/და სხვა უფლებების მოპოვება;
  12. აუქციონში გამარჯვებული, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით.
  13. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 05 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  აუქციონში გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე- თანხა არ უბრუნდება;
  14. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;
  15. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ (გამონთავისუფლებულ) მდგომარეობაში;
  16.  მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;
  17. მოიჯარეს უფლება არ აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს ( მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქ, ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან წინასწარი თანხმობის გარეშე საიჯარო ქონება
  18. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განათავსოს მესამე პირის რეკლამა.
  19. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება.
;