ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:26:04
კატეგორია: სხვა სახის ავეჯი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში განთავსებული საინფორმაციო დახლი
განაცხადის #:28269BNT100470524
აუქციონის #: 28269
ლოტის #: 1004705
რაოდენობა: 1
დაწყება/დასრულება: 17/07/2024 17:00 - 23/07/2024 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
მიმდინარე ფასი : 10000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება)
ტელეფონი: 995-595796226
თვისებები
ფერითეთრიქვეყანასაქართველო
ქალაქისამტრედიამდგომარეობაკარგი
ავეჯის მწარმოებელისხვარაოდენობა1
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ჯიხაიშიბრძანების ნომერი#66 16.07.2024წ.
გადახდის პერიოდი10ზომის ერთეულიერთეული
ტელეფონის ნომერი599151908; 595796226
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში განთავსებული საინფორმაციო დახლი

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

გასაყიდი ქონება წარმოადგენს ქუთაისის აეროპორტის ტერმინალში განთავსებულ ექსპლუატაციაში ნამყოფ საინფორმაციო დახლს, ავეჯის ძირითადი შემადგენელი მასალა არის ე.წ კორიანის ხელოვნური ქვა (დაახლოებით 41.12 კვ.მ), რომლითაც გაკეთებულია კედლები და ზედაპირი, ასევე შეიცავს მდფ-ის დეტალებს.
პირობა

აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ღირებულებაზე ბიჯის დამატების შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა  ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას საბოლოო საფასურის ნაწილად.

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო გამოსასყიდი  საფასურის გადახდის ვადას.

თუ ქონების შემძენი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის საბოლოო საფასურს, ქონება ბრუნდება განმკარგავის საკუთრებაში.

მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს, აუქციონზე შეძენილი ქონების დემონტაჟი და ტრანსპორტირება. დემონტაჟის დროს არ უნდა დაზიანდეს არსებული ინფრასტრუქტურა და მყიდველმა თავად უნდა განახორციელოს დემონტირებული ქონების განთავსების ადგილიდან არსებული გასასვლელით გატანა.  

თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ქონების განმკარგავ ორგანოში გამოუცხადებლობა მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად და აუქციონიოს შედეგები ძალას კარგავს.

აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავი  სუბიექტის ბიუჯეტში, თუ:

ა) დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში;

ბ )აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ქონების სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ქონების გატანას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუქციონში მონაწილეობის წესების დარღვევის შემთხვევაში.

აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;