ამობეჭდვის თარიღი: 19.07.2024 23:28:29
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.21.01.032) 4.00 კვ.მ მიწის (ნაკვეთი №10) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა მასზე შეთავაზებული (თანდართული) ესკიზის მიხედვით სავაჭრო სარეალიზაციო დახლის განსათავსებლად.
განაცხადის #:33IMF124
აუქციონის #: 33
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 19/07/2024 16:00 - 26/07/2024 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 320GEL
მიმდინარე ფასი : 400 GEL
საწყისი ფასი: 400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზღვისპირა პარკის ტერიტორია
ბრძანების ნომერიბ14. 14242018მიწის ფართობი(მ²)4
საკადასტრო კოდი05.21.01.032Rs რუკის მხარდაჭერა-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსარგებლობაში გადაცემის ვადა150
ტელეფონის ნომერი577 925224
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.21.01.032) 4.00 კვ.მ მიწის (ნაკვეთი №10) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა მასზე შეთავაზებული (თანდართული)  ესკიზის მიხედვით  სავაჭრო სარეალიზაციო დახლის განსათავსებლად.

 

სარგებლობაში გადაცემის ვადა: 5 თვე - 2024 წლის 30 ივლისიდან 30 დეკემბრამდე.

5 (ხუთი) თვის საწყისი სარგებლობის საფასური: 400,0 ლარი

 

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 05 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის  სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.21.01.032) 4.00 კვ.მ მიწის (ნაკვეთი №10) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა მასზე შეთავაზებული (თანდართული)  ესკიზის მიხედვით  სავაჭრო სარეალიზაციო დახლის განსათავსებლად.


პირობა

სააუქციონო პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/„ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით.

2. მოიჯარეს (აუქციონში გამარჯვებულს) გადახდილი ,,ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში.  

3. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია სარგებლობის საფასურის სრულად გადახდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებამდე.

4. სარგებლობის ვადა: 5 თვე - 2024 წლის 30 ივლისიდან 30 დეკემბრამდე..

5. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია სარგებლობაში მიღებული უძრავი ქონება გამოიყენოს შეთავაზებული (თანდარ[1]თული) ესკიზების მიხედვით, სავაჭრო სარეალიზაციო დახლების განსათავსებლად.

6. მოიჯარეს (აუქციონში გამარჯვებულს) უფლება ეძლევა დახლზე განათავსოს წვენისა და ფრეშის ჩამოსახმელი აპარატები, ასევე რეალიზაცია გაუწიოს სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა.

7. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელები.

8. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოფს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების ან/და სხვა უფლებების მოპოვებას, უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვას.

9. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია უზრუნველყოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა[1]პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.

10. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

11. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) დააბრუნოს პირვანდელ - გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში;

12. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

13. მოიჯარეს უფლება არ აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარი შეთანხმების (ნებართვის) გარეშე სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს სარგებლობაში მიღებული ქონება.

14. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განათავსოს მესამე პირის რეკლამა.

15. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება.

16. სავაჭრო სარეალიზაციო დახლების განსათავსებლად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემული ადგილის გაუქმების (შესაბამისი აუცილებლობიდან გამომდინარე) შემთხვევაში, თუ ხდება ამ ადგილის ნაცვლად სხვა ადგილის განსაზღვრა და იჯარის უფლების მქონე არ არის თანახმა, მაშინ სარგებლობის ხელშეკრულება წყდება უპირობოდ, ხოლო თუ თანახმაა - გრძელდება ხელშეკრულების დარჩენილი ვადით.

17. აუქციონში გამარჯვებული, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით.

18. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/„ბე“-ს თანხა არ უბრუნდება;

19. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

 

 

 

 

;