ამობეჭდვის თარიღი: 19.07.2024 23:17:59
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სუვენირებით და სამახსოვრო ნივთების სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჯიხურის და მის განსათავსებლად ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული 3. 00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.21.20.058, ნაკვეთი №16) იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:34IMF224
აუქციონის #: 34
ლოტის #: 2
დაწყება/დასრულება: 19/07/2024 16:00 - 26/07/2024 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 440GEL
მიმდინარე ფასი : 875 GEL
საწყისი ფასი: 875 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზღვისპირა პარკის ტერიტორია
ბრძანების ნომერიბ14. 142420111მიწის ფართობი(მ²)3
საკადასტრო კოდი05.21.20.058Rs რუკის მხარდაჭერა-
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFIMcMNhWOuo[C]BrNgAKIUUe4zn]jmURoJfkeGN[KvzT
სარგებლობაში გადაცემის ვადა365ტელეფონის ნომერი577 925224
;
აღწერილობა
აღწერილობა

სუვენირებით და სამახსოვრო ნივთების სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჯიხურის და მის განსათავსებლად ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული 3. 00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.21.20.058, ნაკვეთი №16)  იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა


სარგებლობაში გადაცემის ვადა: 1  (ერთი) წელი

1 (ერთი) წლის საწყისი სარგებლობის საფასური: 875,0 ლარი

 

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 05  კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის  სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

სუვენირებით და სამახსოვრო ნივთების სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჯიხურის და მის განსათავსებლად ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული 3. 00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.21.20.058, ნაკვეთი №16)  იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა


პირობა

·           სააუქციონო პირობები:

 

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 50 %-ის ოდენობით.

2. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის მთელი წლის სარგებლობის საფასურს.

3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობის საფასურის  სრულად გადახდა განახორციელოს შემდეგ ვადაში:

  )  გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან პირველი 25%-ის გადახდა 2024 წლის 01 ოქტომბრამდე;

  ბ) გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან მეორე 25%-ის გადახდა 2024 წლის 30 დეკემბრამდე.

4. სარგებლობის ვადა: 1 (ერთი) წელი;

5. მოიჯარე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში მიღებული,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ჯიხური და მის განსათავსებლად მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად - სუვენირებისა და სამახსოვრო ნივთების სარეალიზაციოდ.

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელები.

7. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოფს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების  ან/და სხვა უფლებების მოპოვებას,  უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვას.

8. მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია უზრუნველყოს იჯარის ფორმით სარგებლობაში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.

9. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონებით დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

10. აუქციონში გამარჯვებული, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით.

11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 05 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  აუქციონში გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე- თანხა არ უბრუნდება;

12. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

13. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

14. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

15. მოიჯარეს უფლება არ აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში .ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარი შეთანხმების (ნებართვის) გარეშე  სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს სარგებლობაში მიღებული ქონება.

16. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განათავსოს მესამე პირის რეკლამა.

17. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება გარდა ქოლგისა (რომლის ვიზუალური მხარე უნდა შეათანხმოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან) და სკამისა;

18. სუვენირებისა და სამახსოვრო ნივთებით  სავაჭროდ/სარეალიზაციოდ იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემული ადგილის გაუქმების (შესაბამისი აუცილებლობიდან გამომდინარე) შემთხვევაში, თუ ხდება ამ ადგილის ნაცვლად სხვა ადგილის განსაზღვრა და იჯარის უფლების მქონე არ არის თანახმა, მაშინ სარგებლობის ხელშეკრულება წყდება უპირობოდ, ხოლო თუ თანახმაა - გრძელდება ხელშეკრულების დარჩენილი ვადით.

19. ჯარის უფლების მქონეს ეკრძალება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარი შეთანხმების (ნებართვის) გარეშე განახორციელოს სარგებლობაში მიღებულ ჯიხურის ვიზუალური მხარის ცვლილება.

20. იჯარის უფლების მქონე ვალდებულია უზრუნველყოს ჯიხურის მოვლა-პატრონობა, ჯიხურის დაზიანების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს .ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და არაუმეტეს  3 დღის ვადაში მოახდინოს მისი აღდგენა.

 

 

 

;