ამობეჭდვის თარიღი: 27.07.2024 20:52:59
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს `საქაერონავიგაციის” ბალანსიდან ჩამოწერილი წყალტუბოს რაიონში, კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომზე (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 9435 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ # 29.11.35.053) განთავსებული შენობა-ნაგებობის (#1, საერთო ფართით 94 კვ.მ) დემონტაჟისა და სამშენებლო ნაგავის ტერიტორიიდან გატანის მიზნით მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვა (პირობებით)
განაცხადის #:45989BQ100633824
აუქციონის #: 45989
ლოტის #: 1006338
დაწყება/დასრულება: 24/07/2024 12:00 - 31/07/2024 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 180GEL
მიმდინარე ფასი : 600.00 GEL
საწყისი ფასი: 600.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქაერონავიგაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი; 0158
ტელეფონი: 995-322744212
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომიქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიმიწის ფართობი(მ²)9435.00
შენობის ფართობი(მ²)94.00საკადასტრო კოდი29.11.35.053
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
შეფასების თანხა600ტელეფონის ნომერი577114445; 577223311
;
აღწერილობა
აღწერილობა
წყალტუბოს რაიონში, კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომზე (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 9435 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ # 29.11.35.053) განთავსებული შენობა-ნაგებობა (#1, საერთო ფართით 94 კვ.მ) აშენებულია გასულ საუკუნეში. კედლის მასალად გამოყენებულია წითელი აგური (სავარაუდოდ - ქართული აგური), სახურავის კონსტრუქციად გამოყენებულია რკინა ბეტონის ე.წ. ფერმები, რომელიც დაფარულია რკინა-ბეტონის ფილებით. შენობის ტიხრები დანგრეულია, სახურავი დაზიანებულია და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებას განიცდის.
დემონტაჟის შედეგად სავარაუდოდ მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები მოიცავს წითელი აგურს - 6000 ცალს; რკინა ბეტონის ფერმას - 5 ცალს; რკინა ბეტონის ფილას 6 ცალს.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობაშპს `საქაერონავიგაციის”  ბალანსიდან ჩამოწერილი წყალტუბოს რაიონში, კოპიტნარის ს/დ #1 აეროდრომზე (ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 9435 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ # 29.11.35.053) განთავსებული შენობა-ნაგებობის (#1, საერთო ფართით 94 კვ.მ) დემონტაჟისა და სამშენებლო ნაგავის ტერიტორიიდან გატანის მიზნით მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვა პირობებით
პირობა
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება.
იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეებს გადახდილი საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შპს ’საქაერონავიგაციის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს ან შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“ ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონზე შეძენილი ქონების მთლიანი საფასურის გადახდიდან 7 დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი საგარანტიო  თანხა არ უბრუნდება.
თუ აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის აუქციონში მის მიერ დასახელებულ თანხას, მას ერთმევა  გამარჯვებულის სტატუსი, ხოლო საგარანტიო სახით გადახდილი თანხა არ უბრუნდება.
ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდება აუქციონის დასრულების  შემდეგ.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული  დღის ვადაში წარმოადგინოს დემონტაჟის პროექტი (დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი - გრაფიკით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შენობის შემოღობვის, სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით).
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის დასუფთავება და მოსწორება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ  დემონტაჟის ნებართვის გაცემიდან, ნებართვით დადგენილ ვადებში.
სააუქციონო პირობებისა და დემონტაჟის ნებართვით დადგენილი ვადების დარღვევის შემთვევაში, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება ჯარიმა, ყოველ გადაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;