|
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სუვენირების სარეალიზაციო ჯიხურის სარგებლობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH100697024 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 1006970 დაწყება/დასრულება: 23/07/2024 17:30 - 29/07/2024 12:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 9600GEL
მიმდინარე ფასი :
12000 GEL
საწყისი ფასი: 12000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 360 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქალაქი | ბათუმი | კვადრატულობა(მ²) | 8 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში საჩოგბურთო კლუბის მიმდებარედ | ბრძანების ნომერი | 01-02/289 | მიწის ფართობი(მ²) | 8 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2029 წლის 1 იანვრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0422 27 88 08 |
პირობა | 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება მეხუთე საიჯარო წლის ბოლო ეტაპად, პირველი წლის სარგებლობის საფასური გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად, ხოლო დანარჩენი თანხა გამარჯვებულმა თანაბარწილად უნდა გადაიხადოს ყოველი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე; 2. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 3. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა წარმოადგენს წლიური სარგებლობის საფასურს; 4. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; 5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 7. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 8. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 9. მოიჯარეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები, სსიპ „ბათუმის ბულვართან“ შეთანხმებით; 10. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე) გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე) უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება. დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, საკუთარი ხარჯებით; 12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (2029 წლის 1 იანვრამდე) უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 13. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 14. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება (სუვენირების სარეალიზაციო ჯიხური) დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში; 15. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 16. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 17. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება, სუვენირების ჯიხურისა და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება (მაგ: მოლბერტების, ბრენდირებული/სარეკლამო ქოლგების და ა.შ.) |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |