ამობეჭდვის თარიღი: 27.07.2024 20:27:24
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად (5-ე სექტორი შ)
განაცხადის #:39307DFH100714124
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1007141
დაწყება/დასრულება: 24/07/2024 17:30 - 30/07/2024 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 8960GEL
მიმდინარე ფასი : 11200 GEL
საწყისი ფასი: 11200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 336 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში, შ. ხიმშიაშვილის N24-ში მდებარე აკვაპარკის მოპირდაპირედ (სექტორი 5, შუა ნაწილის მარჯვენა მხარე)
ბრძანების ნომერი01-02/295მიწის ფართობი(მ²)800
საკადასტრო კოდი05.24.01.009Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2025 წლის 01იანვრამდეტელეფონის ნომერი0422278808
;
აღწერილობა
აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა  განათავსოს საპლაჟო ინფრასტრუქტურა 800  კვ.მ-ზე ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე  (სექტორი 5)
მოკლე აღწერილობა

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  0422 27 88 08
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2025 წლის 01 იანვრამდე საფასურს;

5. ქონების სარგებლობაში მიმღბი შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

9. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

10. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

12. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი), სადაც ერთი ერთეული შეზლონგისა და ქოლგის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს;

13. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს დამსვენებელთათვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა;

14. მოიჯარე ვალდებულია სექტორზე განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება მომსახურეობის ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ბანერის ვიზუალური მხარე უნდა შეთანხმდეს ბათუმის ბულვართან;

15. მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად და არ გასცდეს ხელშეკრულებთ გადაცემული ქონების საზღვრებს;

16. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 

17. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

18. მოიჯარე ვალდებულია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში განათავსოს ორ განყოფილებიანი გასახდელი, რომლის დიზაინი უნდა შეათანხმოს სსიპ ბათუმის ბულვართან; 

19.მოიჯარე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე, არაუმეტეს 5 კვ.მ-ზე, განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები (საბბორდები).

20. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

21. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 

22. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

23. მოიჯარეს ეკრძალება საიჯარო ტერიტორიის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება;

;