ამობეჭდვის თარიღი: 27.07.2024 20:50:34
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში გასართობი აპარატის განსათავსებლად
განაცხადის #:39307DFH100790324
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1007903
რაოდენობა: 1
დაწყება/დასრულება: 26/07/2024 17:30 - 01/08/2024 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1120.00GEL
მიმდინარე ფასი : 1400 GEL
საწყისი ფასი: 1400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 42 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)1წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კობალაძის ქუჩის გასწვრივრაოდენობა1
ბრძანების ნომერი01-02/297სარგებლობაში გადაცემის ვადა2025 წლის 01 იანვრამდე
ტელეფონის ნომერი0422 27 88 08მიწის ფართობი(მ²)1
Rs რუკის მხარდაჭერა-
;
აღწერილობა
აღწერილობააუქციონში გამარჯვებულს უფლება ეძლევა ბათუმის ბულვარში განათავსოს გასართობი აპარატი
მოკლე აღწერილობა

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 0422 27 88 08
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2025 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, განათავსოს 1 ერთული გასართობი აპარათი;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში შესათანხმებლად წარმოადგინოს განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას);

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

10. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

11. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

14. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

15. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

16. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

17. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

18. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

19. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;

;