ამობეჭდვის თარიღი: 18.08.2024 10:18:03
კატეგორია: სხვა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გამონაცვალი მეორადი აკუმულატორები
განაცხადის #:44163DTB101144424
აუქციონის #: 44163
ლოტის #: 1011444
რაოდენობა: 510
დაწყება/დასრულება: 08/08/2024 16:00 - 19/08/2024 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 350GEL
მიმდინარე ფასი : 1.70 GEL
საწყისი ფასი: 1.70 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 0.30 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს საქართველოს მელიორაცია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გ. გულუას ქუჩა N6
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ცოტნე დადიანის ქუჩაქვეყანასაქართველო
ქალაქიხობირაოდენობა510
გადახდის პერიოდი10ზომის ერთეულიკილოგრამი
ტელეფონის ნომერი597 08 70 08
;
აღწერილობა
პირობა

·  აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტთან იდება შავი ლითონის(ჯართი) ნასყიდობის ხელშეკრულება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

·  ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 10 სამუშაო დღეში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს რეალიზებული ქონების მთლიანი ლოტის დარჩენილი ფასის (აუქციონზე საბოლოო დაფიქსირებულ მთლიან ლოტის ფასს მინუს „ბე“-ს თანხა) გადახდა, რის შემდეგაც უფლება ექნება დაიწყოს რეალიზებული ქონების გატანა დისლოკაციის ადგილიდან, კომპანიის თანამშრომლების თანდასწრებით.

·   აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო წონის მთლიანი (აუქციონზე საბოლოო დაფიქსირებულ მთლიან ლოტის ფასი) ღირებულების სრულად გადახდიდან 30კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს რეალიზებული ქონების  სრული მიღება და დისლოკაციის ადგილიდან გატანა.

· თუ ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულმა არ გადაიხადა, ან ვერ უზრუნველყო საბანკო გარანტიის წარმოდგენა აუქციონზე რეალიზებული ქონების სავარაუდო წონის ფასის მთლიან (აუქციონზე საბოლოო დაფიქსირებულ მთლიან ლოტის ფასს მინუს „ბე“-ს თანხა) ღირებულებაზე ან/და უარს აცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ აუქციონის შედეგები ჩაითვლება ბათილად და „ბე“-ს თანხა არ დაბრუნდება ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს.

·  ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შპს ”საქართველოს მელიორაციის” მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად. კერძოდ, თუ რეალიზებული ქონების აწონვის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები ოდენობა, ,,მყიდველი” ,,გამყიდველს” / ,,გამყიდველი”-,,მყიდველს” გადაუხდის / დაუბრუნებს სხვაობის თანხას. გამყიდველის” მიერ  გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება რეალიზებული ქონების ფასში საბოლოო  ანგარიშსწორებისას.

·  აუქციონში გამარჯვებული საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს რეალიზებული ქონების დატვირთვა-გადმოტვირთვას, ტრანსპორტირებასა.

·  რეალიზებული ქონების გატანის ვადა - თუ მყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო წონის მთლიანი ღირებულების სრულად გადახდიდან  30 დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს რეალიზებული ქონების სრულად მიღებას (გატანას გამყიდველის ტერიტორიიდან), მაშინ ,,მყიდველს“ დაეკისრება რეალიზებული ქონების შენახვის ხარჯი, ჯართის მთლიანი სარეალიზაციო ღირებულების 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

თუ ინტერნეტ აუქციონში გამოვლენილი გამარჯვებული ნებისმიერი მიზეზით უარს აცხადებს ქონების განმკარგავ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ან/და საბოლოო ანგარიშსწორებაზე და ამ ქმედებით ქონების განმკარგავ ორგანიზაციას მიადგება ზიანი, ინტერნეტაუქციონში გამოვლენილი გამარჯვებული ვალდებულია ქონების განმკარგავ ორგანიზაციას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებული მთლიანად რეალიზებული ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით, ინტერნეტ აუქციონში გამოვლენილი გამარჯვებულის მიერ წინასწარ გადახდილ საგარანტიო თანხის (ბე) გამოკლებით.

ვალდებულება:

მეორადი აკუმულიატორების/ბატრეების შეძენის მსურველმა საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად უნდა წარმოადგინონ სახიფათო ნარჩენების (მეორადი აკუმულიატორების/ბატრეების) დამუშავების ან წინასწარი დამუშავების ან აღდგენის ან განთავსების შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულება შესაბამისი სახიფათო ნარჩენების დამუშავების ან წინასწარი დამუშავების ან აღდგენის ან განთავსების ნებართვის მქონე ორგანიზაციასთან და აღნიშნული ორგანიზაციის შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ.

ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მოკლე აღწერილობა

შპს "საქართელოს მელიორაციის"  საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამონაცვალი მეორადი აკუმულიატორები (ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი).

საწყისი ფასი მითითებულია 1 კილოგრამის.

საწყობში განთავსებულია სხვადასხვა ტიპის მეორადი აკუმულიატორი, რომლის სავარაუდო წონა შეადგენს 510 კგ. ზუსტი წონა დადგინდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტით (მიწონვით).

აღწერილობა

სარეალიზაციო ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონი: კახაბერ ჭურაძე 577 08 19 17

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

;