ამობეჭდვის თარიღი: 17.08.2024 12:12:57
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2-ში/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში პირველ სართულზე მდებარე 927.62 კვ.მ ფართი, მეორე სართულზე მდებარე 891.81 კვ.მ. ფართი, მესამე სართულზე მდებარე 775.14 კვ.მ. ფართი, მეოთხე სართულზე მდებარე 793.78 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქალაქ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:2190BV124
აუქციონის #: 2190
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024072379806
დაწყება/დასრულება: 12/08/2024 14:00 - 26/08/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 665000GEL
მიმდინარე ფასი : 6650000 GEL
საწყისი ფასი: 6650000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-შიკონდიციონერი-
საქმის ნომერი2024072379806ბრძანების ნომერი1/1-4540
საკადასტრო კოდი01.16.06.042.003.01.504; 01.16.06.042.003.01.502Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიბუხარი-
ავეჯი-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-გათბობა-
სათავსო-გადახდის პერიოდი60
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა75ტელეფონის ნომერი1420
ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

01.16.06.042.003.01.504

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMpjzAdhGwMX9z9zSOmTFV0DmQBvSu7oqcyKiz6yD6qC

01.16.06.042.003.01.502

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPSWSUQjgXFfsnXjADso7aKg9NHwJK7PD7z6ToYPjtD7

 

შენიშვნები:

1. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge.
2. საპრივატიზებო უძრავი ქონებები ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
3. N01 შენობა-ნაგებობის მდგრადობის შესახებ 20.02.2023 წელს მომზადებული იქნა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ N001164223 დასკვნა. (იხ. დანართი N2 საინჟინრო დასკვნა). 

 

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

მოკლე აღწერილობა927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 
პირობა

ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) თვის  ვადაში.

ბ)  პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  უძრავ ქონებაზე  შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით  სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების (რაც შესაძლოა მოიცავდეს, საპრივატიზებო ქონების სადემონტაჟო სამუშაოებს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას) განხორციელების მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში.

გ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულებების შესრულებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში N 01.16.06.042.003.01.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით.


 საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში  (მიმაგრებულ ფაილებში )  

 

საპრივატიზებო უძრავი ქონების დამატებით სახელშეკრულებო (არასაპრივატიზებო) პირობად განისაზღვროს - „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ, N01.16.06.042.003.01.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობისათვის (თავშესაფრისათვის) ფუნქციის მუდმივად (სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის არსებობის ვადით) შენარჩუნება და  საჭიროების შემთხვევაში,  სახელმწიფოს მიერ აღნიშნული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.


„ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე   სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს  ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

;