ამობეჭდვის თარიღი: 01.09.2024 13:23:18
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი წონიარისში მდ. „აჭარისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა 108 870კუბური მეტრი.
განაცხადის #:13CYJ124
აუქციონის #: 13
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 23/09/2024 12:00 - 23/09/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 33200GEL
მიმდინარე ფასი : 109485 GEL
საწყისი ფასი: 109485 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10948.50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ბრძანების ნომერი01-01-3/270ქვეყანასაქართველო
ქალაქიქედაქუჩა(დასახელება/ნომერი)ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი წონიარისი
მიწის ფართობი(მ²)54435Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი0422273510
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 0422273510(137);  577 90 60 26 ლელა ზოიძე.

მოკლე აღწერილობა

ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი წონიარისში მდ. „აჭარისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“  კატეგორია P2

მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა 108 870 მ3

სალიცენზიო ობიექტის ფართობი 54 435კვადრატული მეტრი.

ლიცენზიის სარგებლობის ვადა 5 წელი.

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს.

პირობა

1. სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები კონკრეტული ობიექტის სარგებლობისათვის:

. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე შეადგინოს წიაღით სარგებლობის დოკუმენტაცია ამ დანართის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის შესამამისად;

. მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;

. გეოდინამიკური სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტის მთელ ფართობზე საშუალო წლიური მოპოვების სიღრმე (სიმძლავრე) არ უნდა აღემატებოდეს 2,0 მ-ს;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონით გათვალისწინებულ ნორმას.

. ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის კოორდინატების თვალსაჩინოდ მონიშვნა.

. ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;

. ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით;

. ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

. ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

. ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. დაიცვას „ტექნიკური რეგლამენტის-წიაღით სარგებლობისათვის“ დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის, წიაღთ სარგებლობის პროექტის, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (N1-01, 1-02, 1-03, 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N271 და „კარიერების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N450 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ს/ს ენერგოპროჯორჯიას 2024 წლის 03 ივნისის N50033464 წერილით და ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2024 წლის 23 მაისის N08/295 წერილის საფუძველზე დადგენილი პირობები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

. თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

. დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები,

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“ მე-16 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში წარადგინოს ტრანსპორტის შესასვლელი და გამოსასვლელი სქემატური ნახაზი და გზის საფარის მოწყობა განახორციელოს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში.

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის N100 ბრძანებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 4 აპრილის N794 წერილის შესაბამისად: საავტომობილო გზაზე, სადაც განხორციელდება მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სხვადასხვა კომუნიკაციების არხებთან მათ შორის ხაზობრივი ნაგებობები ( რეგისტრირებული და/ან დაურეგისტრირებული) ახალი სამუშაოების წარმოების დროს დაიცვას შემდეგი პირობები:

. მკაცრად იქნას დაცული ხაზობრივი ნაგებობების ხელშეუხებლობა;

. არ შეუქმნას საფრთხე არსებულ კომუნიკაციას და უზრუნველყოს კომუნიკაციის უსაფრთხოება;

. შეუფერხებლად და შეზღუდვის გარეშე უზრუნველყოს ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის წარმომადგენლის კომუნიკაციასთან მისვლა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება;

. კომუნიკაციის დაცვის ზონაში სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია აცნობოს მესაკუთრეს და სამუშაოები აწარმოოს მისი თანხმობით.

. ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობის კომპანის ყოველგვარი საფრთხის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს კაბელით სარგებლობა, მათ შორის სტიქიური უბედურების დროს 3 (სამი) დღის ვადაში,

. ლიცენზიის მფლობელის საქმიანობიდან გამომდინარე კომუნიკაციის გადატანის შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოები განხორციელდეს ლიცენზიანტის ხარჯით.

4. დამატებითი პირობა: საქართველოს მთავრობის 2024 წლის 01 აგვისტო N1085 განკარგულებით განისაზღვრა დამატებითი სალიცენზიო პირობები, რომლის თანახმად ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში არ გაასხვისოს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის 50% და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს მისი გადაცემა განსაზღვრული ფასის (ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი სააუქციონო ფასის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლისა და რესურსის მოპოვებისათვის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადასტურებული საჭირო თანხის ჯამი) შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე პროექტსა და ბათუმი (ანგისა) ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტს.

 

 

 

 

გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

 

აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

 

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

 

ბეუკანდაბრუნებასარექვემდებარებათუ:

 

. გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

. მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დაადებს მინიმუმ ერთ ბიჯს).

 

 

;