ამობეჭდვის თარიღი: 01.09.2024 08:18:53
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 1932.00 კვ.მ. და 536.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
განაცხადის #:2237BV124
აუქციონის #: 2237
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024082179927
დაწყება/დასრულება: 21/08/2024 16:30 - 04/09/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 8700GEL
მიმდინარე ფასი : 29500.0000 GEL
საწყისი ფასი: 29000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიფოთიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ფოთი, ლარნაკას ქუჩა
საქმის ნომერი2024082179927ბრძანების ნომერი1/1-4769
საკადასტრო კოდი04.01.03.1048; 04.01.03.1045Rs რუკის მხარდაჭერა-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1892სარგებლობაში გადაცემის ვადა5
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

04.01.03.1048

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPS[pgppg03vnnjfTWPAdCpqqbPueTXFKz6wX8NfKdnU

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCH71cvv8GoXzMkxv]L9A5oUwdrF9lPLdI5oF4]tv2Do

04.01.03.1045

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJymmdDDbu]K0Az2yPKx9LTHCOftSRrO1zqzAoacOZBe

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFI3NpDT2OWqTIGwWo68[r0oDn8tXz9jynDznFM40GnJG

 

შენიშვნა

ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა ყოველწლიურად, ყოველიწლის 31 დეკემბრამდე. 

ბ) მეიჯარე  უფლებამოსილია, შეწყვიტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე, რაზეც 1 (ერთი) თვით ადრე მოიჯარეს უნდა გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება. ამ შემთხვევაში, მოიჯარის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება. 

გ) სარგებლობაში გადაცემის ვადა (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან) -5 წელი.  

დ) საწყისი  წლიური სარგებლობაში გადაცემის საფასური -29 000 ლარი. 

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას.

ვ)საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის  შემთხვევაში სარგებლობის  უფლების  მიმღების  მიერ  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 

ზ)  იჯარის უფლებით უძრავი ქონების გადაცემა არ ითვალისწინებს მასზე მყარი შენობების განთავსების შესაძლებლობას;

თ)სარგებლობაში გადასაცემ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №04.01.03.1048) განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს სარგებლობაში გადაცემის საგანს

ი) ობიექტს  (საკადასტრო კოდი: №04.01.03.1048) იყენებს  პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე. 

კ)მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №04.01.03.1045) გადის შპს სოკარ ჯორჯია გაზი-სამეგრელოს საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა (მილსადენი) ს/კ 04.00.115.

ლ)სარგებლობაში გადასაცემ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №04.01.03.1045) (25.00 კვ.მ) ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 

მ)სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთები მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს. სს „საქართველოს რკინიგზის“ წერილი იხილეთ დანართში N1.

ნ)ობიექტები მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ31-ის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება. 

ო) მიწის ნაკვეთები მდებარეობს საწარმოო ზონაში (იზ-1).

პ)სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №04.01.03.1045) მიმდებარედ განთავსებულია დ=500 მმ-იანი წყალმომარაგების ქსელი.შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წერილი იხილეთ დანართში N2.

 

 

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ  ორგანოსთან შეთანხმებით;

2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”;                    

ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით;                     

გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

3 .სარგებლობის  უფლების  მიმღები   ვალდებულია  ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” აუქციონის ჩატარებიდან 45  კალენდარული დღის  ვადაში.

4, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა1932.00 კვ.მ. და 536.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთები
პირობა 
;