ამობეჭდვის თარიღი: 01.09.2024 08:17:40
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ფოთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N43-ში მდებარე 52539.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01-N04 შენობა-ნაგებობა და ქალაქ ფოთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ს/ქ N17-ში მდებარე 2111.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:2242BV124
აუქციონის #: 2242
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024082379934
დაწყება/დასრულება: 23/08/2024 17:00 - 06/09/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 285000GEL
მიმდინარე ფასი : 2850000 GEL
საწყისი ფასი: 2850000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიფოთი
საქმის ნომერი2024082379934ბრძანების ნომერი1/1-4812
საკადასტრო კოდი04.01.04.991; 04.01.04.983Rs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-გადახდის პერიოდი730
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა745ტელეფონის ნომერი1420
ქონების ტიპიუძრავი ქონებაქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ფოთი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა N43 და ქალაქი ფოთი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, ს/ქ N17
;
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა 52539.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01-N04 შენობა-ნაგებობა და 2111.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 
პირობა    ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია : 

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) საპრივატიზებო თანხის 25%-ის გადახდა, არაუგვიანეს 2024 წლის 25 დეკემბრისა;

ა.ბ) საპრივატიზებო თანხის 50%-ის გადახდა, არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა;

ა.გ) საპრივატიზებო თანხის 75%-ის გადახდა, არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა;

ა.დ) საპრივატიზებო თანხის სრულად გადახდა, არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრისა;

ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მის ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამშენებლო სამუშაოების (რაც შესაძლოა  მოიცავდეს სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის  უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) განხორციელებას) მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე   სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს,,ბ“ პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

 

 საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში     (მიმაგრებულ ფაილებში ) 
აღწერილობა

04.01.04.991

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOm5yAHgDOTZV0P0KqJL4LeMTFIQNkFk5JOazCRVJiUu

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFErM8FCi2yCJIET2BSJFfZhPq62lwxsgEm1j22seW8NG

 

04.01.04.983

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLBccXwaXE4C6Ek0PaIEOVp]q4ReE[sGx396[3tt8dVd

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFtHOh0KsKQSjEEDgKuGbwyok]2l1IZ2v9ybWAp84Ykr

 


შენიშვნა:  

1.საპრივატიზებო ობიექტს (საკადასტრო კოდი N04.01.04.991) იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.  

2.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს, შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ნებისმიერი სამშენებლო პროექტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“. 

 3.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს საწარმოო ზონაში (იზ - 1). 

 4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი N04.01.04.991) 8661.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

 

 

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”

ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით

გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420

6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

;