|
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქ. თბილისში, შავნაბადაზე მდებარე 01.18.13.027.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2684 კვ.მ მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:923FJM124 აუქციონის #: 923 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: იჯარა დაწყება/დასრულება: 08/10/2024 15:00 - 18/10/2024 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 2490GEL
დასრულების დრო: 18.10.2024 15:00:00
გაყიდვის ფასი : 830.0000 GEL
საწყისი ფასი: 820 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს „ჯიარ ქონების მართვა“ მისამართი: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15 ტელეფონი: 971-322199347 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქალაქი | თბილისი | კვადრატულობა(მ²) | 2684 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. თბილისი, შავნაბადა | საქმის ნომერი | იჯარა | საკადასტრო კოდი | 01.18.13.027.006 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 1 წელი | ტელეფონის ნომერი | 2199347 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საწყისი ფასის ველში მითითებული თანხა წარმოადგენს ქონების ერთი თვის საიჯარო ქირის ღირებულებას. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15. საკონტაქტო ტელეფონი: აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით - 2 601 601; ინფორმაცია ქონების შესახებ - 2 19 93 47; მობ. 591 199559 |
მოკლე აღწერილობა |
ქ. თბილისში, შავნაბადაზე მდებარე, 01.18.13.027.006 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2684 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესითდროებით სარგებლობაში 1 ( ერთი) წლის ვადით,(შემდგომი გაგრძელების უფლებით, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) წლისა), იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
|
პირობა |
განსაკუთრებული პირობა:
აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ფორმდება ხელშეკრულება ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, არსებითად თანდართული ხელშეკრულების სახით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (იხილეთ „მიმაგრებული ფაილები“).
საიჯარო მიწის ნაკვეთზე გადის სხვა კომპანიის საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ლიანდაგი, რომელზეც შპს „ ჯიარ ქონების მართვა“-ს არ აქვს მოპოვებული სარგებლობის უფლება.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: იმის გათვალისწინებით, რომ იჯარით გადასაცემ მიწის ნაკვეთზე არსებული ჩიხის ლიანდაგის ორივე მხარეს განთავსებულია სს „საქართველოს რკინიგზის“ თბილისის სცბ-ს სამმართველოს ბალანსზე რიცხული მაგისტრალური და სასიგნალო კაბელები, შესაბამისად მომავალმა მოიჯარემ უძრავი ქონების ფარგლებში დაგეგმილი ნებისმიერი სახის მიწის სამუშაოების წარმოება, წინასწარ უნდა შეათანხმოს სს „ საქართველოს რკინიგზის“ სცბ-ს სამმართველოსთან;
იმის განთვალისწინებით, რომ იჯარით გადასაცემ მიწის ნაკვეთის სიახლოვეს განთავსებულია სს „ საქართველოს რკინიგზის“ აღმოსავლეთ ელ. მომარაგების სამმართველოს ბალანსზე რიცხული საკონტაქტო ქსელის საკიდი, შესაბამისად მიწის ნაკვეთის სარგებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნას საყრდენებთან მისასვლელი გზა არანაკლებ 8 მეტრი.;
საიჯარო ტერიტორიაზე დაიცვას საგაბარიტო ზომები;
დაიცვას საქართველოში მოქმედი, ტექნიკურ ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულაციების აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციების, სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები;
იჯარით გადაცემულ ქონებაზე ნებისმიერი სახის სამუშაოების დაწყებამდე, შესაბამისი პროექტი, წინასწარ წერილობით შეათანხმოს შპს „ ჯიარ ქონების მართვა“-სთან და სს „ საქართველოს რკინიგზა“-სთან.
გ გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმ შემთხვევაში თუ დარეგისტრირდებით აუქციონში (შეიტანთ საგარანტიო თანხას მოცემულ ლოტზე) და შემდგომ არ მიიღებთ ვაჭრობაში მონაწილეობას (არ განახორციელებთ არცერთი ბიჯის დადებას),აღარ დაგიბრუნდებათ (დაგეკარგებათ) თქვენს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე-ს თანხა).
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |