|
კატეგორია:
CITES ლიცენზიები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა დაფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია
განაცხადის #:115691QUI101528924 აუქციონის #: 115691 ლოტის #: 1015289 რაოდენობა: 25 დაწყება/დასრულება: 27/09/2024 12:00 - 27/09/2024 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 3116.94GEL
დასრულების დრო: 27.09.2024 18:00:00
გაყიდვის ფასი : 33186.3400 GEL
საწყისი ფასი: 30169.4 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 3016.94 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150 ტელეფონი: 995-2439512 |
თვისებები
|
ბრძანების ნომერი | 480/ს | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 25 | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დავით აღმაშენებლის გამზირი N 150 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ზომის ერთეული | ტონა | ტელეფონის ნომერი | 577460516 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონულ აუქციონს. |
პირობა | აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. ბე-ს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში და ამ მიზეზით არ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია. ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) სოჭის გირჩის მოპოვება განახორციელოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს თლუღის ყოფილი სატყეო უბნის მე-14 კვარტლის N 1; 2; 4; 6; 8 ლიტერებში. მოსაპოვებელი რესურსის ოდენობად განისაზღვროს წლიურად 5 ტონა (ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი). ბ) დაიცვას სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვები მოცულობა (კვოტა), რომელიც ყოველწლიურად დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ; გ) სალიცენზიო ფართობზე სოჭის გირჩის დამზადება აწარმოოს სექტემბერ-ოქტომბერში; დ) კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში დაიცვას სალიცენზიო ფართობი უკანონო ტყით სარგებლობისაგან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ; შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად, 1 სექტემბრამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მიმართოს ტყის მართვის ორგანოს სალიცენზიო ფართობის გადმობარების, ხოლო 1 ნოემბრამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა - გადაბარებისათვის; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ასევე უზრუნველყოს გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით დაბრუნება ლიცენზიის ვადის ამოწურვის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში; ე) უზრუნველყოს გირჩის კრეფის დროს ხეების დაზიანებისგან დაცვა; ვ) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს განახორციელოს სატყეოსამეურნეო ღონისძიებები (გარდა სამეურნეო ჭრებისა); სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები ტარდება ლიცენზიის მფლობელის შეტყობინების შემდეგ; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, გადაიხადოს სოჭის გირჩით სარგებლობის რეგულირების საფასური; თ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს წლიური ანგარიში. ი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, მოპოვებული სოჭის გირჩიდან მიღებული არაუმეტეს 10 000 სოჭის ნერგის გაშენებისათვის საჭირო სოჭის თესლი უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამისი პროექტის/სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ პირს. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |