ამობეჭდვის თარიღი: 21.12.2024 19:06:17
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული 738.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა
განაცხადის #:2251BV124
აუქციონის #: 2251
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024082979962
დაწყება/დასრულება: 30/08/2024 10:50 - 13/09/2024 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12570GEL
დასრულების დრო: 13.09.2024 17:00:00
გაყიდვის ფასი : 21555.0000 GEL
საწყისი ფასი: 21255 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 300 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიქუთაისიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ქუთაისი, თაბუკაშვილის ქუჩა N4-ის მიმდებარედ
საქმის ნომერი2024082979962ბრძანების ნომერი1/1-4888
საკადასტრო კოდი03.05.26.188Rs რუკის მხარდაჭერა-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა5542ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
სარგებლობაში გადაცემის ვადა15საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFI3EpwpDbhF9jXaxU[Owb2VLS[KlIboQARTL6JcY6jEq
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა:

ა)სარგებლობაში გადაცემის ვადა (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან) -15 წელი. 
 
ბ) სარგებლობის მესამე წლიდან გადასახდელი საწყისი ყოველწლიური საიჯარო ქირა -21 255 ლარი. 

გ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას. 

დ)საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის  შემთხვევაში სარგებლობის  უფლების  მიმღების  მიერ  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში და მოიჯარის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება. 

ე) იჯარის უფლება არ ითვალისწინებს გადაცემულ ქონებაზე მიწასთან მყარად/უძრავად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების განთავსების შესაძლებლობას.

 ვ)ობიექტს იყენებენ პირები მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 

ზ) სარგებლობაში გადასაცემ ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს სარგებლობაში გადაცემის საგანს. 

თ)ობიექტზე გადის შპს „ახალი ქსელების“ საკუთრებაში არსებული N03.00.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (საკომუნიკაციო ნაგებობა).

 

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ  ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”;                     
ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით;                      
გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. 
3 .სარგებლობის  უფლების  მიმღები   ვალდებულია  ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” აუქციონის ჩატარებიდან 45  კალენდარული დღის  ვადაში. 
4, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა738.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა 



პირობა

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა შემდეგი სახით:

ა.ა)შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში  - ყოველწლიურად 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, იჯარის უფლების მოქმედების პერიოდში – ყოველწლიურად აუქციონზე განხორციელებული ვაჭრობის (საწყისი საიჯარო ქირა  21 255 (ოცდაერთი ათას ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარი) შედეგად განსაზღვრული ოდენობით;  

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საიჯარო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (მათ შორის, ცერებრალური დამბლისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების)მომსახურებისათვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ან/და მისი ნაწილის რემონტს და სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვას) და ამავე სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირების დაწყება;

გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის დანახარჯის/ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

 დ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ცენტრის პროფილის შენარჩუნება შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

მოსარგებლე ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ ვადას და რომელიც მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს „ა-დ“ პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის პირობების შესრულებას (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

;