ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 09:18:02
კატეგორია: სამონადირეო ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია
განაცხადის #:115691QUI101630924
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 1016309
დაწყება/დასრულება: 02/10/2024 12:00 - 02/10/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 825GEL
მიმდინარე ფასი : 6250 GEL
საწყისი ფასი: 6250 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 625 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150
ტელეფონი: 995-2439512
თვისებები
ბრძანების ნომერიN 489/სქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)დავით აღმაშენებლის 150
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი577460516
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ჯუმათის სატყეო უბნის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლებში 625 ჰა ფართობზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონს

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ბე-ს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში და ამ მიზეზით არ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია.

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

 აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით განსაზღვრული სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მფლობელისათვის განსაზღვრული სალიცენზიო პირობები და შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები (ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია):

ა) უზრუნველყოს სამონადირეო სავარგულით ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ პრიორიტეტული სარგებლობა „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად და ამ მიზნით, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში ასახოს შესაბამისი ღონისძიებები;

ბ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავება უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (რომელიც დასახლებულია ან/და მის მიმდებარედ ეწევა სამეურნეო საქმიანობას და რომლებზეც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა მოახდინოს ლიცენზიით გათვალისწინებულმა საქმიანობამ) მონაწილეობით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;

გ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცების წლიდან, ყოველწლიურად ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე, უზრუნველყოს კოლხური ხოხობის (Phasianus colchicus) და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული სხვა სახეობების აღწარმოება, შემდგომ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე გაშვების მიზნით, გენეტიკურად სუფთა ხაზის მქონე ინდივიდების/მასალის გამოყენებით, რაც დადასტურებული უნდა იქნას სარწმუნო მეთოდის/წყაროს საშუალებით, რომელიც აისახება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში;

დ) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, შესაბამისი კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული სანადირო სახეობების, მათ შორის უცხო ინვაზიური სახეობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარემოდან ამოღება.

ე) ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში სალიცენზიო ფართობის დაცვის მიზნით სათანადოდ დასაბუთებული საჭირო რეინჯერ- ეგერების რაოდენობა შეათანხმოს სამინისტროსთან და მათი მეშვეობით განახორციელოს ტყის დაცვის ღონისძიებები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც შემდგომში დადგენილი წესით ასევე აისახება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში;

ვ) დაიცვას ლიცენზიის გაცემის შემდეგ სამონადირეო მეურნეობის მარეგულირებელ შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მოთხოვნები და მათ შესაბამისად ცვლილებიდან არა უგვიანეს 12 თვისა (თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განახლებული პროექტი;

ზ) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, შესაბამისი კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული სახეობების საშენის მოწყობა, ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის მიზნით;

თ) სალიცენზიო ტერიტორიის ფიზიკური დაცვის, ასევე ლიცენზირებულ ფართობზე არსებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მიზნით მათი გადაადგილების აქტიურ ზონებში განათავსოს ფოტო-ხაფანგები სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შესაბამისად;

ი) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის მიზნით, შეიძინოს და სალიცენზიო ფართობში იქონიოს შესაბამისი ინვენტარი (შენობისა და ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად/სალიკვიდაციოდ);

კ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ზამთრის სეზონისთვის სათბობი შეშის გაცემის მიზნით გათვალისწინებულ საქმიანობას, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში არსებულ/გაცემულ ან მომავალში გასაცემ, სარგებლობის ლიცენზიების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიების მფლობელების კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის გამოყენებაში, ასევე ამ ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შესაბამისი ლიცენზიების გაცემას, ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებას/განვითარებას, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ობიექტების მშენებლობას, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ფუნქციონირებას, დაცული ტერიტორიების შექმნას; ამასთან, აღნიშნულ ლიცენზიებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, კერძოდ, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე და გამოვლინებებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე სახელმწიფო რეესტრის მიერ დადასტურებული ფართობების გადაფარვის შემთხვევაში, შესაბამისი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობი შესაძლებელია შემცირდეს შესაბამისი გამოვლინების/საბადოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფართობის ოდენობის ფარგლებში; 

ლ) სალიცენზიო ფართობის გარე პერიმეტრზე განათავსოს სასაზღვრო ფირნიშები და სამონადირეო მეურნეობის სქემატური რუკა, ხოლო შიდა სამეურნეო ტერიტორიული ერთეულის ფირნიშებზე დატანილი იქნეს შესაბამისი ერთეულის კონტურები სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დადგენილი წესით;

მ) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობის სავარგულებში მოპოვებული სანადირო რესურსის ვეტერინარული შემოწმება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც ასევე უნდა აისახოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში.

ნ) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობაში მოპოვებული რესურსის აღრიცხვა - ცხოველების სახეობის, წონის მიხედვით, მოპოვების თარიღის, ადგილისა და დღის მონაკვეთის მითითებით, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში სქესის და ასაკის მიხედვით.

ო) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% წარმოადგენდეს იმ მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია;

პ) სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული მახასიათებლებისა და განთავსების ვადების შესაბამისად;

ჟ) სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ხელი არ შეუშალოს თევზჭერასა და დადგენილი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ კანონით დაშვებულ გადამფრენ სახეობებზე ნადირობას და ამ მიზნით, გამოყოს საზოგადოებრივი სავარგულები, სადაც შესაძლებელია გადამფრენ ფრინველებზე ამ პუნქტით განსაზღვრული სეზონური ნადირობა;

რ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში, ტერიტორიის ზონირებისას, არ მოაწყოს სანადირო უბანი და არ დაუშვას ნადირობა კოლხეთის ეროვნული პარკის გარშემო 250- მეტრიან ზონაში.

ს) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება ლიცენზიის გაცემიდან არაუგვიანეს 5 წლისა, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ამ ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარადგინოს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში არა უგვიანეს ინვესტიციისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 6 თვეში.

;