|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლის კვების ბლოკის იჯარით გაცემა
განაცხადის #:155331XUI101653724 აუქციონის #: 155331 ლოტის #: 1016537 დაწყება/დასრულება: 10/09/2024 12:00 - 16/09/2024 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 400GEL
დასრულების დრო: 16.09.2024 12:00:00
გაყიდვის ფასი : 3860.0000 GEL
საწყისი ფასი: 3840 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის #2 საჯარო სკოლა" მისამართი: მარნეულის რაიონი / ს. შულავერი ტელეფონი: 995-551096515 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 135.1 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელი შულავერი | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 1 წელი | ტელეფონის ნომერი | 551096994 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | იჯარით გაიცემა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლის პირველ სართულზე განთავსებული 135.10 კვ.მ ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის (ინვენტართან ერთად) |
მოკლე აღწერილობა | სკოლის დირექტორი - ტუკაზბან ფატდახოვა 551096515 |
პირობა | 1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტი) ფუნქციონირებისათვის ინვენტართან ერთად (1 ნახევრად ღა კარადა, 10 მაგიდა, 40 სკამი, 1 დახურული კარადა); 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით. 4. საიჯარო ქირა მოიცავს კუმუნალურ გადასახადებს(ელექტრო ენერგია, წყალი); 5.მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, გადაიხადოს კომუნლური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 6.მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 7.სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 8.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; ასევე თუ მოხდება სკოლის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების დაზიანება და დაცული არ იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოება.ასევე, სავალდებულოა, რომ მოიჯარეს წარმოდგენილი ექნება დოკუმენტაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი მომსახურების რეგისტრაციის შესახებ და სკოლა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ რეგისტრირებული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის მომსახურება არ იქნება მიწოდებული (აღნიშნული განსაკუთრებით ეხება - საკვების დამზადებას შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე). ამასთან ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს 9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 10.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 11. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არმიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონისდასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში; 12.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 13.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 14.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის27ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივიჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინი)"ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში. 15.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ. 16. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხებისდაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |