ამობეჭდვის თარიღი: 15.01.2025 18:06:43
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლა
განაცხადის #:54545FDS101759324
აუქციონის #: 54545
ლოტის #: 1017593
დაწყება/დასრულება: 10/09/2024 13:00 - 16/09/2024 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 602GEL
დასრულების დრო: 16.09.2024 12:00:00
გაყიდვის ფასი : 3612.0000 GEL
საწყისი ფასი: 3600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 12 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: თელავის რაიონი / ერეკლე მე-2-რე 19
ტელეფონი: 995-0350271424
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
კვადრატულობა(მ²)20წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ.თელავი , ერეკლე მე-2 ის ქუჩა N19
Rs რუკის მხარდაჭერა-საკადასტრო რუკა53.20.41.125
სარგებლობაში გადაცემის ვადა03(სამი) წელიტელეფონის ნომერი591057799
;
აღწერილობა
აღწერილობასსიპ მერაბ კოსტავას სახელობის  ქალაქ თელავის N4  საჯარო სკოლის ეზოში არსებული 20კბ. ფართი (ცარიელი მიწა), იჯარით გაიცემა სკოლის კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით.
მოკლე აღწერილობა

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის  ქალაქ თელავის N4  საჯარო სკოლა მდებარებოს ქალაქ თელავში, ერეკლე მე-2 ის ქუჩა N19-ში. სკოლაში სწავლება არის 2 ცვლიანი. ამჟამად სწავლობს 1028 მოსწავლე. იჯარით გაიცემა, სკოლის ეზოში არსებული 20 კვ.მ ფართი (ცარიელი მიზის ნაკვეთი), კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით, სამი წლის ვადით.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:  591057799 ეკატერინე გიგიტელაშვილი

პირობა

1.ფართი იჯარით გაიცემა კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის (მზა საკვების რეალიზაცია)

2. საწყისი ფასი შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის  საიჯარო გადასახადს

3.ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით

4.საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადი

5. საიჯარო ობიექტს წარმოადგენს სკოლის ეზოში არსებული 20 კვ.მ ცარიელი ადგილი.

6.მოიჯარე ვალდებული იქნება საიჯარ ობიექტზე დადგას მსუბუქი კონსტრუქცია ( სტატუსით როგორც მოძრავი ნივთი) რომლის დაშლა შესაძლებელი იქნება, იჯარის გაუქმების შემდგომ.

7.იჯარის გაუქმების შემდგომ, მოიჯარე ვალდებული იქნება დაშალოს საიჯარო ობიექტზე მის მიერ განთავსებული მსუბუქი კონტრუქცია და გაიტანოს სკოლის ტერიტორიიდან. (კონსტრუქცია რჩება მოიჯარის საკუთრებაში)

8. მოიჯარე ვალდებული იქნება საიჯარო ფართზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუფეტის ფუნქციონირების მიზნით.

9.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები,გადაიხადოს კომუნალური გადასახადები  და თავისი საქმიანობით არ შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს.

10.ელექტროღუმელით დახარჯული ელექტოენერგიის და წყლის  ზუსტი აღრიცხვისათვის მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს გამხოლოებული მრიცხველის მონტაჟი საკუთარი სახსრებით.

11.მოიჯარე ვალდებულია აღჭურვოს კვების ბლოკის ფუნციონირებისათვის საჭირო დანადგარებით  და ინვენტარით, მზა საკვების რეალიზაციის მიზნით.

12. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება

13.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის № 01-306 ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინი) «ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში».

14.გამარჯვებულ პირს შეტანილი  ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას

15. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე,ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.

მოიჯარე ვალდებულია დაიცვას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის N410 ბრძანება ’’სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე’’.

16. მოიჯარის მიერ საიჯარო ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდაშეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას

17.მოიჯარე ვალდებულია სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს ჯანსაღი კვების შემდეგი პრინციპები:

სასკოლო კვების ორგანიზებისას მიზანშეწონილია გამოყენებულ  იქნეს:

.შემდეგი სასმელებიწყალიხილის წვენიხილის კომპოტიკისელიფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო;

.ხილი და ბოსტნეული;

სასკოლო კვების ორგანიზებისას აკრძალულ უნდა იქნეს შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

.საღეჭი რეზინიკანფეტებიშოკოლადიარომატიზირებული წასახემსებლები (მაგჩიფსებიჟელიბონი და ..), გარდა თხილეულისხილისა და ბოსტნეულისრომელთაც აქვთ დამატებული მარილიშაქარი ან ცხიმი;

.მაიონეზით შეზავებული პროდუქცია;

.სოკონებისმიერი ფორმით;

.დაკონსერვებული პროდუქტები;

.კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

.გაზიანი სასმელიგარდა გაზიანი მინერალური წყლისა;

.თერმულად დამუშავებული კვერცხი;

18. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებადგთხოვთმიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას

19. საიჯარო ხელშეკრულება შეწყდება, თუ ვირუსული ინფექციის COVID-19 მიერ გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში აიკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება. 

20. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

21. იჯარა მოიჯარის მირ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ კვების ბლოკის ფუნქცნიონირების მიზნით. 

22. მზა საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, საიჯარო ფართში დაუშვებელია შემდეგი საქონლის გაყიდვა: ალკოჰოლური სადმელების, თამბაქოს და სხვა.

23. საიჯარო ხელშეკრულების დადებიდან მოიჯარე ვალდებული იქნება საიჯარო იბიექტზე მსუბუქი კონსტრუქცია განათავსოს 1 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყდება ხელშეკრულება.

24. მოიჯარე ვალდებულია იჯარა დაარეგისტრიროს (შემდგომ გააუქმოს) საჯარო რეესტრში საკუთარი ხარჯებით.

25. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში, მეიჯარეს ეძლევა უფლება შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე

26. მეიჯარე ვალდებულია დაიცვას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N1601881 ბრძანება

27. ფართი იჯარით გაიცემა იმ პირობით, თუ არ მოხდება სკოლის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების დაზიანება და დაცული იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოება.

28. აუცილებელია მოიჯარემ წარმოადგინოს დოკუმენტაცია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან შესაბამისი მომსახურების რეგისტრაციის შესახებ.

29. მოიჯარე ვალდებული იქნება დაიცვას დანართი N1 გათვალისწინებული რეგულაციები. (იხ მიმაგრებული ფაილი)\

30. მოიჯარე ვალდებულია დაცვას სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები (HACCP)

;