ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 07:39:00
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შემოსავლების სამსახურის გეზ ბათუმის განთავსების შენობაში კვების ობიექტის მოწყობა
განაცხადის #:230240BH124
აუქციონის #: 230240
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 16/09/2024 17:00 - 26/09/2024 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 6500GEL
მიმდინარე ფასი : 4800 GEL
საწყისი ფასი: 4800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შემოსავლების სამსახური
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16
ტელეფონი: 971-577053333
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)198.23
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქ ბათუმი,აეროპორტის გზატკევილი N259სათავსო-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1147სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
ტელეფონის ნომერი322261113
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემოსავლების სამსახური, ტელ: 2 26 11 13

მოკლე აღწერილობაგაფორმების ეკონომიკურა ზონა ბათუმის განთავსების შენობაში კვების ობიექტის   მოწყობა
პირობა
  • კვების ობიექტის მოწყობის მიზნით, 3 წლის ვადით იჯარით სარგებლობით გაიცება ბათუმში, აეროპორტის გზატკევილი  N259-ში მდებარე შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებულ შენობაში I და II სართულებზე  198.23 კვ.მ.საერთო ფართი, სადაც კვების ობიექტმა მომსახურება უნდა გაუწიოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და გადამხდელებს ცალცალკე გამოყოფილ სივრცეებში. აღნიშნულ ლოკაციაზე დასაქმებულია დაახლოებით 100 თანამშრომელი, ხოლო დღის განმავლობაში გეზ-ი ემსახურება დაახლოებით 100-150 გადამხდელს.
  • ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განცხადებაში მოცემული საწყისი ფასი შეადგენს ფართებით სარგებლობის ერთი თვის საფასურს (დღგ-ს ჩათვლით). შესაბამისად, აუქციონის დასრულების შედეგად დაფიქსირებული ღირებულება წარმოადგენს სარგებლობის მანძილზე გადასახდელ ყოველთვიურ ღირებულებას, რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, წინასწარი გადახდის გზით;
  • მოიჯარემ, საკუთარი ხარჯით, უნდა უზრუნველყოს კვების ობიექტების შესაბამისი ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა. ასევე აღნიშნულ ფართში, კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო  კომუნიკაციების (ელ.ენერგია, წყალი და აშ)გამხოლოება, აღრიცხვის კვანძების მოწყობა და შესაბამისად მთელი საიჯარო ვადის მანძილზე კომუნალური გადასახადების გადახდის  უზრუნველყოფა ეკისრება თავად მოიჯარეს;
  • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა კვების ობიექტების ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს იჯარის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღის ვადაში;
  • მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან;
  • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კვების ობიექტების ფუნქციონირება ყოველდღე, შაბათ-კვირისა და „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
  • მოიჯარე ვალდებულია ობიექტზე განათავსოს საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის ტერმინალი.
  • საიჯარო ფართში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა.
  • ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია:
  • ა) უზრუნველყოს კვების ობიექტში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე  შემოსავლების სამსახურში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომი ფასების დაწესება.
  • ბ) გამარჯვებული პირი ვალდებულია ყოველდღიურ რაციონში იქონიოს სტანდარტული ლანჩ-მენიუს ყველა კომპონენტი: წვნიანი, ხორცეული, სხვადასხვა სახის ბოსტნეული/სალათები, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, უალკოჰოლო სასმელები და სხვა. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სამარხვო მენიუ.
  • გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა.
  • მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ფორმით.
  • მოიჯარე ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კი მეიჯარის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს  3 (სამი) დღეში,  უზრუნველყოს კვების ობიექტში არსებული მოწყობილობების და დანადგარების გენერალური დასუფთავება და დეზინფიცირება;
  • მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენური, უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.
  • აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყდება, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოსთხოვს მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტას. წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში  ხელშეკრულება შეწყდება უპირობოდ. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტა მეიჯარეს არ დააკისრებს მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებაზე გაწეული ხარჯების კომპენსაციის ვალდებულებას ან სხვა სახის პასუხისმგებლობას მოიჯარის თუ მესამე პირთა წინაშე;
  • ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში (კერძოდ: ინფლაციის მაღალი დონე, უძრავ ქონებაზე იჯარის საბაზრო ფასების მკვეთრი ზრდა და სხვა) შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეცვალოს იჯარის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საიჯარო ქირის ღირებულება მოიჯარისადმი წინასწარ  გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე;
  • ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მონაწილემ უზრუნველყოს ,,ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა (ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით) ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის, ელექტრონულად) წარდგენა/გააქტიურება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა შეადგენს 6500 ლარს.  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას.
  • გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.
  • სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.
  • ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ, ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა   სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე
  • აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის საიჯარო ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
;