ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 18:57:39
კატეგორია: სამონადირეო ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია
განაცხადის #:115691QUI102324924
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 1023249
დაწყება/დასრულება: 05/11/2024 12:00 - 05/11/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 3 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 150200GEL
დასრულების დრო: 05.11.2024 18:00:00
გაყიდვის ფასი : 390000.0000 GEL
საწყისი ფასი: 300000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150
ტელეფონი: 995-2439512
თვისებები
ბრძანების ნომერიN 571/სქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი577460516
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის სულორის სატყეოს N23-26; 33-36; 39-42; ვანის-საირმის სატყეოს N11; 14; 18-55; და 58-ე კვარტლებში; ბაღდათის-საირმის მე-4 კვარტლის N14-18 და 5-58 ლიტერები და ქერშავეთის N5; 12 და მე-13 კვარტლებში 13202 ჰა. ფართობზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონს 30 წლის ვადით.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ბე-ს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

 ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში და ამ მიზეზით არ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია.

 ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

  აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით განსაზღვრული სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მფლობელისათვის განსაზღვრული სალიცენზიო პირობები და შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები (ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია):

ა) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისათვის /ფუნქციონირებისათვის ლიცენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიცია, ამ სალიცენზიო პირობებისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული საინვესტიციო გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

ბ) ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს არჩვის (Rupicapra rupicapra) აღწარმოების შესაძლებლობის კვლევა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით, არჩვის აღწარმოების პროგრამის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა. ასევე, უზრუნველყოს სალიცენზიო ფართობზე ირმისა (Cervus elaphus) და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული სანადირო სახეობების საშენების მოწყობა, ბუნებაში მათი გაშვების მიზნით, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებულ ვადებში;

გ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად განახორციელოს საშენში გამრავლებული ცხოველების გაშვება ბუნებრივ გარემოში, სსიპ - ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტისა და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის დასწრებით;

დ) დადგენილი კვოტების საფუძველზე, უზრუნველყოს სანადირო სახეობების ყოველწლიური სავალდებულო ამოღება, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შესაბამისად;

ე) ლიცენზიის გაცემიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, სალიცენზიო ფართობის დაცვის, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, სალიცენზიო ტერიტორიაზე განათავსოს არანაკლებ 40 ერთეული ფოტო-ხაფანგი, ამავე მიზნით, შეიძინოს არანაკლებ ორი ერთეული დრონი;

ვ) ლიცენზიის გაცემიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, სალიცენზიო ტერიტორიის დაცვისა და სამონადირეო მეურნეობის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის უზრუნველყოს არანაკლებ 12 რეინჯერ-ეგერის დასაქმება;

ზ) ლიცენზიის გაცემიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, უზრუნველყოს ეგერებისთვის არანაკლებ 2 არაკაპიტალური ნაგებობის მოწყობა, რომელიც ასევე შეასრულებს პირველადი დახმარების მიზნით საჭირო სამედიცინო პუნქტის ფუნქციას და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით;

თ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განახორციელოს სამონადირეო მეურნეობაში მოპოვებული რესურსის აღრიცხვა - ცხოველების სახეობის, წონის მიხედვით, მოპოვების თარიღის, ადგილისა და დღის მონაკვეთის მითითებით, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სქესის და ასაკის მიხედვით;

ი) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული საინვესტიციო გეგმაგრაფიკით დადგენილ ვადებში, ვიზიტორებისთვის შექმნას და კეთილმოაწყოს მეურნეობამდე მისასვლელი და შიდა გადაადგილებისთვის საჭირო გზები, ასევე, უზრუნველყოს საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა;

კ) მოაწყოს ვიზიტორების მოსასვენებელი კოტეჯ(ებ)ი და თავშესფარი, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული საინვესტიციო გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

ლ) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე უზრუნველყოს დამსვენებლების, ტურისტებისა და ადგილობრივ მოსახლეობის ტყეში თავისუფლად გადაადგილება და მათი უსაფრთხოება. ამასთან, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დადგენილ ვადებში, განახორციელოს საინფორმაციო დაფების და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება;

მ) სამონადირეო მეურნეობაში შექმნას ვეტერინარული პუნქტი, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შესაბამისად; მოახდინოს სამონადირეო მეურნეობის სავარგულებში მოპოვებული სანადირო რესურსის ვეტერინარული შემოწმება;

ნ) ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩაატაროს საგანმანათლებლო ღონისძიებები ნადირობისა და სახეობების აღწარმოების საკითხებთან დაკავშირებით, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შესაბამისად;

ო) ლიცენზიის გაცემიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის მიზნით, უზრუნველყოს სახანძრო ინვენტარის შეძენა (შენობისა და ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად/სალიკვიდაციოდ) და განთავსება ეგერებისათვის განკუთვნილ ნაგებობებში;

პ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% წარმოადგენდეს იმ მუნიციპალიტეტ(ებ)ის ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია;

ჟ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავების დროს გაითვალისწინოს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული ლიცენზიებისა და საბადოების ადგილმდებარეობა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მოაწყოს სანადირო მეურნეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა;

რ) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს, სატყეო სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში. სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მართვის ორგანო ვალდებულია აღნიშნული ღონისძიებების დაწყების შესახებ აცნობოს ლიცენზიის მფლობელს;

ს) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა და ფუნქციონირება და სამონადირეო მეურნეობის მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის განთავსება;

ტ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში არსებულ/გაცემულ ან მომავალში გასაცემ, სარგებლობის ლიცენზიების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიების/ტყითსარგებლობის უფლების მფლობელების კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის გამოყენებაში, ასევე ამ ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შესაბამისი ლიცენზიების გაცემას, ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებას/განვითარებას, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ობიექტების მშენებლობას, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას და შემდგომ ფუნქციონირებას. მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ფუნქციონირებას, დაცული ტერიტორიების შექმნას. ამასთან, აღნიშნულ ლიცენზიებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე და გამოვლინებებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადასტურებული ფართობების გადაფარვის შემთხვევაში, შესაბამისი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობი შესაძლებელია შემცირდეს შესაბამისი გამოვლინების/საბადოს, წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სარგებლობის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფართობის/კერძო საკუთრების, ფართობის ფარგლებში;

უ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო არეალის მომიჯნავედ მიმდინარე ან/და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტ(ებ)ის განხორციელებასა და ფუნქციონირებას. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დასამტკიცებლად წარდგენამდე მიიღოს ამ საინვესტიციო პროექტ(ებ)ის განმახორციელებელ პირთა თანხმობა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე, რათა სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და საქმიანობის პროცესში გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები;

ფ) დაიცვას ლიცენზიის გაცემის შემდეგ სამონადირეო მეურნეობის მარეგულირებელ შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მოთხოვნები და მათი გათვალისწინებით ცვლილებიდან არა უგვიანეს 12 თვისა სამინისტროში წარადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განახლებული (საჭიროების შემთხვევაში) პროექტი;

ქ) ხელი არ შეუშალოს ადგილობრივ მოსახლეობას კანონმდებლობით დადგენილი წესით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი ფართობების ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოყენებას;

ღ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულებისთვის, გეგმაგრაფიკით დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების შესახებ სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი (პირველი ან მეორე) კატეგორიის აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის დასკვნა;

ყ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

შ) ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის სულორის სატყეოს N23-26, 33-36 და 39-42; ვანი-საირმის სატყეოს N11, 14, 18-21 და 23-ე კვარტლებში სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფართობზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს 2028 წლის 10 ოქტომბრიდან;

ჩ) უზრუნველყოს სალიცენზიო ფართობზე ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვით ზონებში საქმიანობის განხორციელება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების მფლობელს საქმიანობის განხორციელებაში და დაიცვას სალიცენზიო ფართობზე არსებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობებისა და მათი დაცვის ზონების მოთხოვნები, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების შესაბამისად;

ც) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების სათავე ნაგებობების II და III სანიტარიული დაცვის ზონებში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საქმიანობა დაგეგმოს და განახორციელოს შესაბამის ლიცენზიანტთან/წყალმომარაგების ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ამასთან ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობას და ფუნქციონირებას. სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების II და III სანიტარიულ ზონებში უზრუნველყოს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 მარტის № 161 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნათა დაცვა;

ძ) მოაწყოს სანადირო/სათვალთვალო კოშკურები სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრულ ვადებში;

წ) 2024 წლიდან ეტაპობრივად შეიძინოს ვიზიტორების და რეინჯერ ეგერების გადაადგილების მიზნით მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები: არანაკლებ 4 ერთეული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება, არანაკლებ 4 ერთეული კვადროციკლი, 2 ერთეული თოვლმავალი და 10 ცხენი, აგრეთვე, არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება - თოვლსაწმენდი. მოაწყოს მითითებული სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისა და სერვისის სივრცე; ჭ) სალიცენზიო ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრულ ვადებში მოაწყოს სასროლეთი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი თეფშსასროლი აპარატებითა და სხვა საჭირო ინვენტარით.

ხ) ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის ვადაში შეაფასოს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ცხოველთა საბინადრო გაუმჯობესების და აღწარმოების ხელშეწყობის პირობები, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის სამეურნეო პროდუქტიულობის არსებული და პოტენციური შესაძლებლობები და წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე სახეობრივი სიმდიდრის გაზრდის მიზნით შესაბამისი/ადეკვატური ინვესტიციების განხორციელების გეგმაგრაფიკი.

ჯ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ეკოტურიზმის, სამოყვარულო - ტურისტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და ამ მიზნით შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრულ ვადებში;

1. სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოში წარდგენა ამ ამ დანართით გათვალისწინებული საინვესტიციო თანხის 3% ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით მაინც უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. საინვესტიციო გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ჯარიმის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს განსახორციელებელი (დარჩენილი) საინვესტიციო ღირებულების 0,05 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. ლიცენზიის ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურების და კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

4. საინვესტიციო ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება 49 (ორმოცდაცხრა) წლამდე მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს თანხის გადახდის წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი (ვადაგადაცილებული) თანხის 1%-ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომელთა გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვეულის გამოვლენის შედეგების/ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

;