|
კატეგორია:
სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში მდებარე 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:00138BV124 აუქციონის #: 00138 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2024102480190 დაწყება/დასრულება: 28/10/2024 12:00 - 11/11/2024 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1500GEL
დასრულების დრო: 11.11.2024 17:00:00
გაყიდვის ფასი : 5000.0000 GEL
საწყისი ფასი: 4500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი | საქმის ნომერი | 2024102480190 | ბრძანების ნომერი | 1/1-6110 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თელავი | საკადასტრო კოდი | 53.11.42.706 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPowwsQdPQPT7sSPyE0DfN[Px0AdnKoYtBS9AJ]388BR | საკადასტრო რუკა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFHcIDB0BOQXAWmOrzhXxsDlP9xjueX21m[cId]ZIqdcH | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შენიშვნა: 1) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე თურდოს მიმდებარედ. მყიდველმა უნდა დაიცვას „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #440 და #445 დადგენილებით დამტკიცებული ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წყალდაცვითი ზოლის გავრცელების პირობები, დადგენილი აკრძალვები და სპეციალური მოთხოვნები. 2) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი სრულად კვეთს თურდოსხევი II ქვიშა-ხრეშის გამოვლინების კონტურს. გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის ღირებულების საკომპენსაციო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი-TRESGE22; ანგარიშის ნომერი-200122900; სახაზინო კოდი-302003282. ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. 3. 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. 4. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 5. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 6. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 7. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში |
მოკლე აღწერილობა | 436 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყურადღება! საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს:უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება. |
პირობა | საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის - 784.8 (შვიდას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.გამარჯვებული ვალდებულია: 1) აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |