|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქ. მცხეთაში მდებარე 216 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1,N2,N3 შენობა-ნაგებობები (123 კვ.მ.).
განაცხადის #:102669OQK102883024 აუქციონის #: 102669 ლოტის #: 1028830 დაწყება/დასრულება: 15/11/2024 16:30 - 29/11/2024 16:30 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 12546.00GEL
მიმდინარე ფასი :
25092.00 GEL
საწყისი ფასი: 25092.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: მცხეთის მუნიციპალიტეტი მისამართი: მცხეთის რაიონი / ქ.მცხეთა ანტიოქიის ქ. N7 ტელეფონი: 995-2512308 |
თვისებები
|
სართული | 1 | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | კვადრატულობა(მ²) | 123.00 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | მიწის ფართობი(მ²) | 216.00 | შენობის ფართობი(მ²) | 123.00 | საკადასტრო კოდი | 72.07.06.006 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მცხეთა | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. მცხეთა, კოსტავას ქუჩა. | ბრძანების ნომერი | ბ34.342429811 24/10/2024 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | სარემონტო | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 5 წელი | ტელეფონის ნომერი | 593 730 124. |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! 1. გამარჯვებული პირი ვალდებულია: ა). საიჯარო ფასის მატების შემთხვევაში საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია/ბე დაფიქსირებული წლიური საიჯარო ქირის 50%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის (5 (ხუთი) წელი) ბოლო წლის ბოლო 6 (ექვსი) თვის ანგარიშსწორებისას, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე. ბ). აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო/გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე-ს თანხა არ დაუბრუნდება. გ). საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს იჯარის საგნის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯის გაწევა (მათ შორის რაც დაკავშირებულია ხელშეკრულების საგნის კეთილმოწყობასთან) გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს საჭირო მრიცხველები, დაიცვას ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო) წესები და ნორმები. 2). ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდგომ, საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები უსასყიდლოდ გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. 3.). აუქციონში გამარჯვებულ იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირს, რომელსაც ერიცხება მუნიციპალიტეტის მიმართ დავალიანება, არ გაუფორმდება საიჯარო ხელშეკრულება და გადახდილი თანხები უკან არ დაუბრუნდება. 4. აუქციონის დასრულების შემდგომ დაფიქსირებული საბოლოო თანხა, შეადგენს ერთი წლის საიჯარო ქირის გადასახადს. 5. საიჯარო ქონების (შენობა) მდგომარეობა/არწერილობა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით, აუდიტორის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში. 6. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. 7. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის, ბოლო ექვსი თვის გადასახდელი ქირის ოდენობაში. 8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 9. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 | |
პირობა | ||
მოკლე აღწერილობა | ქალაქ მცხეთაში მდებარე 216 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1, N2, N3 შენობა-ნაგებობები (123 კვ.მ. კომერციული ფართი), ს/კ 72.07.06.006. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |