ამობეჭდვის თარიღი: 21.11.2024 16:49:27
კატეგორია: სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთაში მდებარე 5022 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:00140BV124
აუქციონის #: 00140
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2024102980202
დაწყება/დასრულება: 29/10/2024 17:00 - 27/11/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 16500GEL
მიმდინარე ფასი : 55500.0000 GEL
საწყისი ფასი: 55000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი მოწამეთასაქმის ნომერი2024102980202
ბრძანების ნომერი1/1-6156ქვეყანასაქართველო
ქალაქიტყიბულისაკადასტრო კოდი39.07.32.503
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFORmW3il30Fivuk5TXf[bN1Z1ztmy8kY[Arf1epM87k0
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა:

1. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ექცევა “გელათის მონასტრის ვიზუალური დაცვის არეალის გაფართოების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 09 იანვრის N03/5 ბრძანების დანართით განსაზღვრული, მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტრის ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები (იხ. სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი).
2. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილი 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (03.00.520). მყიდველმა  უძრავ ქონებაზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს  ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით. 3. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილზე (1474 კვ.მ) ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
3. 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.
4. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
5. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
7. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 
მოკლე აღწერილობა

5022 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი

 

ყურადღება!

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი);  იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.
პირობასაპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონებს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან,  აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
;