ამობეჭდვის თარიღი: 23.11.2024 12:18:04
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სახელმწიფო ტყის მიწის ნაკვეთი 200 კვ.მ (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; კოორდინატები: X -44.650883; Y - 41.375707; საკ. კოდი: N80.04.66.365) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით
განაცხადის #:1048FJX124
აუქციონის #: 1048
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 08/11/2024 18:00 - 22/11/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1600GEL
დასრულების დრო: 22.11.2024 18:00:00
გაყიდვის ფასი : 8400.0000 GEL
საწყისი ფასი: 8000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 400 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6
ტელეფონი: 971-0322753959
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბოლნისიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისი-დმანისის სატყეო უბნის ფახრალოს სატყეოს ყოფილი საკოლმეურნეო ტყე
ბრძანების ნომერი3158/სმიწის ფართობი(მ²)200
საკადასტრო კოდი80.04.66.365Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი30სარგებლობაში გადაცემის ვადა5
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი2753959
;
აღწერილობა
აღწერილობასახელმწიფო ტყის მიწის ნაკვეთი 200 კვ.მ (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; კოორდინატები: X -44.650883; Y - 41.375707; საკ. კოდი: N80.04.66.365) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით.
მოკლე აღწერილობა

სახელმწიფო ტყის მიწის ნაკვეთი 200 კვ.მ (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; საკ. კოდი: N80.04.66.365.) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით

წლიური საწყისი ღირებულება - 8000 ლარი.

 

პირობა

1. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე:   ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი  (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.  სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს  ქონების მოვლა-პატრონობა, დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები. ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ტყის დაზიანება. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  თავისი ინიციატივით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე ადრე უპირობოდ შეწყვეტის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე  ვალდებულებია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). სახაზო ნაგებობის სრულ დემონტაჟამდე ტყითმოსარგებლე აგრძელებს ტყის ფართობით ფაქტობრივი სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდას. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ტყითმოსარგებლე ვალდებულია შეატყობინოს ტყის მართვის ორგანოს ტყითსარგებლობის გაგრძელების ინტერესის თაობაზე, რის საფუძველზეც ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოაცხადოს აუქციონი. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე  ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). დემონტაჟის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ძველ და ახალ ტყითმოსარგებლეს შორის არსებობს შეთანხმება ტყის ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება უნდა წარედგინოს ტყის მართვის ორგანოს. დამატებითი პირობები იხილეთ მე-15 პუნქტში.

,,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

  ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; 
  ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

მუხლი 2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 

1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, რომ ელექტრონული აუქციონი  ჩაატაროს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით. 
2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს  82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
5. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
7. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელ¬დება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი" მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).          

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.  

8. გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

9. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე  ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). 

10. სარგებლობაში გადაცემის პერიოდია 5 (ხუთი) წელი.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ  სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 153

;