პირობა | 1. იჯარით გაიცემა სსიპ - ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული გარე სპორტული მოედანი, 324,27კვ.მ ფართი ნებადართული საქმიანობის მიზნით; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით საათობრივად, კვირაში 3 დღე შემდეგ დროებში: ორშაბათი - 19 სთ-დან 21 სთ-მდე, ოთხშაბათი 19 სთ-დან 21 სთ-მდე, პარასკევი 19 სთ-დან 21 სთ-მდე 4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები. 5. მოიჯარეს ფართითს სარგებლობის უფლება აქვს დღიურად. 6. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, დამოუკიდებლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას; 7. მოიჯარემ საჭიროებისამებრ თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით და უზრუნველყოს 8. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 10. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 11. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 12. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 14. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 15. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე; 16. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). 17. ხელშეკრულება გაფმორმდება იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები: ა) ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბ) ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს თუ COVID-19 მიერ გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში აიკრძალება კვების ობიექტის ფუნქციონირება. 18. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანება და ხელშეკრულების ნიმუში.
|