ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 21:14:43
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:მცხეთის მუნიციპალიტეტი, ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია, „ძეგვის“ ცეოლითის შემცველი ტუფების საბადო (უბანი დარბაზისხევი) (კატეგორია - B+С1+C2+P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 848 925 ტონა).
განაცხადის #:612OTH824
აუქციონის #: 612
ლოტის #: 8
დაწყება/დასრულება: 11/12/2024 12:00 - 11/12/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12680GEL
დასრულების დრო: 11.12.2024 18:00:00
გაყიდვის ფასი : 137283.3000 GEL
საწყისი ფასი: 124803 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 12480.3 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
თვისებები
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)მცხეთის მუნიციპალიტეტი, ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი2950030
;
აღწერილობა
აღწერილობა

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

დამატებითი ინფორმაციისათვის  მოგვმართეთ: (+995) 32  950 030 ან 1420
მოკლე აღწერილობა

 

პირობა

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის ლიცენზიის ვადა 20 წელი.

 

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის  პროექტის მიხედვით;
ბ) დასახლებული პუნქტის სიახლოვის გამო, აფეთქებითი სამუშაოებით მოპოვების შემთხვევაში, მოპოვება უნდა განხორციელდეს ისეთი ოპტიმალური მუხტის შერჩევით, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ნეგატიურ ზემოქმედებას;
გ) ობიექტის დამუშავების პროცესში მოხსნილი ნიადაგის არსებული ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს საბადოზე მარაგების ამოწურვის შემდგომ, ხოლო საბადოს გარე ნაწილზე ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით. ასევე ობიექტის დამუშავების შედეგად წარმოქმნილი რელიეფის უარყოფითი ფორმების მოსწორება უნდა მოხდეს ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ (საბადოს ტერიტორიაზე);
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №340 დადგენილებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატიისას .
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი  დოკუმენტაცია ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის და ძეგლზე სავარაუდო ზემოქმედების შესახებ;
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;
ი) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება;
კ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
ლ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;
მ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“  საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ო) დაცული იქნეს „ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის“ საქართველოს კანონით და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები და  ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

;