|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:იჯარით გაიცემა სსიპ - ქალაქ თბილისის N208 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული 34.31 კვ.მ ფართი კვების ბლოკის(ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:31894CGL103436424 აუქციონის #: 31894 ლოტის #: 1034364 დაწყება/დასრულება: 18/11/2024 15:00 - 25/11/2024 15:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 4000GEL
მიმდინარე ფასი :
10000 GEL
საწყისი ფასი: 10000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #208 საჯარო სკოლა მისამართი: გლდანი-ნაძალადევი / დაბა ზაჰესი, თავისუფლების ქუჩა 22 ტელეფონი: 971-2658824 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 34.31 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დაბა ზაჰესი, თავისუფლების ქ. N22 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 1 (ერთი) წელი | ტელეფონის ნომერი | 577 38 67 39 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | იჯარით გაიცემა სსიპ - ქალაქ თბილისის N208 საჯარო სკოლის მეორე სართულზე არსებული 34.31 კვ.მ ფართი კვების ბლოკის(სასკოლო ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით, 1 (ერთი) წლის ვადით, ინვენტარის გარეშე. . |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისთვი დაგვიკავშირდით: სსიპ - ქალაქ თბილისის N208 საჯარო სკოლა დირექტორი: თამარ კობახიძე ტელ: 577 38 67 39 |
პირობა | 1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირების მიზნით, ინვენტარის გარეშე. 2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას. 3. ფართი იჯარით გაიცემა 1(ერთი) წლის ვადით. 4. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები. მოიჯარე კომუნალურ გადასახადებს გადაიხდის მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. 5. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და კომუნალური გადასახადები, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას. 6. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. 7.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები(გაიდლაინი) "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში”. 8. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები.“ 9. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. 10. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში. ბ) თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 13. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს ფართით დროებით სარგებლობა. 14. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. მიმაგრებულ ფაილებში შეგიძლიათ იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები'' და იჯარის ხელშეკრულების ნიმუში. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნების/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |