ამობეჭდვის თარიღი: 23.11.2024 17:12:00
კატეგორია: შავი მეტალი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საორიენტაციოდ 450 ტონა შავი ლითონის ჯართი
განაცხადის #:35172CSL103484124
აუქციონის #: 35172
ლოტის #: 1034841
რაოდენობა: 450
დაწყება/დასრულება: 22/11/2024 18:00 - 27/11/2024 18:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 65000GEL
მიმდინარე ფასი : 216000 GEL
საწყისი ფასი: 216000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2200 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა
მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მნათობის 73
ტელეფონი: 995-2710002
თვისებები
ბრძანების ნომერიMOD 7 24 00000296ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისირაოდენობა450
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქვემო ფონიჭალა, სამხედრო ქალაქი N 179გადახდის პერიოდი7
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30ზომის ერთეულიტონა
ტელეფონის ნომერი577140131
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

საპრივატიზებო ქონება შედგება დანართ ფოტო მასალაზე მოცემული, ჩამოწერილი შავი ლითონის  ჯართისგან.

აუქციონის დაწყების და დასრულების საორიენტაციო დრო: 22/11/2024 18:00 - 27/11/2024 18:00

საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა:  216,000.00 (ორასთექვსმეტი ათასი ლარი და ნული თეთრი) ლარი. (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტის შესაბამისად შავი და ფერადი ლითონის ჯართის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით (დღგ 0%)).

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა: 65,000.00 (სამოცდახუთი ათასი ლარი და ნული თეთრი) ლარი, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.

ბიჯი: 2,200.00 (ორი ათას ორასი ლარი და ნული თეთრი) ლარი.

ლოტი: 1 (ერთი)

ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების (მოძრავი ქონების) შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.

შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილიბე“- გამოკლებით) გადახდის ვადა - აუქციონის დასრულებიდან - არაუმეტეს 7 კალენდარული დღე.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა: აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღე;

მყიდველი ვალდებულია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, დელტას წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს მისი გადაწონვა სსიპ სსსტცდელტასტერიტორიაზე არსებული, დაკალიბრებული და სერტიფიცირებული  სასწორის საშუალებით, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების ჯამური ღირებულება და მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევა შესაბამისი  ცვლილება  შეთანხმების სახით. გადაწონვის დროს წონის ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინოს ქონების გატანა. გადაწონვის დროს წონის ნაკლებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს წონის ნაკლებობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში. (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიდელტასგენერალური დირექტორის 2019 წლის 4 მარტის N 60 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით)

მყიდველი ვალდებულია ქონების დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. ამასთან, მყიდველი ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვაზე

მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილიბე“- გამოკლებით) სრულად გადახდის და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომი სამუშაო დღიდან).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საპრივატიზებო ქონების დამუშავებისა და გატანის ვადის დასრულებამდე დაასუფთაოს ტერიტორიის ნაწილი, რომელზედაც განთავსებული იყო საპრივატიზებო ქონება.

ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,1%-, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

შეტყობინებები და ენა

ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.

თითოეული მხარე. მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება.

დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

) დაარღვია აუქციონში მონაწილეობისსახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონით დასახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესითდადგენილი პირობები.

ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრდელტას“):

o   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

o სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

o სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

o   საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

თანდართული დოკუმენტაცია:

საპრივატიზებო ქონების ფოტო მასალა;

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა

ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში

გამარჯვებულის მიერ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შემდეგ ანგარიშზე:

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა / 202297335

მიმღების დასახელება- ხაზინის ერთიანი ანგარიში:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -  TRESGE22;

მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707297519

გამარჯვებულის მიერ ქონების გატანის მიზნით გამოყენებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის მაქსიმალური დასაშვები სიგრძე - 12 მეტრი, ამასთან, თუ სატრანსპორტო საშუალების სრული სიგრძე აღემატება 12 მეტრს, სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს მისაბმელის ჩახსნის (გამწესგან განცალკევების) გამართული სისტემით. (სასწორის პინის პარამეტრებიდან გამომდინარე).

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრიდელტასდონიჭალის სადემილიტარიზაციო ბაზის ტერიტორიაზე განთავსებულისერტიფიცირებული სასწორის მაქსიმალური ტვირთამწეობა - 40 ტონა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: . თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიდელტა“ - info@delta.gov.ge

საკონტაქტო პირი ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით - ალექსანდრე ქოქიაშვილი - 577140131.

პირობააუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
მოკლე აღწერილობაპრივატიზების განმახორციელებელი ორგანო: 
სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტა“, ს/კ 202297335

საპრივატიზებო ქონების დასახელება:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტასთვის“ უტილიზაცია/რეალიზაციის მიზნით გადმოცემული, ჩამოწერილი, შავი ლითონის ჯართი, საორიენტაციო წონა - 450 (ოთხასორმოცდაათი) ტონა.
;