|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში 19.64 კვ.მ ფართი, საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით
განაცხადის #:28269BNT103509524 აუქციონის #: 28269 ლოტის #: 1035095 დაწყება/დასრულება: 19/11/2024 17:00 - 26/11/2024 16:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 11760GEL
მიმდინარე ფასი :
9800 GEL
საწყისი ფასი: 9800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება) ტელეფონი: 995-595796226 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 19.64 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | ბრძანების ნომერი | #106 19.11.24 | საკადასტრო კოდი | 34.02.62.434 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ქუთაისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | სათავსო | - | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 805 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 წელი | ტელეფონის ნომერი | 599151908; 595796226 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტო ტელ: 2487353, 599151908; 595796226; Email: auctions@airports.ge ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 |
მოკლე აღწერილობა | დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობა N6-ში მდებარე 19.64 კვ.მ ფართობი, საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით. |
პირობა | v აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზია - ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა. ასევე, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან. v მეწარმე სუბიექტს უნდა გააჩნდეს საბანკო საქმიანობის გამოცდილება, კერძოდ უნდა ფლობდეს არანაკლებ 10 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულის დადასტურება მოხდება ბანკის კორპორატიული ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მეშვეობით. v აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებლად აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც დაასტურებს, საქართველოში საბანკო საქმიანობის მიმართულებით ფუნქციონირებას. v დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადაცემის ვადა - 2 (ორი) წელი. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 1 (ერთი) წლით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში „აეროპორტი“ უფლებამოსილია საბაზრო პირობების გათვალისწინებით, განსაზღვროს საიჯარო ქირის სხვა ოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო თანხაზე ნაკლები. v საწყისი სააუქციონო ყოველთვიური ღირებულება: 9800 ლარი დღგ-ს ჩათვლით; v უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა - საწყისი წლიური ფასის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას. v ბიჯის ოდენობა: 200 ლარი. v აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ხელშეკრულების წლიური ფასის 20%-ის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხეშეკრულების ვადას არანაკლებ 30 დღით. იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილია საბანკო გარანტია ხელშეკრულების მოქმედების არასრულ ვადაზე და გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ მოხდება განახლებული/ახალი ვადით საბანკო გარანტიის წარმოდგენა ან შესაბამისი ოდენობის დეპონირება აეროპორტის საბანკო ანგარიშზე, აეროპორტი გაანაღდებს მოქმედ საბანკო გარანტიას, რომელიც განთავსდება მის ანგარიშზე და ჩაითვლება ამ პუნქტის ფარგლებში თანხის დეპონირებად. v უზრუნველყოს იჯარით აღებული ფართის მოწყობა, აეროპორტთან წინასწარ შეთანხმებული დიზაინით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დიზაინი აეროპორტთან უნდა შეთანხმდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე. v სარემონტო სამუშაოები აუქციონში გამარჯვებულმა უნდა აწარმოოს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს აეროპორტს ოპერირებაში. v დაუშვებელია მოიჯარის მიერ საიჯარო ფართში, მათ შორის შეთანხმებულ განლაგებასა და დიზაინში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება (მათ შორის ნებისმიერი სახის კონსტრუქციის, აბრის, განათების ან სხვა მოწყობილობის განთავსება) აეროპორტის წინასწარი თანხმობის გარეშე. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შეინარჩუნოს შეთანხმებული განლაგება და დიზაინი. v ობიექტებმა ოპერირება უნდა დაიწყოს ობიექტების მოწყობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია აღნიშნული ვადის ცვლილება. v მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტის მუშაობა ყოველ დღე 24 საათიან რეჟიმში (მათ შორის უქმე დღეებში). აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ აეროპორტის წინასწარი თანხმობით. v საიჯარო თანხა მოიცავს ელექტროენერგიის გადასახდს. v საიჯარო ფასი არ მოიცავს ინტერნეტის გადასახადს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინტერნეტთან დაკავშირებული ყველა საფასურის გადახდა. v მოიჯარე, საიჯარო ფართში ისარგებლებს აეროპორტის ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით. ცენტრალური გათბობა-გაგრილების სიტემის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება აეროპორტს. იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარის საქმიანობისთვის არ არის საკმარისი აეროპორტში არსებული ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემის სიმძლავრე, იგი უფლებამოსილია, აეროპორტთან წინასწარი შეთანხმებით, თავად მოახდინოს საიჯარო ფართის გათბობა-გაგრილებით დამატებითი უზრუნველყოფა. v გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე. v აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ნებართვა. v ხელშეკრულების დასრულების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ მოწყობილი უძრავი ინფრასტრუქტურა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული საიჯარო ქონებასთან რჩება აეროპორტის საკუთრებაში მოიჯარისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე. მოძრავი ინფრასტრუქტურის/ინვენტარის საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით; v მოიჯარე ვალდებულია ოპერირების დაწყებისთვის განათავსოს ობიექტის შესახებ ინფორმაცია კორპორატიულ ვებ-გვერდზე ან/და ფეისბუქ გვერდზე ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე. ინფორმაციის განთავსება უნდა მოხდეს იმავე სახით რა სახითაც მისი სხვა ფილიალებია მოცემული ვებ-გვერდზე. v მოიჯარე უფლებამოსილია აღნიშნულ ფართში განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო მომსახურებები, მათ შორის ფულადი გზავნილები. ობიექტიდან დაუშვებელია სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება, აღნიშნული არ გულისხმობს საბანკო ტრანზაქციას. v მოიჯარე ვალდებულია, თავად მიიღოს ზომები მის სარგებლობაში არსებული ფართის და შესაბამისი ინვენტარის დაცვასთან დაკავშირებით. აეროპორტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, საიჯარო ფართის ან ინვენტარის მესამე პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფის შემთხვევაში. v აეროპორტი არ არის ვალდებული, მოახდინოს საიჯარო ფართის დამოუკიდებელი ელექტრო ენერგიის სარეზერვო ხაზით ან გენერატორით უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოიჯარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში და მისი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის, თავად მოახდინოს საიჯარო ფართში არსებული მისი ტექნიკური მოწყობილობების, ელექტრო ენერგიის უწყვეტი კვების წყაროთი (UPS) უზრუნველყოფა. v მოიჯარის მიერ ტერმინალის სივრცეში პირადი უსადენო ქსელის(WiFi) მოწყობის შემთხვევაში, ვალდებულია უსადენო ქსელის პარამეტრები წინასწარ შეათანხმოს ადგილობრივ IT სამსახურთან. v მოიჯარე ვალდებულია, აეროპორტში მის საქმიანობასთან დაკავშირებული PR ან სარეკლამო აქტივობები, წინასწარ აცნობოს აეროპორტს და აწარმოოს ისინი აეროპორტთან წინასწარი კოორდინაციითა და შეთანხმებით. v მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის, მუდმივად გაწმენდილ/დასუფთავებულ/დალაგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საკუთარი ხარჯით. v ობიექტის თანამშრომლები სასაუბრო დონეზე უნდა ფლობდნენ ინგლისურ და ქართულ ენებს. v მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს. v მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს. v აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა. v ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. v მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები. v დასაშვებია იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” კაპიტალიდან ამოღების ან მეიჯარის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაში. იჯარის ხელშეკრულების დასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა შეადგენს მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორ თვეს. v საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები. v იჯარით გადაცემის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით. v აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის გადაცემის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება. v თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. v გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების საფასურში (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას). v აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. v აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ქონების განმკარგავის ბიუჯეტში: v დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; v ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში; v იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. v აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. v ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |